ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

2019 წლის მარტში ლელობურთს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა,

14-04-2025, 13:58

 2019 წლის მარტში ლელობურთს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, აღნიშნული საკითხის შესახებ 28 წლის სალომე ურუშაძე გვიამბობს:
 - „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში ვიყავი სტაჟირებაზე, მაშინ დაიბადა იდეაც. წარმოშობით ლანჩხუთის რაიონის, სოფელი ლაშისღელიდან ვარ, ყოველთვის მსურდა გურულებსაც, რაიმე გვქონოდა „ძეგლის“ სტატუსით და რა თუ არა ლელო. მაშინვე დავიწყე მოძიება და აღმოვაჩინე, რომ ჩემამდე ქალბატონ ლია მუხაშავრიას და ბატონ დავით კილასონიას შემოუტანიათ იგივე იდეით პროექტი, მაგრამ სამწუხაროდ შეჩერებული სტატუსით, რადგანაც დეტალები იყო დასაზუსტებელი. მოკლედ ბევრი პრობლემის გამო, ასე ვთქვათ თაროზე იყო შემოდებული ეს საქმე. თავიდან ბოლომდე მოვიძიე ინფორმაცია, შევხვდი გურიით დაინტერესებულ მეცნიერებს და მომაწოდეს დამატებითი ინფორმაცია.აგრეთვე ფოტოები გამომიგზავნა გოგა ჩანადირმა, რომელიც მანამდე არსად იყო გამოქვეყნებული. აღნიშნულზე დიდი ხანი ვიმუშავე, თუმცა შედეგიანად,
რომელიც დღეს სახეზე გვაქვს“.
ლუკა კარკაძე ( ამონარიდი ჟურნალი „ისტორიანი“ №2 (2021)
                                                                     გურული ისტორიები

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 94
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა