ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

რა არის სახელმწიფოს ვალდებულება? _ სწორედაც ასეთ მდგომარეობაში ფეხზე დგომა და საკუთარი მოსახლეობის ამ საშინელი ყოფის გაიოლება

24-02-2025, 20:08

  ლანჩხუთში დიდთოვლობაა, ეს ფაქტია!
  ისიც ფაქტია, რომ ზამთარში, ზოგადად მობილიზებული და მზადყოფნაში უნდა იყოს როგორც მუნიციპალიტეტი, ასევე ფედერალური სამსახურები.
ჩვენთან რა ხდება?
  მუნიციპალური ტექნიკა ძალიან ცოტაა და არც რესურსია იმდენი, რომ მთელ რაიონს გაწვდეს.  გაგიგიათ რაიმე შსს საგანგებო-სამაშველო სამსახურზე, ჩვენ რომ სახანძროს ვეძახით? 
  გაგიგიათ რომ ტექნიკა შეუძინა სამინისტრომ, ან საერთოდ რაიმე გადასცა? ვერც გაიგებდით, რადგანაც თვით სახანძრო მანქანაც კი, ერთი ერთეული რომელიღაცა ევროპულმა ქვეყანამ (მგონი პოლონეთმა) აჩუქა.
  ეს არის სულ ამ 13 წელში ,,შენაძენი.”
იმას აუცილებლად გაიგებდით წელიწადში ერთხელ მაინც აახლებს ავტოპარკს შსს, იმასაც დაინახავდით, რომ ახალი წყლის ჭავლის მანქანები შეიძინეს (ჩვენი ახალგაზრდობის დასახიჩრებისთვის), იმასაც ნახავდით, რომ ერთი ცალი საჰაერო სამაშველო ვერტმფრენიც არაა… 
რომ დაგჭირდეს ადამიანს, ვერც ხანძარს ჩააქრობენ, ვერც ტექნიკით მოგეხმარებიან (ვერც და არა არც).
  სხვა დროს თუ გურიის სხვა რაიონები წამოგვეშველებოდა, ახლა ყველას თავი გასჭირვებია…
  რა არის სახელმწიფოს ვალდებულება, სწორედაც ასეთ მდგომარეობაში ფეხზე დგომა და საკუთარი მოსახლეობის ამ საშინელი ყოფის გაიოლება. წარმოგიდგენიათ ახლა რას გრძნობს ადამიანი, რომელიც უგზოობის გამო შეიძლება ან უსახლკაროდ დარჩეს, ან სულაც სასწრაფომ ვერ მიუსწროს, ან ჩვილის დაბადებას ვერ მიეხმარონ…
თან თოვლია, ხალხო, რაღაცა სასწაული კი არა, ჩვეულებრივი, ჭარბი თოვლია…
ერთმანეთს მიეხმარეთო რომ დაგიჩემებიათ, იცით რა მდგომარეობაა სოფლებში? იცით რომ უმეტესად მოხუცები ცხოვრობენ? და თუ გზას ვერ წმენდ, რაზე გაიაროს იმ შვილებმა და როგორ წამოეშველონ მოხუც მშობლებს?
სწორად წერდა ერთი ადამიანი, ,,ახლა რომ დროშა გამოვფინო და ცეცხლი ოლიგარქიას ვიყვირო, ეკიპაჟები მოგროვდებიანო”…
ზუსტად ასეა!
 _ წერს ირმა მგელაძე, ლანჩუთის საკრებულოს დეპუტატი.

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 130
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა