ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია დიდთოვლობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

24-02-2025, 14:35

     ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია დიდთოვლობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ინტენსიური თოვის გამო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას პრობლემები შეექმნა. 
მობილიზებულია 25  ერთეული ტექნიკა, თუმცა რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ვერ ხერხდება ტექნიკის დროული გადაადგილება. დღის ბოლომდე ცენტრალური გზები მაღალი გამავლობის მანქანებისთვის გაიწმინდება.ლანჩხუთის მერის ალექსანდრე სარიშვილის ხელმძღვანელობით შექმნილია საგანგებო  შტაბი, რომელიც 24 - საათიან რეჟიმში მუშაობს. ამოქმედებულია ცხელი ხაზი და საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ დარეკოთ:  📲 599 111 437; 591 19 23 66; 577 39 83 22
მოვუწოდებთ მოსახლეობას, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან და გაგებით მოეკიდონ შექმნილ სიტუაციას.

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 202
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა