ნონა ნურვანიძე: დღეს ვემშვიდობებით ადამიანს, ვისთანაც ძალიან კომფორტული იყო ურთიერთობა პაციენტებისთვის და კოლეგებისთვისაც. გულწრფელი ცრემლი არ შეშრობია მის პაციენტებს და ლანჩხუთის სამედიცინო პერსონალს.
გემშვიდობებით ნინო ექიმო!
დღეს ბოლო გზაზე გააცილებენ ჩოხატაური-ოზურგეთის ცენტრალურ გზაზე, სოფელ გორაბერეჟოულის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაღუპულ ექიმ-ანესთეზიოლოგს, ლანჩხუთის ,,მედალფას“ ექიმს, ნინო პაიჭაძეს. .
კოლეგები გულისტკივილს გამოთქვამენ საუკეთესო კოლეგის დაღუპვის გამო.
ექიმი-ლაბორანტი ელისო ჭიჭინაძე: „წუხელ ბოლო მორიგეობა გვქონია ერთად ლანჩხუთის „მედალფას” კლინიკაში, ჩემო უსაყვარლესო ქალბატონო, გამორჩეულო ადამიანობითა და პროფესიონალიზმით, განსაკუთრებულად თბილო და საყვარელო. ვერ ვიჯერებ, ვერა… როგორ მენანები… ძალიან მიყვარხარ და მტკივა უშენობა. ჩვენს გულებში მუდამ იქნები, შეხვედრამდე, ჩვენო ნინო ექიმო.“
ექიმი დათო ჩხარტიშვილი: „არაჩვეულებრივი ადამიანი და კოლეგა. ყველას ძალიან დაგვაკლდება.“
„მედალფას“ თანამშრომელი თამარ კუკულაძე: „წავიდა ჩვენგან საუკეთესო ადამიანი, გულისხმიერი ექიმი და არაჩვეულებრივი მეგობარი. რამდენი სიკეთე გიკეთებია ამ ქვეყანაზე, უამრავი სიცოცხლე გადაგირჩენია, ჩემო ნინო ექიმო. რა სასტიკია ბედისწერა, ნაადრევად გადასხლდი იმიერში. სიკეთით ანთებული ჩაუქრობელი კელაპტარი იყავი და ასეთი დარჩები ჩემს გულში, გემშვიდობები შეხვედრამდე“.
დღეს ვემშვიდობებით ადამიანს, ვისთანაც ძალიან კომფორტული იყო ურთიერთობა პაციენტებისთვის და კოლეგებისთვისაც
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 234