ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

რატომ უნდა გავიკონტროლოთ D ვიტამინის რაოდენობა სისხლში?

რატომ უნდა გავიკონტროლოთ D ვიტამინის რაოდენობა სისხლში?
14-10-2022, 11:46

ვიტამინებს შორის ყველაზე აუცილებელია D ვიტამინი, რომელიც არეგულირებს ორგანიზმის გამართულად ფუნქციონირებას.  D ვიტამინს ხშირად მზის ვიტამინსაც უწოდებენ, ამიტომ ზაფხულში შედარებით ნაკლებია ამ ვიტამინის დეფიციტი ორგანიზმში იმიტომ, რომ მზის ულტრაიისფერი სხივების გავლენით ხდება კანქვეშ მისი სინთეზი. ზამთრის მოახლებასთან ერთად, მატულობს დეფიციტი აღნიშნული ვიტამინის. D ვიტამინი გავლენას ახდენს: 
1. იმუნურ სისტემაზე;
2. ძვალ-სახსროვანი სისტემის გამართულ მუშაობაზე;
3. ნაწლავიდან კალციუმის, თუთიის, რკინის  და მაგნიუმის შეწოვაზე;
4. ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებაზე. 
განსაკუთრებით მგრძნობიარე ამ ვიტამინის მიმართ არიან ბავშვები, D ვიტამინის ნაკლებობა ბავშვებში სხვადასხვა ხარისხის რაქიტით განვითარებას იწვევს. ზრდასრულ ასაკში კი  ძვლებისა და კუნთების დაავადებები (ოსტეოპოროზი, მიალგია) სასუნთქი სისტემის ხშირი ინფექციებს ნერვული სისტემის ქრონიკულ პრობლემებს.
განსაკუთრებით საყურადღებოა D ვიტამინის დეფიციტი ორსულებში. თუ გაქვთ ზემოთ ჩამოთვლი რომელიმე პრობლემა, ასევე მომატებული კანის სიმშრალე, გახშირებული თმის ცვენა, ჭარბი ოფლიანობა, აუცილებლად გაიკონტროლეთ სისხლში D ვიტამინის კონცენტრაცია.
 ლანჩხუთის ,,მედალფას“ კლინიკაში შეგიძლიათ აღნიშნული კვლევა ჩაიტაროთ ყოველდღე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ანალიზისთვის სისხლის ჩაბარება ხდება დილით, უზმოდ.                                             

 ელისო ჭიჭინაძე, ექიმი-ლაბორანტი

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 538
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა