ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

პრემიერი ,,მედალფაში’’

23-08-2021, 12:04

ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართულობით ვუფრთხილდებით არა მხოლოდ ჩვენს, არამედ ჩვენი ოჯახის წევრებისა და ახლობლ­ების ჯანმრთელობას, - ამის შე­სახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლან­ჩხუთის კლინიკაში განაცხადა, სადაც ვაქცინაციის პროცესს გაეცნო. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ვაქცინაციაზე მოსახლეობის მაქსიმალური ხელმისაწვდომობის მიზნით, მათ შორის გეოგრაფიული თვალსაზრისით, შექმნილია მობილური სამედიცინო ჯგუფები, რომლებიც, საჭიროების შესაბამისად, ერთვებიან პროცესებში. აღნიშნ­ული ჯგუფები ადგილობრივ მუნ­იციპალიტეტებთან კოორდინაციით უზრუნველყოფენ, ხელმისაწვდომი გახადონ ვაქცინაციის პროცესი იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ვაქ­ც­ინაციის მოქმედი ცენტრებით სარ­გებლობას ვერ ახერხებენ. 
ირაკლი ღარიბაშვილი ამცრელ ბრიგადებს გაესაუბრა და მოქალა­ქეების აქტივობით დაინტერესდა. როგორც კლინიკის მენეჯერის მოვ­ალეობის შემსრულებელმა ევ­გენი ჩიჩუამ აღნიშნა, მოქალაქეების აქტივობა განსაკუთრებით გაზ­რდილია ბოლო ერთი კვირის განმ­ა­ვლ­ობაში. ლანჩხუთის მუნიცი­პა­ლ­იტეტში, კლინიკა "მედალფას" გარ­და, იმუნიზაცია მიმდინარეობს ლანჩხუთის რეგიონული ჯანდა­ცვის ცენტრში, ასევე შექმნილია მობილური ბრიგადები, რომლებიც აცრებს სოფლებში, ადგილზე გას­ვლით ატარებენ. კლინიკაში აცრები ტარდება როგორც ჩაწე­რით, ისე -წინასწარი რეგისტრა­ციის გარეშე, ცოცხალი რიგის პრინციპით. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, უმნ­იშვნელოვანესია, ვაქცინაცია სწრ­აფი ტემპით გაგ­რძელდეს, ვინაიდან ეს კორონავი­რუსთან ბრძოლის ერ­თ-ერთი ყველაზე ეფექტური საშ­უალებაა.

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 744
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა