ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

,,თქვენი იმედი მქონდა და ახლა აი მთავრობა გაიყო ცხრანაირად, ვის დუუჭირო მხარი ერთი მითხარით?!“ –გახარიას პარტიის ოფისის გახსნა ლანჩხუთში

20-08-2021, 11:52

18 აგვისტოს, ლანჩხუთს  ყოფ­ილი პრემიერი, გიორგი გახარია სტუმრობდა, მან პარტია ,,საქარ­თველოსათვის” ოფისი გახსნა. ახალი პარტიის, ,,საქართ­ველ­ოსთვის’’ დამაარსებელს, ლანჩ­ხუთში დახვდნენ: პარტიის მერობის კანდიდატი, ელგუჯა კალან­დარიშვილი; ლანჩხუთის ადგი­ლ­ო­ბრივი ოფისის ხელმძღვანელი, დავით დობორჯგინიძე;  მაჟორი­ტარობის კანდიდატები, პარტიული სიის წარმომადგენლები, მხარდამ­ჭერები, დაინტერესებული პირები.შეხვედრა 2 საათისათვის იყო დათქმული, თუმცა ლანჩხუთელი საზოგადოება ცოტა ადრე შეიკრიბა, შეკრებილთა შორის იყვნენ ლანჩხუთის ინტელიგენციის წარმომადგენლები, სხვადასხვა სფეროს სპეციალისტები, ეს იყო ძირითადად ,,ქართული ოცნებისა’’ და ,,პატრიოტთა ალიანსის“ მხა­რდამჭერთა დიდი ნაწილი, საკმაოდ სერიოზული ხალხი, შეხ­ვედრის დაწყებამდე, შეკრებილებმა  სულ მოკლე დროში მიმოიხილეს საქართველოში შექმნილი მდგომარეობა, საუბრის მთავარი თემა იყო _ ,,არ გვჭირს კაი აფერი”. 
გურიაში პოლიტიკაზე რომ საუბარი რთულია,  გახარიას არც ეს გამორჩენია. მან  რამდენჯერმე აღნიშნა, რომ ქვეყნის ბოლო პერიოდის გამოწვევაა ერთ ადგილზე დგომა, ანუ უძრაობა. უფრო მეტიც, მან  თავის სიტყვაში ასევე რამდენჯერმე  ახსენა: ქვეყნის უკ­უ­სვლა. ,,მთავარი არის ჩვენ მოვ­ასწროთ ერთდროულად პარტი­ული მშენებლობაც და არჩევნებში მონაწილეობა, ვგულისხმობ ნებისმიერ შემდგომ არჩევნებს. აქ უნდა გვყავდეს ყველაზე კეთილსი­ნდი­სიერი ადამიანების გუნდი, რაც იქნება მომართული იმისათვის, რომ ემსახუროს პირველ რიგში ლანჩხუთელებს. გურიაში პოლიტიკაზე საუბარი ცოტა რთულია, მაგრამ მთავარია გვესმოდეს, რომ ჩვენ, სამწუხაროდ, ბოლო ოცდა­ათი წელი ერთი და იგივე წრეზე დავდივართ,  მთავარია ეს დავას­რულოთ და ამისათვის გვჭირდება პროფესიონალი კადრები. აგერ ბატონ ელგუჯა კალანდარიშვილს უნდა ჩავაბაროთ ბევრი ახალგაზრდა, რომელიც უნდა გავზარდოთ, მარტო ახალგაზრდები საქმეს ვერ წაწევენ წინ, ახალგაზრდები და გამოცდილი პროფესიონალები ერ­თ­ად-ეს არის ჩვენი მთავარი მიზ­ანი. დავიწყოთ მოძრაობა, არავის არ ვეჩხუბოთ არ ვეომოთ, უბრალ­ოდ ვიშრომოთ: ლანჩხუთის, გურიის და ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერ­ებისთვის ეს არის მთავარი. რთუ­ლი საყურებელია ტელევიზორს რომ ჩართავ, გაუთავებელი ლან­ძღვა-გინება რომ გესმის. სამწუ­ხაროა, რომ დღევანდელ ხელისუ­ფლებაში, ჩემდა გულგასატეხად, ძალიან ბევრი ჩემი მეგობარია და­რ­ჩ­ენილი. ბევრი მათგანი ღირსეუ­ლი ადამიანია, ბევრი კარგი საქმე გაკეთდა, მაგრამ ერთ ადგილზე დგ­ომა გახდა, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში  ყველაზე დიდი გამო­წვევა, რაც ჩვენთვის გაუგებარია. ახლა  ზოგიერთი ისე იქცევა, რომ ცოტა მგონი წარსულშიც გვაბრუნებენ და ეს არ უნდა დავუშვათ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: მშვიდად, წყნარად  ჩვენს თანა­მოქალაქეებთან ერთად არჩევნების გზით ყველაფერი ისე უნდა გავ­აკეთოდ, როგორც  შეგვეფერება.  არა აქვს არანაირი მნიშვნელობა, ჩვენ როგორ მოგვექცევიან, მთავ­არია ჩვენი ღირსება არ დავკარგოთ და დავიწყოთ პროფესიონალი ახა­ლგაზრდებით, უფრო სწრაფი განვ­ითარება და აღმშენებლობა, შემდგ­ომ ყველამ ერთად მივხედოთ ქვეყ­ანას. ძლიერი რეგიონის გარეშე ძლ­იერი ქვეყანა არ არსებობს. უნ­და გვესმოდეს, რომ ყველაზე ცუდი რაც არის, სამართლიანობის შეგ­რძნება იკარგება ქვეყანაში და ეს უნდა აღვადგინოთ“ _ თქვა გიორგი გახარიამ და ხაზი გაუსვა იმას, რომ მთავარია გუნდს ჰყავდეს ღირსეული მაჟორიტარობის კანდიდატები და პარტიული სიის წარმომადგენლები, რომელთაც ყველა ოჯახში უნდა მიესვლებოდეთ,  იმი­სათვის რომ მოსახლეობას აუხსნან, რა არის მათი მიზანი და გეგმები, შემდეგ კი უკვე მოსახლეობის გადასაწყვეტია ვის მისცემს ხმას. მთავარია ის, რომ ჩვენ არ გვინდა ქვეყნის უკუსვლა, სამწუხაროდ ას­ეთი ტენდენციებიც შეიმჩნება -აღნიშნა გახარიამ.,,თქვენ მთავრობაში ხომ იყავით? ახლა რომელ მთავრობას ეკუთვნით მაინტერესებს? _ დაუსვა შეკითხვა ერთერთმა დამსწრეთაგანმა.
_ ,,ახლა თავისუფალი ადამიანი ვარ“ _ უპასუხა მას  ყოფილმა პრემიერმა
_ ,,თქვენი იმედი მქონდა ამ მთავრობაში და ახლა, აი, მთავრობა გაიყო ცხრანაირად, ვის დუუჭირო მხარი ერთი მითხარით?“ _ დაინტერესდა შეკითხვის ავტორი.
გიორგი გახარიამ ამ შეხვედრაზე ასევე გაუსვა ხაზი მრავალპარტიული საკრებულოს აუცილებლობას და იმის ახსნაც კი მოუხდა რა არის საკრებულოს ფუნქცია?
,,ქვეყანა რომ წინ უნდა წავიდეს, სამუშაო ადგილები და ეკონომიკა რომ უნდა გაძლიერდეს, ამაზე ხომ უნდა შევთანხმდეთ, ეს არის მთავ­არი. ამას სანამ არ ვისწ­ავლით, არ გამოვა არაფერი. ერთი არჩევნე­ბიდან მეორე არჩევნებამდე, ჯერ ერთს გავაღმერთებთ, მეორეს გავა­კერპებთ და სულ ასე იქნება, ეს  ღარიბი ქვეყანაა, აქ საჭიროა ერთს ჰყავდეს მეორე კონტროლი. საკრებულოს მთავარი ფუნქცია არის აკონტროლოს მერი როგორ ხარჯავს ფულს. ახლა რომ აიღოთ ლანჩხუთი, ისე როგორც სხვა რაიონშია, აქ რამდენიმე გზას ან წყალს ვნახავთ, რომელიც იქნება რამდენჯერმე გაკეთებული, იმიტომ რომ დღეს მერიც ,,ოცნებაა“, საკრ­ებულოც ,,ოცნებაა’’ და ერთმანეთს არ აკონტროლებენ, ერთად არიან’’ _ თქვა გახარიამ.
_,, იყოფენ მერე ფულს!“ _  დააწია ბანი იქვე მდგომმა ქალბატონმა.
ამ კონკურენციაში ერთმანეთი უნდა აკონტროლონ! დაასრულა პასუხი ყოფილმა პრემიერმა.
გურული კითხვები იყო და გურ­ული პასუხებიც გაეცა, თქვა საკრებულოს ყოფილმა დეპუტატმა ჯუმბერ ბლაგიძემ, რომელიც ამჟამად ამ პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატია სოფელ სუფსაში.
_აბა, ახლა მეც შორებელი ხომ არა ვარ, გურული დიპლომატია მეც მესმის რა არის?! _ ასე დაასრულა საზოგადოებასთან შეხვედრა პარტია ,,საქართველოსთვის“ ხელ­მძ­ღვანელმა და ოფისში პარტიულ აქტივთან შეხვედრაზე გადაინა­ცვ­ლა.
მაია კუკულაძე

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 857
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა