ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

28 აგვისტოს მდგომარეობით ლანჩხუთში 19 ხოლო გურიაში 121 კოვიდინფიცირებული პაციენტია

30-08-2021, 11:40

როგორია ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ლანჩხუთში? ,,ჰო და არა" ლამჩხუთის საზოგად­ოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ადგილობრივი სამსახურის  ხე­ლ­მძღვანელს ნატო მენაღარი­შვილს დაუკავშირდა, მისი  ინფ­ორმაციით 28 აგვისტოს მდ­გომარეობით ბოლო 24 საა­თის პერიოდში ლანჩხუთში კო­რონა ვირუსის 19 ახალი  შემ­თხვევა გამოვლინდა, გასული წლის 11 სექტემბრიდან ანუ პან­დემიის დაწყებიდან, იმ დღ­იდან როდესაც პირველი შე­მ­თ­ხვევა დაფიქსირდა ლანჩხუთში, კორონა ვირუსის შემთხვევათა ჯამური რაოდენობაა 3210, აქედან გამოჯამრთელდა 2773 მოქალაქე, გარდაიცვალა 45 ადამიანი.
,,რეალურად რაიონში გარდ­აცვ­ლილთა რაოდენობა არის მეტი, მაგრამ ჩვენ ვითვლით მოქალაქეთა იმ რაოდენობას, რომელიც გვყავდა აღრიც­ხვაზე ადგილზე აყვანილი, არის შემ­თხვევები როცა კორონავირუსის შემთხვევა სხვა რაიონში დადასტურდა და პაციენტი იქ გარდაიცვალა, ესუკანასკნელი ჩვენი რაიონისმცხოვრები იყო, აქ მოხდა მისი გადმოსვენება და დაკრძალვა, თუმცა იგი ჩვენს ბაზაში არ მოხვდა.აქტიური შემთხვევა ამჟამად არის 392, აქედან 30 ადამიანი  არის სტაციონარში, 6  საკარანტინე ზონაში ე.წ კოვიდსას­ტ­უმ­როში 356 მკურნალობს ბინ­აზე" გვითხრა მან.
რაც შეეხება იმას თუ რამდენი პაციენტი მკურნალობს ადგილზე საზოგადოებრივი ჯა­ნ­დაცვის ცენტრის ხელ­მ­ძღვა­ნელის ინფორმაციით ლანჩხუ­თის ,,მედალფას" კლინიკაში გან­თავსებულ 15 საწოლს 3 საწოლი დაემატა, ,,მედალფაში" განთავსებული თვრამეტივე საწოლი ამჟამად დაკავებულია, თავისუფალი ადგილები ბოლო ორი კვირის პერიოდში, როცა შემთხვევების მატება დაიწყო  მთლიანად შევსებულია. პაციენტების გამოჯანმრთელების შეს­ა­ბ­­ამისად,  მორიგი კოვიდინფიცირებული პაციენტი შედის ანუ თავისუფალი ადგილები არ რჩება. წინა პერიოდში როცა ინფიცირებული პაციენტების რაოდენობის  მაჩვენებლის კლ­ებ­ის  შემთხვევები  ფიქსირდებოდა შესაბამისად თავისუფ­ალი საწოლებიც იყო, ასეთი გახ­ლდათ რამდენიმედღიანი პერ­იოდი როცა თავისუფალ საწ­ოლთა გარკვეული რაოდენობა არსებობდა,  პაციონტები, რომლებიც საჭიროებენ  გადაყვანას ისინი გადაყავთ  უახლ­ოეს სტაციონარებში, სადაც კი ადგილი იქნება საქართველოს მასშტაბით, თუმცა ცდილობენ უფრო დასავლეთის რაიონ­ებში გადაიყვანობ ისინი.
ჩვენი  მორიგი შეკ­ით­ხვა გახლდათ  აცრ­ებთან დაკავშირებით
როგორც მან გვითხრა ლანჩხუთში ორი სტაციონარი ემსახურება იმ მოქალაქეებს რომლებმაც გადა­წყ­­ვიტესაიცრან ესენია: ლანჩხ­უთის ,,მედალფას" კლინიკა ჟორდანიას ქ.N136-ში და რეგ­იონალური  ჯანდაც­ვის ცენტრი ლანჩხუთი ჭანტ­ურიას ქ. N21-ში.
სოფლებში თავდაცვის სამინისტროს ნაწილის დახმარებით მიმდინარეობს  იმუნიზაციის პრ­­ოცესი,სოფლის  წმუნებულ­ები უკავშირდებიან აცრის მს­ურველ მოსახლეობას როცა შეგროვდება ჯგუფი,   სამხედ­რო ექიმების  მობილური ჯგუ­ფები ჩამოდიან და  სურვილის მიხედვით მიმდინარეობს ამ   მოსახლეობის ვაქცინაცია. არნ­იშნული ბრიგადები ჩამოდიან   გარკვეულ დღეებში,  ჩამოდისე და ჩინური ვაქცინებით ,,სინოფარმი"და ,,სინოვაკი'ხდება მა­თი ვაქცინაცია. ეს პროცესი ორი კვირაა რაც დაწყებულია და რამდენიმე სოფელში წარ­მატებით განხორციელდა.
კითხვაზე შეჩერდა თუ არა ვაქცინაციის პროცესი ჩინური ვაქცინით ,,სინოფარმი"?! მან გვ­იპასუხა, რომ ასეთი დროე­ბითი რეგულაციაა, ვინც 27 აგვისტომდე მოახერხა დარეგისტრირება,  პირველ ან მეორე დოზაზე იმ მოქალაქებისათვის არანაირი შეფერხება არ არსებობს, პირველ დოზებზე დროე­ბით არის შეჩერებული ჯავშანი, იმ ადამიანებს ვისაც უკვე აქვთ დაჯავშნილი ვიზიტი, ხელი არ შეეშალოთ, რაც შეეხება მეორე დოზას აქ პრობლემა არ არსებობს  მათ შეუძლიან აიცრან.
ასევე არის ალტერნატიული საშუალებები,  ჩინური ვაქცინა ,,სინოვაკი"  და ,,ფაიზერის" ვა­ქ­ცინა, მისივე თქმით ორივე ვაქცინაზე თავისუფლად შეუ­ძლია მოქალაქეს დარეგისტ­რირება.
განსაკუთრებული საჭირო­ების მქონე პაციენტებს, რომე­ლ­თაც არ შეუძლიათ გადაადგილება, სოფლის რწმუნებულები იმუნური ჯგუფებს ახვედრებენ ინფორმაციას, ,,ჩვენს შემთხ­ვევაში გათვალისწინებულია ეს საკითხიც, რომ ადგილზე მოხ­დეს ბრიგადის გასვლა" აღნიშნა ნატო მენაღარიშვილმა
შემდეგი კითხვა ეხებოდა   ორსულებისა  და მეძუძური დედების აცრას, საზოგადოებრ­ივი ჯანდაცვის ადგილობრივი ხელმძღვანელის, ინფორმაციით რაიონში არსებობს ,,ფაიზერი" ვაქცინის რესურსი , რომლითაც სურვილის მიხედვით შესაძლ­ებელია აიცრან ორსულები და მეძუძური დედები.
,,ორსულები და მეძუძური დედები უნდა აიცრან ,,ფაიზერის" ვაქცინით,   მხოლოდ ამ ვაქცინას აქვს ეს ჩვენება, მე ვიცი ჩვენს რაიონში მაცხოვრებელი რამდენიმე ორსული ასევემეზუზური დედა გეგმავს აიცრას, ორსულობის ვადას ამ შემთხვევაში არა აქვს მნიშ­ვნელობა" გავითხრა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი სამსახურის ხელმ­ძღვანელმა.
ბოლო 24 საათის განმა­ვლ­ობაში საქართველოში კორონა­ვირუსით ინფიცირების 4 247 ახალი შემთხვევა გამო­ვლინდა და 74 ადამიანი გარდაიცვალა. მონაცემებს დაავ­ადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს.
ამავე პერიოდში გამოჯანმ­რთელდა 3 053 ადამიანი და ჩატარდა 45 100 კვლევა ტეს­ტით, მათ შორის 26 737 კვლევა ანტიგენის ტესტით და 18 363 Pჩღ ტესტით.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს: 27 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.42%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 10.61% ხოლო 7 დღის მანძილზე – 10.23%.
4 247 ახალი შემთხვევა რე­გ­ი­ონების მიხედვით ასე ნაწილდება:
•თბილისი – 1 755,
•აჭარა – 456,
•იმერეთი – 447,
•ქვემო ქართლი – 295,
•შიდა ქართლი – 254,
•გურია – 121,
•სამეგრელო – ზემო სვანეთი – 304,
•კახეთი – 389,
•მცხეთა-მთიანეთი -102,
•სამცხე-ჯავახეთი – 86,
•რაჭა-ლეჩხუმი 130
•სვანეთი – 38.
NჩDჩ-ის თანახმად, გასულ 24 საათში ჩატარდა 26 734 აცრა. 28 აგვისტოს მონაც­ემ­ებით სულ 1 122 209 აცრაა ჩატარებული. 1 დოზით ვაქცინირებულია 760 899 ადამიანი-  მოზრდილი მოს­ახლ­ეობის 26.6%. სრულად ვაქცინირებულია 361 310 ადამიანი — მოზრდილი მოსახლეობის 12.7%. პანდემიის კრიზისის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ჩOV­ID-19-ით ინფიცირების 540 449 შემთხვევაა აღრიცხული. 476 555 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 7 175 კი — გარდაიცვალა.

მაია კუკულაძე

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 842
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა