83 წლის ცირა გოგელია სოფელ ჭანჭათიდან
რედაქციაში მოვიდა ქალბატონი ცირა გოგელია სოფელ ჭანჭათიდან, გვთხოვა, რომ მისი ნაამბობი გამოგვექვეყნებინა:
შრომის ორდენოსანი მეჩაიე ვიყავი, ცხოვრება გარჯაში გავატარე, ორი შვილი გავზარდე და საქართველოში არც ერთი არ ცხოვრობს, ერთი ესტონეთში გადამიგდეს, მეორე პოლონეთში. აი, ქნა ამ მთავრობამ. შვილთაშვილი მყავს ექვსი, ანგელოზები, რა ქნან, იმათ არსებობა ხომ უნდათ?! წავიდნენ და ვარ მარტო.
სააკაშვილი როცა მოვიდა, არ გვიჭირდა მაშინ მე და ჩემს მეუღლეს, მშრომელი ხალხი ვიყავით, სახლიც გვქონდა და კარიც, დაქცეული დრო იყო შევარდანაძის პერიოდი, მთავრობამ გაგვასწორა და გაგვათრია მიწაზე. ფეხმძიმე ქალები კვდებოდნენ პურის რიგში, მერე მოგვევლინა სააკაშვილი. სხვას უფრო უჭირდა მაშინ, მე რატომ შევაწუხებდი, არ ვარ მასეთი პიროვნება, პირველ შეხვედრაზე მიშა სააკაშვილთან ვიყავი ჩამოსული, გავარღვიე ხალხი და მივედი მასთან, ჩავეხუტე, იმის მერე ვარ 5 ნომერი, ასე მინდა ჩევიდე მიწაში. ახალგაზრდა ბიჭმა პრეზიდენტობას მიაღწია და სახელმწიფოს წინამძღოლი გახდა, ამაზე მეტი სასიხარულო რა იქნებოდა?!
ყველას მივმართე მე და ეს მიმართვები ჩაწერილი მაქვს ფურცლებზე, წაგაკითხებთ მერე, არ იფიქრო მეთქი მივმართე ივანიშვილს, შენ ის გაგივიდეს თუ უკეთესობისკენ არ მიდიხარ-მეთქი.
არაფერი სასიკეთო სოფლისთვის არ გაკეთებულა მას მერე, თუ გინდა აქანე თოფიანი კაცი იყოს დადარაჯებული და მესროლოს, მესროლოს მერე ერჯერ დავბადებულვარ და ერჯერ მოვკვდები. უსამართლო ქალი არასოდეს არ ვყოფილვარ და არც ახლა ვიქნებიი? მეზობელმა მითხრა: ,,ოცნებას’’ მიეცი ხმაო! ვუთხარი, ,,ოცნებას“ შენ მაშინ მიეცი ხმა, იმდენს თუ გააკეთებს, სააკაშვილმა რაც გააკეთა-მეთქი. მაგი თუ იმდენს გააკეთებს, რამდენიც იმ პატარა ასაკის ბიჭმა გააკეთა მერე ხუთჯერ მოვუწერ ხელს-მეთქი, ცუდად მითქვამს?! მაგან მილიარდი თუ იშოვა ორ იმდენს დუუმატებს აქიდან. ,,ოცნება“ მოვიდა იმიტომ, რომ რუსეთის მონები გავხდეთ ჩვენ, ამას ჩემი მტერი ვერ მიხვდა.
მოვიდა სააკაშვილი დაქცეულ ქვეყანაში და ქალაქი ქალაქს დაამსგავსა,სანთელი და ლამპები ბჟუტავდა, 24 საათიანი დენი მოგვცა, ეს ვერ უნდა დაინახო? უმაღლესის დამთავრება რად უნდა ამას, სანთელს რომ შუქი სჯობია, ამის გაგებას რა უნდა? მის მერე ზაკონი ქურდები აღარ იყვნენ, საქონელი იკარგებოდა, ქვაბები იკარგებოდა, ღობეებს ხსნიდნენ ღამით, მანქანა ვერ გადმოჰყავდნენ ეზოდან, ჩაკეტილი უნდა ყოფილიყო ყველაფერი, რომ არ დაკარგულიყო. ახლა ნახეთ რა მდგომარეობაა საქონელიც იკარგება და ყოლისფერი.
ამ 29 წლის ასაკში მოსულმა პრეზიდენტმა, ეს ყველაფერი ალაგმა, წესრიგი იყო, არ გვეშინოდა, მითხარით ერთი, ვინმეს თუ ეშინოდა სააკაშვილის დროს, ვინმე მომკლავს დამაყაჩაღებს ან რამეს დამიშავებსო?! მითხარით ერთი?! ჰო მითხარით! იყო ასე თუ არა?!
ორი შვილი გავზარდე და კიდეც ვასწავლე სახლ-კარიც ავაშენე და ჩემი შრომით ყველაფერი გავაკეთე. ივანიშვილმა მოუწოდა ხალხს, წადით ყველამ დატოვეთ საქართველოო და ეს უნდა ეთქვაა?! კი ბატონო ჩემი შვილები საკუთარ თავს ირჩენენ, მარა მე მოხუცებულ დედას ვისთან მტოვებენ?! მითხარით ერთი.
არც ერთი ჩემი შვილი, საქართველოში აღარ ცხოვრობს, ვარ მარტო, სააკაშვილმა არაფერი არ იცის, მე ვინ ვარ, რა ვარ, მარა ღმერთმა ხომ იცის, ჩემთვის ესეც საკმარისია. ღმერთმა ისიც ხომ იცის, რომ არავის არ ეგონა დაქცეულ ქვეყანაში, იგი ასე უკეთესად წეიყვანდა საქმეს, შეეშალა თუ არ შეეშალა, მან შეცდომები აღიარა და ივანიშვილი მისდღემჩი არ აღიარებს ერთ შეცდომასაც კი!.
აგი თვალიც ხედავს და მორე თვალიც ხედავს ხომ! თქვენ რომ ზიხართ მაქ, მითხარით ერთი არაფერი შეგშლიათ?! შეცდომა ცოცხალს მოუვა ხომ, აბა, შუუცდომელი ქეა მკვდარი. თუ რამე მეშლება შემისწორეთ! შეეშალა, მაგრამ დაიხია უკან იმ ადამიანმა, მშვიდობიანად წავიდა, მშვიდობიანად.
ახლა რას ვხედავ ამას, რაც გუშინ ვნახე, დედა რა იყო ეს! ჟურნალისტებს ცემდნენ, ძირს აგდებდნენ და წიხლებით შესდგნენ! სააკაშვილს ერთადერთი შეეშალა მაშინ, ,,იმედზე“ და ის იყო შეცდომა. აგენი რაც მევიდნენ, იმის მერე ეშლებიან! ჯერ ჟურნალისტებს რა დღეში აგდებენ, პირველად ხომ არ ხდება აგი.
მე და მიხეილ სააკაშვილი ვართ გაუსამართლებელი პატიმრები ამ ხელისუფლების. ის ამბები, რაც მაშინ მოხდა, რა სათქმელია, რაც ამათ დაატრიალეს საქართველოში სააკაშვილის წასვლის მერე.
სამჯერ ჩამევედი ლანჩხუთში და ნაციონალური მოძრაობის შტაბი ვერ მივაკვლიე ვერსად, სამი წლის მანძილზე, მითხრეს იყო აქანე, მარა სხვაგან გადავიდაო და ამიზა მევედი თქვენთან, რომ მეთქვა აი ყველაფერი.
სოფელში სიკარგისკენ, რაც ოცნება მოვიდა, არაფერი შეცვლილა. შეიცვალა ,,ოცნების“ ხალხისთვის თუ რამე შეიცვალა, რომ მიჩივა ადამიანი ხმა იმიეცი ,,ოცნებასო“ და მე ვეუბნები მილიარდი თუ აქვს, აქედან დაამატებს კიდე მილიარდს და აფერს არ გააკეთებს მაი-მეთქი და კიდეც ჩანს რაც გააკეთა და მაინც მომადგება ხმაი მიეციო, ის კაცი გაყიდული არაა?! აბა, რაა, მითხარი ერთი?
ახალგაზრდობაო მეკითხებით, თუა სოფელშიო? სადაა?! მანახეთ აბა სადაა? წაითო უთხრა მთავრობამ და წევიდენ საცხა, საცხა.
ვოლსკი რომ გამოვიდა შვილო, მითხარით ერთი რას გავდა ეს? წიგნი აქვს საერთოდ წაკითხული?! ზრდილობა არ უნდა ქონდეს?! ასე რომ უჩვენა შვილის ტოლა ბავშვებს ხელი, ის რა იყო? ერთხელ, ორხელ, სამჯერ, რომ ამას დაინახავ მთავრობის სპიკერისგან მოგეწონება? შენ რომ მთავრობის წარმომადგენელი ხარ, რატომ გამოვიდა ხალხი ქუჩაშიო რომ ამბობ? რატომ გამოიყვანე? რატომ გახადე იძულებული? ეუბნები შავზე თეთრს და თეთრზე შავს და რას იზამს ეს ხალხი, კიდე კარგადაა მთლად რომ არ აჯანყდა და სულ არ გამოვიდა ყველა ქუჩაში. ოპოზიციას მოთმენა დაურჩა. სიმართლისთვის რატომ უნდა დავიჩაგრო, მე ტყუილს არაფერს არ ვლაპარაკობ“ _ გვითხრა ცირა გოგელიამ.
მე და მიხეილ სააკაშვილი გაუსამართლებელი პატიმრები ვართ
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 828