გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრას ითხოვს.
„ალბათ ვირთხებივით დარბიან, რომ მასალები „შეკერონ“, ამას არ დავუშვებ. ირინა ენუქიძე მოგონილი იქნება. დამისახელონ ის სამი ადამიანი, ვის ფაილებშიც შეაღწია ჩემმა შვილმა, შეიძლება 3 ადამიანზე მეტიც არის. დაძრულია მთელი საქართველო, უკვე სლოგანიც არის შექმნილი, რომ არის „მკვლელი მთავრობა“. სჯობს, რომ გონს მოეგონ! სანამ გადაუყოლებიათ ნაბანი წყლისთვის ბავშვი, მთავრობამ დაასახელოს ის 3 ადამიანი, ვის ფაილებშიც შეაღწია ჩემმა შვილმა და ჯგუფურად მოკლეს ჩემი შვილი. შინაგან საქმეთა სამინისტროში მივდივარ. მოვითხოვ გიორგი გახარიასთან შეხვედრას, უშუალოდ გახარიას მინდა ვესაუბრო. გააჟღერეთ ეს ინფორმაცია, რაც შეიძლება მალე გადაეცით“, – განუცხადა თეონა თამაზაშვილმა ჟურნალისტებს.
ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.
თამარ ბაჩალიაშვილის დედა – მოვითხოვ გიორგი გახარიასთან შეხვედრას. ირინა ენუქიძე მოგონილი იქნება

განყოფილება: სამართალი
გადასვლები: 1 277