ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

დეპუტატობის კანდიდატის დინარა ცხომარიას მიმართვა სოფელ სუფსის მოსახლეობას!

22-09-2021, 12:51

მე, დინარა ცხომარიას, რო­გორც სუფსის მკვიდრს, ვფი­ქრობ თქვენს წინაშე გან­სა­კუ­თრებული წარდგენა არ მჭი­რ­დება ჩემი პარტიის ან რომელი­მე ორგანიზაციის მხრიდან, რა­­დ­­­განაც ჩემი სოფლის მოსახ­ლე­ობა კარგად მიცნობს და იცით თუ რას წარმოვადგენ.
ყოველგვარი თავმდაბლობის გა­რეშე აღვნიშნავ, რომ რითაც შე­იძლება ვიამაყო, ეს არის ჩემი პატიოსნება, სუფთა სინდისი და უანგარობა.
ამჯერადაც ჩემთვის წინა პლანზე არ დგას პარტიული ინტერესები და ჩემთვის მთავარ ფასეულობას წარმოადგენს ჩემი თანასოფლელების ნდობა და სი­ყვარული, რომელთაც მსურს უა­ნგაროდ ვემსახურო.

მე, როგორც დეპუტატი (თუ ამის შესაძლებლობას მომცემთ), ჩემი მორალიდან გამომდინარე, არ შეგპირდებით იმას, რის გა­კეთებასაც ვერ შევძლებ და გპი­რდებით შემდეგს:
არჩევნების დასრულების­თანა­ვე სუფსის საკრებულოს ბაზაზე შევქმნი სპეციალურ ქმედუნარიან კომისიას, რომლის წევრებიც იქნებიან სოფლის ყველა უბნის წარმომადგენლები, ვისაც შეიძ­ლება ნდობა გამოუცხადოთ თქვენ. ეს კომისია მიიღებს თქვენს განცხადებებს, განიხილ­ავს, წარმოადგენს და ერთობ­ლივად მივიღებთ გადაწყვეტი­ლებებს აღნიშნული პრობლემების გამოსასწორებლად.
ასევე მოსახლეობას ჩავაყე­ნ­ებთ საქმის კურსში სოფლის­თვის განკუთვნილი გრანტებისა თუ ნებისმიერი პროგრამის შე­სახებ და პრიორიტეტულ საკი­თხებს გადავწყვეტთ თქვენთან  შეთანხმებით. თანხების განკა­რგვა არ მოხდება რამდენიმე პიროვნების შეხედულები­სამ­ებრ და უკონტროლოდ, რასაც ადგი­ლი ჰქონდა წინა წლებში.
კომისია გააკონტროლებს ასე­ვე იმ ფულადი დახმარებების სა­­­კითხს, რომელიც უნდა გაი­ცეს მხოლოდ სოფლის შეჭირ­ვებულ ოჯახებზე და არა მთავ­რობის წარმომადგენლების ახ­ლობ­ლებსა და ფავორიტებზე.
კომისია საჭიროების შე­მ­თხ­ვევაში მოიწვევს სპეციალისტ­ებს და გააკონტროლებს სოფ­ლის ეკოლოგიურ მდგომარეობას, არ დაუშვებს ეკოლოგ­იისათვის საზიანო ღონისძიე­ბ­ებს (მათ შორის მდინარე სუფსაზე აკრძალული მეთოდების გამო­ყენ­ებით თევზის მოპოვებას).
ასევე გპირდებით, რომ ვი­ზ­რ­უნებ სოფლის ახალგაზრდების დასაქმებაზე, რომლებსაც თით­ქმის დაკარგული აქვთ ცხოვრების ხალისი, რაც გამოიწვია ქვე­ყანაში მიმდინარე პოლიტიკის არასწორმა მიდგომამ.
საკრებულოს შენობაში თვალ­სა­ჩინოდ იქნება გამოკრული სია, რომელშიც დაფიქსირებული იქნება სოფლის საკრებულ­ოს ყველა წარმომადგენლის ყო­ველთვიური ხელფასი, პრემია თუ ე.წ. „დანამატი“, რომ არ გაიცეს არც ერთი ზედმეტი ლა­რი დაუმსახურებლად სახელ­მწიფო ბიუჯეტის ხარჯზე.
ასევე, თქვენი რჩეული დეპუტატი ამ კომისიასთან ერთად გააკონტროლებს სოფლის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებს (შენობა-ნაგებობა, მიწა) და მა­თი გაყიდვა სახელმწიფოს მიერ ვერ მოხდება თქვენი ინტერესების უგულებელყოფით და უპი­რ­ობოდ.
ასევე გაკონტროლდება ობიე­ქტე­ბისათვის განსაზღვრუ­ლი სა­­რემონტო სამუშაოების თან­ხები და ჩატარებული რემონტების ხარისხი.
მოვითხოვ და ვიზრუნებ სოფ­ელში შეიქმნას საგან­მანათ­ლებ­ლო ცენტრები, რომელშიც გან­თავსებული იქნება ჭადრაკის, ხა­ტვის, ხელგარჯილობის, კომპიუტერული ტექნოლოგიის შე­ს­წავლის წრეები, ასევე საჯარო ბიბლიოთეკა.
ვიზრუნებ, რომ ფუნქციის შე­უცვლელად გარემონტდეს და კე­თილმოეწყოს ჩვენი სოფლის ისტორიული შენობა რკინიგზის სადგური, რომელიც ემსახურებოდა რამდენიმე სოფელს და დღეისათვის სავალალო მდგომა­რეობაშია.
სოფელში დაგინიშნავთ კვალიფიციურ იურისტს, რომელიც მოგემსახურებათ უფასოდ (ხე­ლ­­ფასს მიიღებს სახელ­მწიფო ბიუჯეტიდან) და გა­გიწევთ იუ­რი­დიურ კონსულტაციებს.
უფლებას არ მივცემ არც სამთავრობო ორგანიზაციებს და არც ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს უხეშად დაარღვიონ თქვენი კონსტიტუციური უფ­ლე­ბები კერძო საკუთრების ხე­ლყოფასთან დაკავშირებით, რა­საც ადგილი ჰქონდა წინა წლებში მრავალგზის. მუდან თქვენს გვერდით ვიქნები, როცა საჭიროება მოითხოვს და დავიცავ თქვენს ინტერესებს.
მხარში ამოვიყენებ სოფელში მცხოვრებ ნიჭიერ, უნარიან, პა­ტ­რიოტული სულისკვეთების ად­­­­ამიანებს და ვიზრუნებთ სოფ­ლის საკეთილდღეოდ.
და ამ ყველაფერს, რასაც აქ გპირდებით და რისი პასუხისმგებელიც ვარ, მე შევძლებ მხოლოდ თქვენი მხარდაჭერით და თქვენთან ერთად.
გთხოვთ, ენდოთ ჩემს პატი­ო­სნებას და გამომიცხადოთ ნდო­ბა ამ არჩევნებში, რათა გე­მსახუროთ!
           პატივისცემით  დინარა ცხომარია                 d

განყოფილება: რეკლამა
გადასვლები: 1 283
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა