ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

#41 ემზარ თედორაძე მაჟორიტარი კანდიდატი სოფელ აცანაში ,,ქართული ოცნებიდან~

#41 ემზარ თედორაძე  მაჟორიტარი კანდიდატი სოფელ აცანაში  ,,ქართული ოცნებიდან~
18-10-2017, 10:39

ხმა მიეცით თქვენს მეგობარს, სოფელ აცანაზე უზომოდ შეყვარებულ კაცს, ემზარ თევდორაძეს!Nმეგობრებო, ჩემო აცანლებო! სულ ცოტა ხანი დარჩა 21 ოქტომბრამდე, თქვენ არჩევანი უნდა გააკეთოთ სოფლის საკეთილდღეოდ. წლებია თქვენი თანადგომით აცანის ინტერესებს ვიცავ, იქნება ეს დეპუტატის მანდატით თუ სოფლის რწმუნებლის პოსტით. აცანლებს არასდროს გიღალატიათ ჩემთვის და არც მე შემიქცევია თქვენთვის ზურგი, ასევე გავაგრძელებ და უფრო მეტი შემართებითაც მომავალში. სოფელში არის უამრავი პრობლემა, ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით უნდა მოვახერხოთ სიტუაციის გამოსწორება. აცანა იმყოფება სტიქიურ ზონაში, თითქმის ყველა ოჯახის პრობლემა ინდივიდუალურია, გასატარებელია უამრავი სამუშაოები. როგორც ყველგან, აცანაშიც ბევრ ოჯახს უჭირს მატერიალურად, ძალისხმევას არ დავიშურებ, რათა როგორმე შევძლო და აცანაში უკიდურესად გაჭირვებული ოჯახის სტატუსი არავის ჰქონდეს. გეტყვით იმას, რომ ჩემი და ,,ქართული ოცნების" არჩევით, თქვენ უკეთეს მომავალს ირჩევთ. მოდის შესანიშნავი გუნდი ალექსანდრე სარიშვილის მეთაურობით, ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ რაიონი გახდეს წარმატებული ყველა ასპექტში. ჩვენს გუნდს ზურგს უმაგრებს ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანი. არასდროს დამიყვია სოფელი უბნების, გვარების, რელიგიის მიხედვით, მერწმუნეთ ჩემთვის ყველა აცანელი ერთნაირად ახლობელია. კიდევ ერთხელ გიდასტურებთ თითოეულ აცანელს პატივისცემას და გთხოვთ ყველა ბიულეტინში შემოხაზეთ #41 ჩვენ იმედებს არ გაგიცრუებთ!

განყოფილება: სტატიები
გადასვლები: 927
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა