ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ჩვენი საქმიანობის მთავარი პრინციპი პატიოსნება და სამართლიანობაა

21-08-2017, 00:00

მკაცრი სიმართლის დაუმალაობის გამო ხშირად გაგვინაწყენებია ესა თუ ის ჩინოვნიკი, თუმცა დამდგარა დრო და უღიარებიათ, რომ სწორედ ამ სამართლიაობის, მიუკერძოებლობის და იმის გამო, რომ ბოღმა არ დევს ჩვენს გაზეთში გამოქვეყნებულ არც ერთ წერილში, თავადაც გვაფასებენ.`ჰო და რას~ ჭიდილი გრძელდება ჩვენს ქვეყანაში. ამ ჭიდილში ყველა ქართველს თავისი როლი აქვს. თუმცა ჭიდილის შედეგები ყველა ჩვენგანის ცხოვრებაზე აისახება, ამიტომ იძულებაც არსებობს, რომელიც გულგრილობის საშუალებას არავის მისცემს.,,ჰო და არა~ კიდევ ერთხელ ეხმიანება თავის მკითხველს და შეახსენებს, რომ რედაქცია მუდმივად თქვენს სამსახურშია. იგი არასოდეს დაარღვევს თავის მთავარ პრინციპს - სამართლიანობასა და ობიექტურობას. გჯეროდეთ ჩვენი, მოგვმართეთ. უყურადღებოდ არ დავტოვებთ თქვენს არც ერთ პრობლემას. მობრძანდით რედაქციაში, მოგვწერეთ, დაგვირეკეთ!უახლოესი თვეები ჩვენი ქვეყნის ისტორიაში მნიშვნელოვან სიტყვას იტყვის. საორჭოფო და გასათვალისწინებელი ბევრი რამ არის. თქვენი აზრი მისწრაფებები მნიშვნელოვანია, ამიტომაც გთხოვთ, ამ კუთხითაც გამოგვეხმაუროთ; მოგვწერეთ, დააფიქსირეთ თქვენი აზრი - რა მოთხოვნებს უყენებთ თქვენს ხელისუფლებას. რა მოგწონთ და რა არ მოგწონთ მის საქმიანობაში. როგორი გინდათ იგი იყოს, რა ნიშნის მიხედით არჩევდით ხელისუფლებას, როგორი უნდა იყოს იგი. რა უნდა გაკეთდეს რაიონში, თქვენი აზრით, რა იყო შესაძლებელი გაკეთებულიყო და რატომ არ გაკეთდა? რა იყო ობიექტური და სუბიექტური მიზეზები ამისთვის? რა თვისებებია საჭირო ხელმძღვანელებისათვის, რომ საქმე უკეთესად წავიდეს? კიდევ მრავალი რამის შესახებ შეგიძლიათ გამოგვეხმაუროთ. ხალხის პოზიციას სწორედ რომ, უმთავრესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის მომავლისათვის, ხალხია მმართველი ძალა. სწორედ მან, თავისი ინტერესებიდან გამომდინარე, უნდა მართოს ხელისუფლება და არა პირიქით.,,ჰო და არა~ კიდევ ერთხელ გიცხადებთ სიყვარულს და გელით!გვიგულეთYთქვენს სამსახურში!ნონა გიგინეიშვილი

გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები