ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ჩემს დუმილს მინდა ხუფი ავხადო!

 ჩემს დუმილს მინდა ხუფი ავხადო!
3-02-2016, 00:00

ჩემს დუმილს მინდა ხუფი ავხადო, რადგან დუმილმა ფრთამოტეხილ ფრინველს დამამზგავსა, თავისუფლად ფრენასდანატრებულს.ჩემს დუმილს მინდა ხუფი ავხადო, რადგან ჩემი დუმილი არის დაკარგული ხმა, რომელიც თქვენამდე უნდა მოვიდეს. ჩემს დუმილს მინდა ხუფი ავხადო, რადგან თქვენი ხმაც ჩამესმის საყვედურის _ სად დაიკარგე?!მართლაცდა სად დავიკარგე?!დავიკარგე?თუ არ დავიკარგე?დუმილში დავიკარგე?როგორ არ მინდა ასე ფიქრობდეთ, რადგან:ფიქრებში დავიკარგე;გზის სისწორ-სიმრუდის რკვევაში დავიკარგე;თეთრის კვლავ თეთრად, შავის შავად დანახვის სირთულეში დავიკარგე;იმედის გაცრუებაში დავიკარგე;თქვენი გულისტკივილის ტკივილში დავიკარგე;ჰოსა და არას ჭიდილში დავიკარგე;მოლოდინში დავიკარგე;…დუმილში დავიკარგე?მაგრამ ,,ისეთი დუმილიც არსებობს, რომელიც ყველაზე დიდ ხმას გამოსცემს~...ჰოდა, აქა ვარ, თქვენთან, თქვენს გვერდით, თქვენი ტკივილი მტკივა და სიხარული მახარებს...მე შენი მჯერა, ჩემო მკითხველო, შენი ვისაც ახლა ცოტათი გაოცებ რომ კითხულობ ჩემს გულის ნადებს.გჯეროდეს, მე და შენ ერთ ნავში ვსხედვართ, იმ ნავში, რომელიც შეიძლება ბევრჯელ შეარყიოს ქარიშხალმა, მაგრამ ვერ ჩაძირავს, რადგან ჩვენ მეფის ნავში არ მოგვირთხამს ფეხი აროდეს და არც იქედან გაქცევის საშიშროება გველოდება. ხომ გაგიგონიათ: ,,წყალნი წავლენ და წამოვლენ, ქვიშანი დარჩებიანო.~…მე თქვენი ქვიშის ერთი კენჭი ვარ, ამიტომაც ვარ ძალიან თქვენიანი.ჰოდა, ჩემს ხმას თქვენი ხმაც შემოაშველეთ, ხალხის ხმა, რომელიც ყველაზე მართალი და ღონიერია. მოლოდინს არ გაგიცრუებთ, ხშირად ვიქნები თქვენი სტუმარი ჩემი ფიქრებით.…მასპინძლობასაც გთავაზობთ: `ჰო და არა~ ხომ თქვენი გაზეთია, თქვენი ჭირისა და ლხინის თანამოზიარე.გადაიტანეთ თქვენი ფიქრები ქაღალდზე, სიტყვად აქციეთ თქვენი დუმილი. მერწმუნეთ, თქვენს სათქმელს თქვენზე უკეთ ვერავინ იტყვის. იმისიც გჯეროდეთ, ამქვეყნად ყველაზე დიდი ხელისუფალი ხალხია, ანუ თქვენ.სამი წლის წინ, მაშინ ოთხი წლის რეზიმ, ჩემმა პატარა შვილმა, თავისდა უნებურად ასეთი სიტყვები წარმოთქვა: `ღმერთია კეთილი, თოვს და თოვს;ახალი წელია, ნეტავ რას ელიან?!~დიახ, ოთხი…წლის ბავშვს გაუჩნდა კითხვა, რას ელიან ადამიანები. ეს სუფთა, ალალი, ფაქიზი, შეუბილწავი ფსიქიკის მქონე პატარას ნაფიქრალია. ასეთები სვამენ შეკითხვას: ნეტავ, რას ელიან?!ჩვენ, ჩვენ რასა ვიქმთ?ჩვენ დუმილში ჩაგვაგდეს?ჩვენ დაგვავიწყდა, რომ ყოველთვის არ არის `დუმილი ოქროი ქებული~.ჰოდა, მე ჩემს დუმილს დღეს ხუფი ავხადე და თქვენთან მოვედი!გამარჯობათ!ნონა გიგინეიშვილი

გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა