ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

რა არის „რუდუნი“ და რისთვის იბრძვიან ლანჩხუთელი ახალგაზრდები?

რა არის „რუდუნი“ და რისთვის იბრძვიან  ლანჩხუთელი ახალგაზრდები?
18-02-2022, 11:27

ნინია ბარამიძე: 2 წლის წინ ახალი წლის დღეები იყო, სახლში ვიჯექი და უცებ გამიჩნდა იდეა, მოდი შევქმნი ჯგუფს, სადაც ლანჩხუთელ ახალგაზრდებს მოვიწვევ-მეთქი. 
მოხდა ისე, რომ ჯგუფი აღმოჩნდა სიახლე ლანჩხუათისთვის და იმ დღესვე ჯგუფს 1000 ადამიანი დაემატა. ჯგუფის შექმნიდან პირველივე საათებში შემომიერთდა ლუი ორაგველიძე და ასე შევქმენით ძალიან ძლიერი ჯგუფი „თHIშ Iშ ლანჩხუთი.“ გასული წლის შემოდგომაზე ბოროტმა ადამიანებმა დაგვიბლოკეს ჯგუფი და შევქმენით ისევ ახალი ჯგუფი იგივე სახელწოდებით და უკვე ჩვენი ჯგუფის წევრების რიცხვი ამ დროისთვის 6000-ია. ამ ჯგუფში ადამიანებმა დაიწყეს პრობლემებზე საუბარი, გვიკავშირდებოდა ძალიან ბევრი ოჯახი, ვისაც სჭირდებოდა პროდუქტი. ასე მივედი მეგობრებთან ერთად იმ გადაწყვეტილებამდე, რომ შეგვექმნა ორგანიზაცია, ,,რუდუნი“ რომელიც დაიცავდა სოციალურად დაუცველი ადამიანების ინტერესებს, შეუძლებელია დავივიწყო ამირან გიგინეიშვილის ძალისხმევა ამ საქმეში. ფაქტიურად მან ჩამოგვიყალიბა ორგანიზაცია და გაგვიკვალა გზა, რისთვისაც სულ მადლობელი ვიქნები. ასე გრძელდება დღემდე, უამრავ ადამიანს აქვს ჩვენი იმედი და ჩვენც ჩვენი შესაძლე­ბლობების მაქსიმუმს ვდებთ სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, რომ ვარ სსო ორგანიზაცია „რუდუნი“-ს თავმ­ჯ­დო­მარე.
მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩვენს გვერდით დგას და ჩვენთან ერთად ცდილობს შეუმსუბუქოს ყოფა იმ ოჯახს, რომელიც სოციალურად დაუცველია.
ლუი ორაგველიძე: ცხოვრებაში შემთხვევით არაფერი ხდება… ერთი ჩვე­ულებრივი დღე იყო, როგორ მახსოვს … სოციალურ ქსელში ვიყავი და მომოვიდა ჯგუფში გაწევრიანების მოთხოვნა. ზოგადად არ ვემატები ხოლმე ჯგუფებში, მაგრამ ხატია სარჯველაძემ დამამატა  და თან მთხოვა გაწევრიანდი და მეგობრებიც დაამატეო, რა თქმა უნდა, დავეთანხმე მოთხოვნას და დავიწყე მეგობრების დამატებაც. ჯგუფში რომ შევედი, წამების შექმნილი იყო ჯგუფი, ამ დროს კი მომდის პირადი შეტყობინება სრულიად უცხო ადამიანიდან. ეს იყო ნინია, რაღაც ძალიან თბილად მომწერა და ისიც კი მახსოვს მომწერა, რომ პირადად არ მიცნობდა, მაგრამ მისი დედიკო იცნობდა ჩემებს ყველას, თან მთხოვა თუ მქონდა სურვილი ერთად გვემართა ჯგუფი. იმ დღიდან ერთად მოვდივართ, ჩვენ უკვე ერთი ოჯახი ვართ. მადლობა მას დიდი ნდობისთვის და პირველი პოსტი მახსოვს ასოციაცია ,,საბას“ ბავშვებზე დავწერე და იმხელა გამოხმაურება მოყვა და იმდენი ადამიანი ჩაერთო სიკეთის მარათონში, რომ ჩვენც გავოცდდით. აი, იმ წამიდან მივხვდით ეს ჯგუფი რასაც უნდა მომსახურეობოდა. დავიწყეთ ტანსაცმლის შეგროვება და ვისაც ესაჭიროებოდა მათთვის გადაცემა. როცა ოჯახებში მივდიოდით და ვხედავდით ლუკმაპური უფრო ჭირდებოდათ, ვიდრე ტანისამოსი გადავწყვიტეთ პროფუქტის შეგროვება. ვხედავდით ჯგუფში უდიდესი გამოხმაურება ჰქონდა ყველა ჩვენს პოსტს, ვისაც რა შეეძლო ყველა გვეხმარებოდა. ჯგუფი ყოველ დღე იზრდებოდა და ყველა ერთად ერთვებოდა სიკეთის მარათონში. ჩვენც ყოველ დღე უფრო ბედნიერები, უფრო მობილიზებულები ვიყავით, რომ ვინც გვთხოვდა დახმარებას, არავინ დაგვეტოვებინა უიმედოდ. მე და ნინა რამდენჯერ წვიმაში, ქარში, თოვლში ფეხით წავსულვართ და მიგვიწოდებია მედიკამენტები და პროდუქტი მათთვის, ვინც გვთხოვდა დახმარებას. ჩვენთვისაც რთულია და არაერთხელ თვალცრემლიანი წამოვ­სულვართ უკან ნანახის გამო. რთულია სოციალურად დაუცველი ქალების (დედების) ყოველდღიური ცხოვრება. როდესაც არასდროს რჩებათ არც დრო და არც მატერიალური ხარჯები იმ წვრილმანებისთვის, რასაც ქალური ბედნიერება მოაქვს. 
რთულია მარტოხელა მოხუცის ნახვა, რომელიც მუდამ თვალცრემლიანია... მაგრამ ყველაზე ბედნიერები ვართ, როცა ჩვენი დანახვით ასობით გაბრწყინებულ სახეს ვხედავთ. შეუძლებელი შეგვაძლებინა და გვაძლებინებს ჩვენი ჯგუფის წევრების ერთიანობამ. მადლობა ჩვენს ემიგრანტებს, რომლებიც უანგაროდ გვეხმარებიან. ასე იყო ყოველი დღე. ჩვენით და ჩვენი მეგობრების დახმარებით დავდიოდით კარ და კარ და ვარიგებდით შემოწირულ პროდუტს. ერთ დღესაც გადავწყვიტეთ, რომ მეგობრებთან ერთად დაგვეფუძნებინა არასამთავრობო ორგანიზაცია, რადგან იურიდიულად ყოფილიყო ყველაფერი მოწესრიგრბული. არ გვინდოდა თანხის დარიცხვა პირად ანგარიშებზე. ჩვენს მეგობრებთან ერთად დავაფუძნეთ ჩვენი ,,რუდუნი” და რამდენ ოჯახს გავულამაზეთ ყოველდღიურობა ვერ ჩამოვთლი, რადგან ეს ძალიან შორს წაგვიყვანს.ზოგ ადამიანს ჩვენ თვითონ ვირჩევთ, ზოგს კი ცხოვრება გვახვედრებს ჩვენც ესე შეგვახვედრა ცხოვრებამ ერთმანეთს, მე და ჩემი მეგობრები: ნინა, ნიკოლოზი, სოფო, თამო… გავერთიანდით, რომ უფრო ფერადი, ნათელი და საინტერესო გახდეს სხვისი და ჩვენი ცხოვრებაც… 
ვერ გამოვყოფდი განსაკუთრებულად ემოციურ დღეს, რადგან ყოველი ჩვენი მისვლა ოჯახებთან ემოციებით სავსე და დასამახსოვრებელია. 
,,რუდუნი“ ჩემი მეორე ოჯახია. დღეს ჩვენ ძალიან ბევრნი ვართ და კიდევ უფრო ბევრნი ვიქნებით. სიკეთის კეთება რომ ძალიან მარტივია და გადამდებია, ამის ყოველთვის მჯეროდა, თუმცა ეს ყველაფერი რეალობაში იმ ზღაპარს გავს, რომელიც კეთილად მთავრდება. ეს ყველაფერი ჯერ კიდევ დასაწყისია. მადლობა  ჯგუფის თითოეულ წევრს. თქვენ რომ არა, ჩვენ ვერაფერს ვერ შევძლებდით. ერთად კიდევ ბევრ სიკეთეს გავაკეთებთ! 
 სოფია ჩხაიძე: ხშირად ვწერ, რომ სიკეთე არის სიხარული და ეს მართლაც ასეა. არაფერი შეედრება იმ გრძნობას, რომ დღეს ვიღაც შენი გვერდით დგომით უკეთაა. ჩემთვის ,,რუდუნი“ არის სინათლე სხვის ფანჯრებში, რომელსაც ჩვენ კეთილი ადამიანების დახმარებით ვანთებთ. არასოდეს დავიღლები ამ საქმის კეთებით, იმიტომ რომ, უკან იმხელა სიყვარული, სითბო და მადლიერება მოგვყვება, წლებს გაუძლებს და გაგვაძლიერებს. როდესაც მესიჯი ან ზარი შემოდის და ადამიანი ითხოვს დახმარებას თითოეულ ჩვენგანში ირთვება სიგნალი რომ ეს აუცილებლად უნდა შევძლოთ და თითქმის ყოველთვის კეთილი ადამიანების დახმარებით გამოგვდის დახმარება. ყოფილა ისეთი დღეები, როდესაც 60 სახლის კარი შეგვიღია და დაღლა არ დაგვტყობია. ყველაზე ემოციური იყო აღდგომის და შობის დღესასწაულები, როცა მართლა სასწაული შევძელით. მადლობა და მადლიერება ჩვენს ყველა შემომწირველს. რომ არა თქვენ, მარტო ჩვენ ვერაფერს გავხდებოდით.

განყოფილება: რას ფიქრობს ხალხი
გადასვლები: 881
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა