ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

რას ფიქრობს ხალხი?! პრობლემა, რომლის მოგვარებაც ყველაზე მეტად გჭირდებათ?

14-10-2020, 12:12

მადონა ზენაიშვილი, ლანჩხუთი:
ყველაზე მეტად ძალიან შეწუხებული ვართ სესხების პრობლემით. მაქვს აღებული არა მარტო საპენსიო, ასევე სწრაფი სესხი. ძალიან დიდი პროცენტებია გადასახდელი, რომელიც გაჭირვებულმა ადამიანმა უნდა ზედმეტად გადაიხადოს, მარტო მე არ ვარ ამ პრობლემით შეწუხებული, ჩემს დღეში არის ძალიან ბევრი ადამიანი. რომ არ სჭირდებოდეს ადამიანს სესხი საჩქაროდ, ხომ არ აიღებდა. კარგი იქნება საარჩევნოდ თუ გადახედავდნენ სესხების პრობლემას, გაჭირვებულ ხალხს გადაუვადებდნენ და ზედმეტ პროცენტებს ჩამოუკლებდნენ. 
თემურ ფირცხალაიშვილი, ლაჩხუთი:
ძალიან დიდი პრობლემა გვაქვს გზის გამო, მაგალითად, მშვიდობის ქუჩაზე, არ გვაქვს ასფალტის საფარი, თითქმის ყველგან არის ორმოები გაჩენილი და წვიმების დროს, წყალი ეზოებში მოედინება. სანიაღვრე არხებიც ისეა გაკეთებული, რომ გზებზე ზემოთ არის, რომელიც არ ატარებს წყალს და წყალიც ქუჩაში გროვდება, რის გამოც გავლა შეუძლებელია. გთხოვთ გზების პრობლემა მოაგვარონ ყველაზე ადრე საარჩევნოდ.

თამარ სარჯველაძე, ჯუნეწერი:
ძალიან ცუდ მდგომარეობაშია ჯუნეწრის გზა. ყველგან ორმოებია გაჩენილი, ასფალტის საფარი არ არის, ამიტომ წვიმების დროს წყალი ქუჩებში დგას და გავლა შეუძლებელია. პირველო რიგში ეს პრობლემაა მოსაგვარებელი. ეს პრობლემა მარტო ჩვენთან არ არის, ლანჩხუთში ბევრი გზაა გასარემოტებელი.

გულნარა ჩხარტიშვილი, ლანჩხუთი:
ძალიან ცუდ მდგომარეობაში მაქვს სახლის სახურავი, სასწრაფოდ გადასახურია. წვიმების დროს ჭერიდან წყალი ჩამომდის. ამ ქარმა კიდევ უფრო დაგვაზარალა. ახლა გვჭირდება დახმარება, საარჩევნოდ ხმები ხომ სჭირდებათ, ამიტომ ჩვენი პრობლემებიც უნდა მოაგვარონ.

მედიკო მენაღარიშვილი, ლანჩხუთი:
ძლიან მძიმე დღეში ვართ. რამდენჯერმე ვითხოვე დახმარება, მაგრამ არავინ დამხმარებია. მეუღლე ორივე თვალით ბრმაა. წინა გამგებელს ვთხოვე დახმარება თვალის საოპერაციოდ. დამპირდა დახმარებას, მითხრა, რომ ახლა შენ იშოვე თანხა საოპერაციოდ, შემდეგ აუცილებლად მოგიხერხებთ რამესო. ნასესხები ფულებით გავუკეთე ოპერაცია, მაგრამ დახმარების ნაცვლად, დაპირება დაპირებად დარჩა. ახლა არავის დახმარების იმედი არ მაქვს, ხმები კი სჭირდებათ საარჩევნოდ.

მიტუშა გურგენაძე, ლანჩხუთი:
ჩვენი გზები ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, შეკეთება სჭირდება. ახლა გვჭირდება დახმარება საარჩევნოდ, თორემ ხმები დააკლდებათ.

მამუკა ქიტიაშვილი, ლანჩხუთი:
ძლიან მჭირდება სამსახური. ვერსად ვერ ვიშოვე სამუშაო და ახალგაზრდა კაცი უმუშევარი ვარ, დახმარება ძალიან მჭირდება. 

არჩილ ხოფერია, ლანჩხუთი:
გზა ჩვენი თავისუფლების  ქუჩის მეორე შესახვევში დაზიანებულია. არ გვაქვს სანიაღვრე არხები, რის გამოც წყალი წვიმების დროს ეზოებში ჩაედინება. მართალია ხრეში დაყარეს, მაგრამ გზას ვერც ამან უშველა. რამდენჯერმე დავწერეთ განცხადება, როგორც წინა მთავრობების დროს, ასევე ახლაც, მაგრამ არავინ დაგვხმარებია. ასევე გასაკეთებელია საკანალიზაციო სისტემა. 
 
ნათია მელქაძე, ლანჩხუთი:
ძლიან გვჭირდება სამსახური, ახალგაზრდები უმუშევრები ვართ. არც პენსია, არც სოციალური დახმარება არ გვაქვს. შექმნან სამუშაო ადგილები, რომელიც ასე სჭირდება ხალხს და ხმებსაც მიიღებენ.

ნინო მშვიდობაძე, ლანჩხუთი:
ყველაზე მეტად გზის პრობლემა გვაწუხებს. თავისუფლების მეორე ჩიხში გზა საშინელ მდგომარეობაშია. განსაკუთრებით წვიმების დროს, ზევიდან მომდინარე წყლები ეზოებში ჩაედინება და ეზოებში შესვლა ჭირს. ძალიან ბევრი ორმოა გაჩენილი, რომლებშიც წყალი კარგ ამინდებშიც ძლივს ქრება. რამდენჯერმე დავწერეთ განცხადება ყველა მაცხოვრებლის ხელწერებით, მაგრამ მდგომარეობა მაინც უცვლელია.

ავტორი: რუსუდან მანაგაძე

განყოფილება: რას ფიქრობს ხალხი
გადასვლები: 1 178
FACEBOOK კომენტარები