ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

რას ფიქრობს ხალხი?!

10-08-2020, 15:45

ნათია გაგუა, სოფ. ხაჯალია:
ბოსტნეულს არა უშავს, ყანაც მაქვს, მაგრამ ვაუჩერით არ მისარგებლია, რადგან არ მომიწია. წელს ფაროსანაც შედარებით არ არის. იმედი მაქვს ყველაფერი კარგად იქნება.
ბიჭიკო ხმალაძე, ჯურუყვეთი:
ყანის ვაუჩერით ვისარგებლე. მოსავალსაც არა უშავს. ბოსტნეულსაც ვსარგებლობ მაგრამ ცოტათი კიტრის მოსავალი გაფუჭდა.
კოტე ზენაიშვილი, ლანჩხუთი:
ვაუჩერით რა თქმა უნდა ვისარგებლე. მოსავალსაც ველოდები, იმედია კარგი იქნება. რაც შეეხება ბოსტნეულს, შედარებით არა უშავს. ასე რომ შიმშილით არ დავიხოცებით.
ზაალ გიგინეიშვილი, ჯურუყვეთი:
ყანის მაგივრად თხილის პლანტაცია გავაშენე. ამიტომ ვაუჩერით არ მისარგებლია. წელს თხილის მოსავალიც კარგი იქნება, რადგან ფაროსანა არ არის, ან ძალიან ნაკლებია. ამიტომ მოსავალს კარგი პირი უჩანს.
ალექსანდრე გვარჯალაძე, ლანჩხუთი:
მოსავალს შარშანდელთან შედარებით კარგი პირი უჩანს. ვაუჩერითაც ვისარგებლე. ბოსტნეულის კულტურებსაც არა უშავს. წელს შედარებით კარგი მოსავალი იქნება.
ანტონ მოქია, მაჩხვარეთი:
ყანა მაქვს, მაგრამ ვაუჩერის აღებას არ დაადგა საშველი. რამდენჯერ მივედი, მაგრამ ხან სად გამაგზავნეს, ხან სად, ამასობაში ყანასაც დააგვიანდება. იქნებ თქვენ დამეხმაროთ რომ დროზე ავიღო ეს ვაუჩერი.
ზეინაბ იმნაიშვილი, ლანჩხუთი:
ყანის ფართობი ცოტა მაქვს, ამიტომ ვაუჩერი არ მომცეს. რაც შეეხება ბოსტნეულს, შედარებით არა უშავს, ოჯახისთვის ვსარგებლობთ.
დათო წილოსანი, ლანჩხუთი:
ყანის ფართობი მაქვს და ვაუჩერითაც ვისარგებლე. მოსავალს წელს კარგი პირი უჩანს. ბოსტნეულის მოსავალიც კარგია. თუ ყანას და ბოსტანს მოვლა-პატრონობას არ მოაკლებ, მოსავალიც კარგი გექნება. 
რუსუდან მანაგაძე

განყოფილება: რას ფიქრობს ხალხი
გადასვლები: 840
FACEBOOK კომენტარები