ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

`არჩევანი უნდა გავაკეთოთ იმ რეალური პროგრამის თანახმად, რომლისაც გვჯერა და რომელსაც მართლაც რომ შეუძლია ქვეყნის ამ მდგომარეობიდან გამოყვანა!!!~

`არჩევანი უნდა გავაკეთოთ იმ რეალური პროგრამის თანახმად, რომლისაც გვჯერა და რომელსაც მართლაც რომ შეუძლია ქვეყნის ამ მდგომარეობიდან გამოყვანა!!!~
3-10-2016, 00:00

_ ბატონო გურამ, არჩევნებამდე სულ მცირე დრო რჩება. დაძაბულობა უფრო და უფრო ძლიერდება. როგორ შეაფასებთ გავლილ წინასაარჩევნო გარემოს, რამდენად დემოკრატულად მიმდინარეობდა ის?! _ საკმაოდ დაძაბული გარემოა. ყოველდღიურად მატულობს ზეწოლები ჩვენს აქტივისტებზე. მიმდინარეობს ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობა. ტყუილი დაპირებების გაცემა და ა.შ. _ ჩვენს ოლქში მაჟორიტარობისთვის ჯამში 11 კანდიდატი იბრძვის. მათგან შეიძლება რამდენიმე ლიდერის გამოკვეთა. სახელისუფლებო კანდიდატი ნინო წილოსანი, დამოუკიდებელი აკაკი ჩხაიძე, ასევე დამოუკიდებელი დავით ჟღენტი, ნაციონალი ნინო კვიტაიშვილი და თქვენი გვარი ფიგურირებს ყველაზე ხშირად ამომრჩეველთა შორის. თითქმის ყველა კანდიდატზე გაისმა, ესა თუ ის ბრალდება. თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ კონკურენტებთან დაკავშირებით?! _ როგორ გითხრათ. ხელისუფლებას პრაქტიკულად ყავს სამი კანდიდატი. ქალბატონი ნინო, ბატონი აკაკი და დავით ჟღენტი. დავიწყებ ბოლოდან. დავით ჟღენტი წარმოშობით ჩოხატაურიდანაა და მხოლოდ ჩოხატაურის მასშტაბით ეწევა წინასაარჩევნო აგიტაციას, ლანჩხუთს პრაქტიკულად არ გაკარებია. ალბათ ადვილი მისახვედრია ხელისუფლების ეს ქმედება. იგი ჩემს გვერდით მდებარე სოფლიდანაა და მაქსიმალურად ცდილობს რომ ჩემი ამომრჩევლის ხმა წაიღოს. რაც შეეხება აკაკი ჩხაიძეს, ისიც ანალოგიურად სახელისუფლებო სათადარიგო კანდიდატია. მან თავად განაცხადა, რომ ჯერ ხელისუფლებასთან შეათანხმა და მერე გადადგა ეს ნაბიჯი. მოკლედ რომ ვთქვათ, ხელისუფლების მთავარი ამოცანაა, რომ ბატონი აკაკი და ქალბატონი ნინო გაიყვანონ მეორე ტურში და შემდეგ ქალბატონ ნინო წილოსანს მშვიდად მიულოცონ გამარჯვება. _ ბოლო დღეებში სახელისუფლები რესურსი გამოყენება აშკარად თვალშისაცემია. რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით?! _ სახელისუფლებო რესურსის გამოყენება რომ მიმდინარეობს, ამას ადასტურებს არაერთი ფოტო თუ ვიდეო მასალა, მაგრამ არანაირი რეაგირება არ ხდება. ამას გარდა დაწესებული აქვთ 200-250 ლარიანი ზღვარი ოჯახის სულადობის მიხედვით და ცდილობენ რაც შეიძლება მეტ ადამიანი მოისყიდონ. _ `ოცნების~ კანდიდატის ირგვლის სკანდალური მასალები გამოქვეყნდა ამა თუ იმ გამოცემაში. თქვენც ისაუბრეთ, რომ არსებობს კითხვები, რომელიც საჭიროებს პასუხებს. ერთ-ერთი გამოცემის მიერ ორგანიზებულ დებატებში მონაწილეობაზე წილოსანმა უარი განაცხადა და მარტო მოგიხდათ საუბარი. როგორ ფიქრობთ, კითხვების ლეგიტიმურობამ განაპირობა ეს თუ, უბრალოდ, მას კონკურენტებთან დებატების ეშინია?! _ ალბათ ორივემ. ცხადია და არავინ უარყოფს, რომ ნინო წილოსანსა და მის ოჯახს აქვს სახელმწიფოს ვალი 65 მილიონის ოდენობით, ამასთანავე იგი გახლავთ სახელისუფლებო კანდიდატი. ცოტა უცნაურია ხო? აქვე უცებ ქალბატონი ნინოს დედას, რომელიც არის დიასახლისი, უჩნდება 33,5 მილიონი ლარი, რომლითაც ვაგონმშენებელის წილს ყიდულობს და ა.შ. ამას თან სდევს `ოცნების~ ჩვეული ხერხი. ისინი ღიად აცხადებენ, რომ მათი კონკურენტია მხოლოდ აკაკი ჩხაიძე. ანუ `ოცნება~ ჩვეულ სტილში არეკლამებს თავისივე კანდიდატებს, სხვები თუ ვარსებობთ, არ აინტერესებთ. _ ბატონ აკაკი ჩხაიძის პერსონის მიმართაც ისმის კითხვები. საუბარია შევარდნაძის დროინდელ დანაშაულებზე, რომლისთვისაც მას მილიონებიც გადაახდევინეს... თქვენი აზრით, ხომ არ არის ისეთი რამ მისი პერსონის მიმართ, რომლის გახმაურებასაც ერიდებიან? _ აქ ფაქტი ერთია. აკაკი ჩხაიძემ კენჭისყრაზე თანხმობა განაცხადა იმ პირობით, რომ აღარასოდეს არავინ აღარ მოკითხავს მას, თუ საიდან მოიტანა და გადაიხადა ათეულობით მილიონი 2004 წელს. მაშინ, როცა მთელი გურია და სრულიად საქართველო თვეობით ელოდებოდა შუქის ანთებას, ხალხი შიმშილით იხოცებოდა და ამ დროს შევარდნაძის ხელისუფლების ჩინოვნიკი იხდის კოლოსალურ თანხას. ყველაზე სამწუხარო კი ისაა, რომ ამ ადამიანმა რამოდენიმე დღის წინ პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ რამოდენიმე შევარდნაძე რომ ჰყავდეს საქართველოს, ქვეყანას ეშველებოდაო. ანუ თუ კიდევ დაბრუნდებიან გაიშნიკები, მატარებლის ბილეთის შოვნა შესაძლებელი იქნება ჩაწყობით, ვისაც ეყოლება რკინიგზაში ნაცნობი, მხოლოდ იმას შეეძლება იქიდან დენის კაბელის გამოყვანა, რომ არც ერთ ოჯახში აღარ იქნება გაზი და პენსიონერები თვეობით იქნებიან გაყინული პენსიის მოლოდინში, მაშინ იქნება საამური ცხოვრება. აი სწორედ ესა ბევრი შევარდნაძის ხელისუფლებაში ყოფნის შედეგი. ამაზე კომენტარი მკითხველისთვის მიმინდვია. _ კანდიდატების დაპირებები ხშირად პოპულისტურია. ხომ არ გამოყოფდით მათგან რამდენიმეს? _ `ოცნებას~ პრაქტიკულად პროგრამა არ გააჩნია. პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ მოსახლეობას ეხვეწებიან, კიდევ ოთხი წელი დაგვტოვეთ და თქვენ თუ არა, ჩვენ მაინც გვეშველებაო. ბატონი აკაკი ყველა სოფელს პირდება, რომ საკუთარი სანაცნობოს დახმარებით და საკუთარი ფინანსებით შეიყვანს ყველა სოფელში გაზს და დააგებს გზას, რომ ააშენებს ტუნგოს, თაფლის და ხილის გადამამუშავებელ საწარმოებს. ასევე საკუთარი ფულით, რომ საფეხბურთო კლუბი ლანჩხუთის `გურია~ და ლონდონის `ჩელსი~ პრაქტიკულად ერთი და იგივე იქნება და ა.შ. ამაზე კომენტარის გაკეთება ვფიქრობ უხერხულია. ამომრჩეველი ძალიან კარგად ხვდება რა არის რეალური და რა მხოლოდ ხმის მისაღებად გასროლილი სიტყვები. _ რატომ გურამ ჩალაგაშვილი და ნომერი პირველი და არა სხვა კანდიდატურა?! _ ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ ქვეყანა უფსკრულშია გადაჩეხილი, ხალხი შიმშილობს. მილიონ ორასიათას ადამიანს აქვს სოც. დახმარება მოთხოვნილი და მხოლოდ 470 000 ადამიანს ეძლევა. ჩვენ ვამბობთ, რომ სანამ ნელ-ნელა შეიქმნება სამუშაო ადგილები, მანამ ამ 600 000 ადამიანს შიმშილით რომ არ ამოძვრეს სული, აბსოლუტურად ყველას დავუნიშნავთ სოც. დახმარებას. ვისაც არაფრის გამო წაართვეს ეს დახმარება, ყველას დაუყოვნებლივ აღუდგება. დღეს მთელი გურიის ახალგაზრდობა თურქეთშია წასული სამუშაოდ. ეს ბიჭები და ქალბატონები მონებივით შრომობენ, რომ იქიდან შეშის, ფქვილის, შაქრის და ზეთის ფული ჩამოიტანონ, რომ ოჯახი ზამთარში როგორმე გამოკვებონ და ჩვენი უმაქნისი, უგულო ხელისუფლება, როგორც კი საზღვარზე გადასვლას დააფიქსირებს, ამ ოჯახებს დახმარებას უხსნის. მარტივად რომ ვთქვათ, ადამიანებს მუშაობას უკრძალავენ. ჩვენ, `პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის~ ვამბობთ, რომ საზღვრის კვეთის გამო დახმარებას ვეღარავის მოუხსნიან, ვეღარ მოუხსნიან დახმარებას ტელევიზორის, მაცივრის, სარეცხი მანქანის, ეზოში ქათმის, გოჭის და საქონლის ყოლის გამო. ყველას ექნება საშუალება წელში გაიმართონ და ოჯახი ფეხზე დააყენონ. უკვე ოქტომბერია და გურიაში პრაქტიკულად არც ერთ ოჯახში შეშა არ აქვთ. ადამიანებს ამის საშუალებასაც არ აძლევს დღევანდელი ხელისუფლება და ელოდებიან როდის გაიყინება ხალხი. ამ პრობლემის მომგვარებას არ ჭირდება `ოქსფორდის~ დამთავრება. ამას საქმისადმი გულის მიდგომა ჭირდება და არა მხოლოდ საკუთარ ჯიბეზე ფიქრი. ჩვენ ვამბობთ, რომ ერთ-ერთი პრიორიტეტული იქნება ის, რომ მაქსიმალურად სწრაფად ყველა სოფელს ქონდეს ბუნებრივი აირი, სასმელი წყალი, რომელიც 80 პროცენტ სოფლებს არ მიეწოდება და 21-ე საუკუნეში ამ თემაზე ლაპარაკი, მართლაც რომ სირცხვილია. გავაკეთებთ იმას, რომ შეჭირვებული ოჯახების შვილებისათვის უმაღლესი განათლება იქნება უფასო, რომ პედაგოგის ხელფასი იქნება ღირსეული და პენსიონერები მეორე დღიდანვე მიიღებენ 250 ლარიან პენსიას. რომ ვეტერანებს ექნებათ სრულფასოვანი ჯანდაცვის პაკეტი და ყველა მომსახურება ექნებათ უფასო. ის რომ დევნილებს და ეკომიგრანტებს მიეცემათ საშუალება 15000 დოლარის ფარგლებში საკუთარი სურვილით შეიძინონ საცხოვრებელი სახლები და ამ ფულს დაფარავს სახელმწიფო. რაც შეეხება სოციალურად დაუცველებს, მათთვისაც ასევე ჯანდაცვა იქნება სრულიად უფასო მედიკამენტების ჩათვლით. ასევე დღის წესრიგში დადგება დიალეზზე მყოფი ადამიანების პრობლემის მოგვარება, რაც გულისხმობს იმას, რომ ეს ადამიანები თავისსავე რაიონებში მიიღებენ ამ მომსახურებას და არ მოუწევთ ასეულობით კილომეტრის გავლა ყოველ მეორე დღეს. და კიდევ ძალიან ბევრი პროექტი. ისმის კითხვა, თუ საიდან მოხდება ამ პროექტების დაფინანსება? პასუხი მარტივია. დღეს საქართველოში არის 16 სამინისტრო, საიდანაც ცხრა აბსოლუტურად ზედმეტი და უმოქმედოა. ამ სამინისტროების დაფინანსება კი ქვეყანას წელიწადში მილიარდ ორას მილიონზე მეტი უჯდება. ზემოჩამოთვლილი პროექტების განხორციელებას კი დაახლოებით 800 მილიონი. ანუ ფული ყოფილა. მთავარია მისი სწორად მოხმარება და არა პრემიებსა და დანამატებში გაშვება. ესაა ის, რისი მოკლედ თქმაც შევძელი ჩვენი ამომრჩევლისათვის. ერთი რამ მინდა ვთქვა. მანამ ამ ქვეყანას არ ეშველება არაფერი, სანამ ხმის მიცემას ნაცნობობით და მეგობრობით თავს არ დავანებებთ. სოფლის გამგებელმა მთხოვა, მეგობარმა მთხოვა, ჩათვალეთ რომ მე მაძლევთ ხმას, ჩემი შვილის ძმაკაცია და ა.შ. ეს უნდა დასრულდეს. არჩევანი უნდა გავაკეთოთ იმ რეალური პროგრამის და მომავლის თანახმად, რომლისაც გვჯერა და რომელსაც მართლაც რომ შეუძლია ქვეყნის ამ მდგომარეობიდან გამოყვანა. ნუ რაც შეეხება ფულების დარიგებას, მე ვერავის ვერაფერს ვურჩევ. ამომრჩევლის გადასაწყვეტია. არავის ეგონოს, რომ იმ 250 ლარსაც იმიტომ არიგებენ, რომ ძალიან ვეცოდებით და ვუყვარვართ. ეს თითოეული ჩვენთაგანის ჯიბიდან ამოღებული ფულია. ასე რომ, ჯერი თქვენზეა. ღრმად ვარ დარწმუნებული თითოეულ ამომრჩეველში, რომ ისინი სწორედ იმ არჩევანს გააკეთებენ, რომლითაც ქვეყანა შეძლებს ამ უფსკრულიდან ამოსვლას და ლამაზი და გაღიმებული საქართველოს შენებას. ჩემს მიერ სხვადასხვა სოფელში 200-მდე შეხვედრა ჩატარდა. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამაინს, ვინც ჩემს შეხვედრას დაესწრო და მოისმინა ის დაპირება, რომელსაც მე და ჩემი გუნდი ვთავაზობთ. ასევე მინდა ბოდიში მოვუხადო ყველა იმ ამომრჩეველს, რომელსაც ვერ შევხვდით. მიუხედავად შეხვედრების სიუხვისა, ყველასთან ვერ მივედით, ყველა ოჯახში ვერ შევედით. თუმცა გჯეროდეთ, რომ ყველას პრობლემა ჩემთვის ახლობელია. R

განყოფილება: პოლიტიკა
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა