ამ წერილის მიზანი მხოლოდ ისტორიის მოყოლა არ არის. მისი მიზანია, ყურადღება მივაქციოთ ძეგლს, რომელიც დღითიდღე ქრება. თუ ასე გაგრძელდა, შესაძლოა უახლოეს მომავალში აქ ნაეკლესიარიც აღარ დარჩეს. დრო, ბუნება და უყურადღებობა ნელ-ნელა შლის იმას, რასაც საუკუნეები ვერ მოერია. აკეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია დღეს უმძიმეს მდგომარეობაშია. ნანგრევები მთლიანად სარეველებით არის დაფარული, კედლები ყოველ წელს უფრო მეტად ზიანდება, ხოლო ამ ისტორიულ ადგილს დღემდე არ ჩატარებია სრულყოფილი სამეცნიერო კვლევა. ეკლესია არ არის შეტანილი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში, მიუხედავად იმისა, რომ მისი ისტორია და მნიშვნელობა გაცილებით მეტ ყურადღებას იმსახურებს. წლების განმავლობაში არაერთხელ მივმართეთ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს თხოვნით, რომ დაწყებულიყო ძეგლის შესწავლა, თუმცა ამ დრომდე პასუხი არ მიგვიღია.
აკეთის წმინდა გიორგის ეკლესიის ისტორია მხოლოდ მის ქვებში არ არის შემორჩენილი. იგი მთელ სოფელშია გაფანტული — ოჯახებში, მოგონებებში, ზეპირ გადმოცემებში. თითქმის ყველა ძველ ოჯახს აქვს წინაპრებისგან მოსმენილი ამბავი ამ ტაძრის შესახებ. ეს ისტორიები ერთმანეთის გაგრძელებაა და ერთად ქმნის იმ მეხსიერებას, რომელიც დღეს შესაძლოა უკანასკნელ თაობას შემორჩა. ამ მეხსიერების ნაწილი ჩემი ოჯახიც არის. ჩვენი ოჯახი დღემდე ცხოვრობს იმავე ადგილას, სადაც საუკუნის წინ ცხოვრობდნენ ჩემი წინაპრები. ერთ-ერთი მათგანი ამ ეკლესიაში მსახურობდა, ხოლო მის შესახებ ოჯახში შემონახული გადმოცემები ამ სტატიაშიც არის წარმოდგენილი. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი ოჯახის ისტორია — ეს არის აკეთის ისტორიის პატარა ნაწილი. წლების წინ ამ ადგილს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, ესტუმრა. ეკლესიის ეზოში განისვენებენ ლეგენდარული მოკრიმანჭულეთა ანსამბლის „შვიდკაცას“ რამდენიმე წევრი. სწორედ ამ ანსამბლმა და ამ სოფელმა განსაკუთრებული ადგილი დაიკავა ქართული ფოლკლორის ისტორიაში, რასაც არაერთხელ აღნიშნავდა ცნობილი ლოტბარი ანზორ ერქომაიშვილი. იქნებ სწორედ ახლაა დრო, ამ ეკლესიას მოუსმინონ. რადგან როდესაც ნანგრევებიც გაქრება, მხოლოდ ქვები არ დაიკარგება — დაიკარგება სოფლის მეხსიერების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი. ისტორია, რომელსაც აღარავინ შეისწავლის, დროთა განმავლობაში დავიწყებად იქცევა. სწორედ ამიტომ ეს წერილი არის არა მხოლოდ წარსულის გახსენება, არამედ თხოვნა, მოწოდება და იმედიც — რომ აკეთის წმინდა გიორგის ეკლესია გადარჩება, ვიდრე ამის შესაძლებლობა ჯერ კიდევ არსებობს.
მაია კუკულაძე