ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

მეწარმე ქალი, რომელმაც სირთულეები შესაძლებლობად აქცია

11-09-2025, 13:06

  ინტერვიუ კომპანია ,,ლიბრა ავტოს" დამფუძნებელთან თამარ ჩხაიძე-გოქჩესთან. იგი აცანელი გახლავთ. 11 წელი იმყოფებოდა ემიგრაციაში. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ დააფუძნა კომპანია, რომლის შესახებაც ქვემოთ წაიკითხავთ.
_ქალბატონო თამარ, გილოცავთ საწარმოს გახსნას! გვითხარით, რა არის ULtrasonBlues და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი სიახლე საქართველოსთვის?
- დიდი მადლობა. ჩვენ საქართველოში დავიწყეთ სრულიად ახალი ეტაპი AდBლუე-ს წარმოებაში და სიამაყით მინდა გაცნობოთ, რომ ლანჩხუთში გავხსენით პირველი საწარმო, რომელიც სრულად შეესაბამება ევრო სტანდარტებს. აქ ვაწარმოებთ ინოვაციური მეთოდით დამზადებულ პროდუქტს — ULtrasonBlues-ს.
ეს არის მსოფლიოში პირველი ULtrasonBlues, რომელიც დამზადებულია საქართველოში, უნიკალური ტექნოლოგიით, რომელსაც ანალოგი ამჟამად არ გააჩნია.
- თქვენ ახსენეთ, რომ პროდუქცია ინოვაციური მეთოდით იქმნება. კონკრეტულად რა ტექნოლოგიაზეა საუბარი?
-ULtrasonBlues-ის წარმოება ეფუძნება ჩვენს უნიკალურ ტექნოლოგიას — ულტრაბგერითი შერევის სისტემას. ეს ნიშნავს, რომ იონიზირებული წყალი და შარდოვანა სრულად და იდეალურად ერწყმის ერთმანეთს. შედეგად ვიღებთ სრულყოფილ ჰომოგენურობას, რაც:
მნიშვნელოვნად ზრდის პროდუქტის სისუფთავესა და ეფექტურობას, მინიმუმამდე ამცირებს კრისტალიზაციის რისკს კატალიზატორის სისტემებში, უზრუნველყოფს სტაბილურობას სხვადასხვა კლიმატურ და ტექნიკურ პირობებში.
სწორედ ამიტომ ჩვენი პროდუქტი ტექნოლოგიურად მაღალ დონეზეა.
- რამდენად სანდოა პროდუქტის ხარისხი?
- ჩვენი პროდუქცია ISO  სერტიფიცირებულია, ხოლო წარმოება სრულად მიმდინარეობს ევროპის მკაცრი მოთხოვნების შესაბამისად. ეს ნიშნავს, რომ მომხმარებელი იღებს უსაფრთხო, მაღალხარისხიან და ტექნოლოგიურად დახვეწილ პროდუქტს.
_ბევრს სმენია AdBlue-ზე, მაგრამ მკითხველისთვის გთხოვთ მოკლედ განმარტოთ _ რა არის AdBlue და რისთვის არის საჭირო?
_AdBlue -ეს არის სპეციალური, მაღალი სისუფთავის მქონე შარდოვანის ხსნარი, რომელიც გამოიყენება დიზელის ძრავიან ავტომობილებში, რათა მნიშვნელოვნად შეამციროს მავნე გამონაბოლქვი, განსაკუთრებით აზოტის ოქსიდები (NOx)).
კატალიზატორის სისტემაში ეს სითხე გარდაქმნის მავნე აირებს უწყინარ წყლად და აზოტად.
- ანუ გამოდის, რომ AdBlue-ს გარეშე მანქანის მუშაობა გართულდება?
- სწორედ ასეა. თუ AdBlue არ გამოიყენება, კატალიზატორის სისტემა მუშაობას წყვეტს. თანამედროვე ავტომობილების პროგრამა ავტომატურად ზღუდავს ძრავის სიმძლავრეს, ზოგჯერ კი საერთოდ ვერ დაძრავთ მანქანას.  თქვენი ავტომობილი ვეღარ გაივლის ტექნიკურ ინსპექტირებას, რაც პრობლემას შეგიქმნით რეგისტრაციასთან და გადაადგილებასთან დაკავშირებით.
უარეს შემთხვევაში, კატალიზატორი და ძრავის სხვა კომპონენტები ზიანდება, რაც ათასობით ლარიან ხარჯს მოითხოვს.- ზოგიერთი მძღოლი ამბობს, რომ შეიძლება AdBlue-ს გაუქმება ან უფრო იაფი სითხის გამოყენება. რას ეტყოდით მათ?
-ეს არის ძალიან სარისკო გადაწყვეტილება.
დღეს ბევრ მძღოლს სთავაზობენ „AdBlue-ს გაუქმებას" _ ანუ პროგრამულად ამოღებას სისტემიდან, თითქოსდა ეკონომიის მიზნით.მაგრამ რეალურად, ეს არალეგალურია, აზიანებს ძრავას, კატალიზატორს და SCR სისტემას, ამცირებს მანქანის ღირებულებას, ხოლო მთავარი - მნიშვნელოვნად ზრდის მავნე გამონაბოლქვს, რაც მოქმედებს ჩვენს ჯანმრთელობაზე და გარემოზე.
არანაკლებ სახიფათოა უხარისხო ან ყალბი სითხის გამოყენება. ასეთი სითხე ხშირად შეიცავს მეტალების ნარჩენებს, ინახება ცუდ პირობებში და საბოლოოდ აზიანებს SCR  კატალიზატორსა და სენსორებს. შედეგი შეიძლება იყოს მთელი სისტემის გამოცვლა, რაც ათასობით ლარს მოითხოვს.
- და როგორ შეიძლება მძღოლებმა თავი დაიცვან ამ რისკებისგან?

- გამოსავალი მარტივია — ყოველთვის გამოიყენეთ მაღალი ხარისხის, სერტიფიცირებული AdBlue. ჩვენი ბრენდი — UltrasonBlues — აკმაყოფილებს SO 22241 სტანდარტებს და გამოირჩევა განსაკუთრებული სისუფთავითა და ტექნოლოგიური დახვეწილობით.
- რა არის თქვენი მთავარი გზავნილი მომხმარებლებისთვის?
-ჩემი მთავარი სიტყვაა _ არ მოტყუვდეთ ცრუ ეკონომიით. რაც დღეს თითქოს ,,ზოგავს" თანხას, ხვალ შეიძლება სერიოზულ ზიანად მოგიბრუნდეთ. დაიცავით თქვენი მანქანა, თქვენი ჯიბე და, რაც მთავარია — ჩვენი გარემო.
  საჭიროების შემთხვცევაში დაგვიკავშირდით  ტელ: 555 33 44 78;

განყოფილება: ---
გადასვლები: 471
FACEBOOK კომენტარები
მსგავსი სიახლეები
ვრცლად
საქართველოს ახალი მილიარდერი ჰყავს – ვინ არის მიხეილ ლომთაძე და რამ აქცია ის უმდიდრეს ქართველად საქართველოს ახალი მილიარდერი ჰყავს – ვინ არის მიხეილ ლომთაძე და რამ აქცია ის უმდიდრეს ქართველად
საქართველოს ახალი მილიარდერი ჰყავს – ვინ არის მიხეილ ლომთაძე და რამ აქცია ის უმდიდრეს ქართველად
15-01-2021, 16:32
ვრცლად
ინტერვიუ საქართველოში უკვე კარგად ათვისებული გასართობი აპლიკაციის, რომლის სახელია:  MAFIA, (mafia online with video chat)  ერთ-ერთ დამფუძნებელთან, ბიზნესის მფლობელთან და აღმასრულებელ დირექტორთან, მიკე კესკინიდის-თან. (mik keskinidise).
ინტერვიუ საქართველოში უკვე კარგად ათვისებული გასართობი აპლიკაციის, რომლის სახელია: MAFIA, (mafia online with video chat) ერთ-ერთ დამფუძნებელთან, ბიზნესის მფლობელთან და აღმასრულებელ დირექტორთან, მიკე კესკინიდის-თან. (mik keskinidise).
25-02-2024, 14:15
ვრცლად
როგორ აპირებს მთავრობა ჩაის აღორძინებას? როგორ აპირებს მთავრობა ჩაის აღორძინებას?
როგორ აპირებს მთავრობა ჩაის აღორძინებას?
16-09-2015, 00:00
ვრცლად
პროექტის პრეზენტაცია ლანჩხუთში პროექტის პრეზენტაცია ლანჩხუთში
პროექტის პრეზენტაცია ლანჩხუთში
5-05-2017, 00:00
ვრცლად
კომპანია ,,მედიტექ  ჯორჯიამ“  ა(ა)იპ ,,ონკოქეა ჯორჯიას“  ქალბატონებს ხელისა და ფეხის ლიმფოდრენაჟის აპარატები საჩუქრად გადასცა
კომპანია ,,მედიტექ ჯორჯიამ“ ა(ა)იპ ,,ონკოქეა ჯორჯიას“ ქალბატონებს ხელისა და ფეხის ლიმფოდრენაჟის აპარატები საჩუქრად გადასცა
10-04-2025, 10:55
რეკლამა