,,მოხალისეები გურიისთვის” – ასე ჰქვია ფეისბუქ-ჯგუფს, რომელიც დიდთოვლობითა და სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად შეიქმნა. რამდენიმე დღეა თოვს მთელი ქვეყნის მასშტაბით. თოვლის მასა განსაკუთრებით დიდია დასავლეთ საქართველოში, აჭარასა და გურიაში. სოფლების ნაწილს არ მისწოდებია ელექტროენერგია, გაზი, ჩაკეტილია გზები. მოხალისეები თვითორგანიზებულად ცდილობენ შექმნან ჯგუფები, რომლებიც ფიზიკურად დაეხმარებიან ჩაკეტილ სოფლებში დარჩენილ მოქალაქეებს გურიაში. ასევე, ცდილობენ ტექნიკის მობილიზებას, ფულის შეგროვებას სხვადასხვა საჭიროებისთვის, დამხმარე რესურსების მობილიზებას და ა.შ.
,,მოხალისეები გურიისთვის” – ფეისბუქ-ჯგუფი, რომელიც დიდთოვლობითა და სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად შეიქმნა
განყოფილება: ---
გადასვლები: 91