ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

რა არის თქვენთვის თავისუფლება? თავისუფალია თუ არა დღეს მედია საქართველოში?

რა არის თქვენთვის თავისუფლება? თავისუფალია თუ არა დღეს მედია საქართველოში?
20-05-2022, 12:04

ლადო აფხაზავა: ჩემთვის თავი­სუ­ფლება არის შესაძლებლობა,  გააკ­ეთო სა­ქ­­მე ისე, რო­გორც შენ გსურს. თუ­მცა  ჩვენს გვე­რდით  ცხოვრობენ მაყურებელ-მაცქერალი ადამიანები, რომლებიც ჩასა­ფრებ­ულები არიან ოღონდ რამე შეგეშა­ლოს  და სა­ზოგადოებაში შენს მიმ­ართ შუღლი დათესონ, ანაც რაიმე იარლიყი  მიგაკრან.
 მაყურებელ-მაცქერალ ადამიანებს ერთი თვისება აქვთ, როცა ურემი გადაბრუნდება და გზა გამოჩნდება, სწორედ მაშინ მოდიან და გეუბნებიან, რამდენჯერ გითხარი, რამდენჯერ გაგაფრთხილე და შენც ამ დროს ფიქრობ, როდის გაფრთხ­ილებდა, როდის გარიგებდა. ვერ იხსენებ და ხვდები, რომ _ არასდროს.
მე ჩემი თავისუფლებით ბევრი შე­ცდომა დავუშვი, თუმცა ამით ბევრი ვისწავლე; ჩემი თავისუფ­ლებით ბე­ვრი ვიშრომე  და ამით ბევრიც მო­ვიგე და ბევრი თავისუ­ფლებით ბე­ვრი ტკივილიც მივიღე, რომლი­თაც უფრო მეტად გავძლიე­რდი.
არის თუ არა მედია თავისუფალი საქართველოში? 
 გულწრფელად მინდა რომ იყოს, მაგრამ როცა ჟურნალისტებს ქუჩ­აში პოლიციელების თვალწინ სას­იკვდილოდ იმეტებენ, ვეღარ ვსა­უ­ბრობ თავისუფლებაზე, როცა მედია მენეჯერებს სასამართლოში იბარე­ბ­ენ და იჭერენ, ვეღარ ვსა­უბრობ პრესის თავისუფლებაზე, როცა ჟუ­რ­ნალისტების მიმართ არ­აერთ ხე­ლისშემშლელ სცენებს უყ­ურებ ტე­ლევიზიით, რთულია თქვა, რომ სა­ქართველოში მედია თავი­სუფალია.
მარი ხანთაძე: ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ჩვენს ქვე­ყანაში მედია არის თა­ვისუფალი. მე­დ­იისთვის პროფესიული საქ­მ­იანობის შეს­რ­უ­ლება სიცოცხ­ლისა და ჯანმრთ­ელობისთვის სა­შიში გახდა. განსაკუთრებით კი კრიტიკული მედიის წარმომადგ­ენ­ლებისთვის. ბოლო პერიოდში მედიის წინააღ­მდეგ მუქარების ათობით ფაქტი ფიქსირდება. ხელისუფლება ჟურნ­ალ­ისტების უფლებების დარ­ღვევაზე სათანადოდ არ რეაგირებს. მათი აგრესიული რიტორიკა ახ­ალისებს ძალადობას მედიის წინ­ააღმდეგ, რომელიც ჩვეულ მოვლენად იქცა. დემოკრატიულ ქვეყანაში მედიას განსაკუთრებული სტატუსი ენი­ჭება, ვინაიდან მედიის თა­ვისუფლება საზოგადოებრივი აზრის გამოვლე­ნისა და ფორმირების სა­უკეთესო საშუალებაა. მედიას აკ­ისრია პოლიტიკური და სხვა საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი საკი­თხების გავრ­ცელების მისია. იმისდა მიუხედავად, თუ როგორია მედიის ფუნქცია, მისი უპირველესი მისია არის კომუნიკაციის თავისუფლების გამოყენება, რათა ხალხმა მიიღოს ინფორმაცია გარე სამყაროზე სა­კუთარი დაკვირვების შესახებ. სწო­რედ ეს თავისუფლებაა ერთ-ერთი იმ რამოდენიმე ეგრედ წოდებული აბსოლუტურ უფლებათაგანი, რომლის საჭიროებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი როლი, რომელსაც ასრულებს მედია არის საზოგადოების ცნობიერების ამაღ­ლება. ამ ბოლო დროს ხშირად საუბრობენ, რომ მედია და ჟურნ­ალისტები, რომელიც უნდა ემსახურებოდეს საზოგადოების ყველა ფენას თუ შეხედულების ინტერესებს,საქართველოში მიკერ­ძოებუ­ლია, რასაც ცალსახად ვეთანხმები.  დღეს, დიქტატორული რეჟიმის პერიოდში, მედიის გარკვეული ნაწილი ემსახურება მმართველებს, მმართველი ძალის პოლიტიკას ატა­რებს, პროპაგანდისტული ტექ­ნიკის გამოყენებით, როგორიცაა რეალური ინფორმაციის დამალვა და არ მი­წოდება, ინფორმაციის შეთხზვა ან ინფორმაციისთვის ემოციური დატ­ვირ­თვის მიცემა და ა.შ. თუმცა შე­საძლებელია პირიქითაც ითქვას. ქვეყანაში არსებული მედიის ანალიზმა შეიძლება მიგვანი­შნოს, და­მკვიდრებილია თუ არა ქვეყანაში დემოკრატია. სიტყვის თავის­უფ­ლება დემოკრატიისთვის უმთავრესი მნიშვნელობისაა, ამ თავისუფლების გარეშე დემოკრატია ვერ იარსებებს და ადამიანის უფლებები დაცული ვერ იქნება. თავისუფლების გარეშე კნინდება მედიის, როგორც მაკონტროლებლის ფუნქცია. მედიაზე ყველა პოლიტიკურ ძალას უნდა მიუწვდებოდეს ხელი, მაგრამ ვის როდის და რა თემაზე ელაპარაკოს, ამას თავად ჟურნალისტები უნდა წყვე­ტდნენ და არა პოლიტიკოსები. ქვეყანაში, სადაც ტელევიზიები ეგ­რეთ წოდებულ ოლიგარქის ხელ­შია,ხოლო ინტერნეტი მეტად მცი­რერიცხოვან აუდიტორიას მოიცავს, განსაკუ­თრებით კი რეგიონებში, სწო­რი არჩევნის გაკეთების, ანუ დემოკ­რატიული განვითარების ცუ­დი წინაპირობა არსებობს. თავი­სუფალი მედია ქვეყნის განვი­თა­რების აუცი­ლებელი, თუმცა არასა­კმა­რისი პირობაა. ხაზგასმით მინდა აღვნ­იშნო, რომ მიუღებელია ის, რაც ხდება დღეს ჩვენს ქვეყანაში მედიის წინააღმდეგ.
თამარ ჩი­ჩუა: ჩემს ყმა­წვილქა­ლობაში, ალ­ბათ, სხვა პა­სუხი მე­ქ­ნე­ბოდა, მაგრამ დღეს ასე გი­პასუხებთ, თავისუ­ფლება ჩემს გადაწ­­ყვე­ტილებებში, ჩემს პასუხისმ­გებლობაშია. რაც შეეხება მედიას, არათავ­ისუ­ფალი სივრცეში ვერც მედია იქნება თა­ვისუფალი, ვერც სასამართლო და ა.შ. ამიტომ მოვიპოვოთ თავის­უფლება, მეგობრებო, როგორც ნიკა გვარამია ამბობს ხოლმე.
ლია მუსე­რი­ძე: ჩემთვის თა­ვი­სუფლება არ­ის ისეთი ცხ­ო­­­ვ­რება, სად­აც არ შია, არ სცი­ვა არც ერთ ბავ­შვს, მშო­ბლე­ბის გვერდით იზრ­დებიან და არ ენატრებათ გადახ­ვეწილი მშობ­ლე­ბი; თავისუფლებაა ადამიანების ანთებულ თვალებს და ღიმილიან სახეებს რომ ვხედავ; ირგვლივ სიკეთეში, ერთგულებაში, მეგობრ­ობაში რწმე­ნაში და სიყვარულში რომ ეჯიბრებიან _ ესაა ჩე­მთვის თავი­სუფლება. 
მედიას რაც შეეხება, არ ვარ მათით მოხიბლული, უფრო საინტერესო რესპოდენტების მიწვევაა საჭირო და არა კესო-ბესოს ნაირი ტრანსგენდერების პოპულარიზაცია, არაფრის მომცემი გადაცემების გაშვება, იმდენი საინტერესო თემა და ადამიანებია მივიწყებული. რამდენი ღირსშეს­ანიშნაობაა საქარ­თველოს ყველა კუთხეში, ჩვენი მომავლისთვის ყოველდღიურად მი­სა­წოდებელია ისეთი ინფორმაციები, რაც მათ აუც­ილებლად უნდა იცოდნენ საქარ­თველოზეც და მათ ღი­რსეულ შვილებზე, მათი მიწა-წყლისთვის თავგანწირულ გმირებზე, ,,ჩვენ სხვა როცა შემოგვბაძის, სხვას მივბაძოთ? ვის? არა სხვისი მისაბაძი რა გვჭ­ირს თუარა კი!" ჯერ ჩვენი გვიყვარდეს, ჩვენი დავაფასოთ, ჩვენივეს ვუერთგულოთ და მეტად გვიყვარდეს ერთმანეთი ადამიანებო, უფალმა მოგვმადლოს მშვიდობიან საქართველოში ცხო­ვრება და უანგაროდ სიკეთის კეთ­ების, გვერდში დგომის და ურთიერთპატივისცემის ნიჭი.
ნათია დობორ­ჯ­გი­ნიძე: დავიწყებ იმ­ით, რომ ზოდ­ია­ქოთი მე­რ­წ­ყ­უ­ლი ვარ და მერ­წყუ­ლ­ებ­ის­თვის თა­ვის­უფ­ლება ჰაერია! სამწუხაროდ დღეს თავი­სუფლება და თავხედობა ერ­ევათ ერთმანეთში, ყველას შეუძ­ლია იყოს თავის­უფალი, ეს მედია იქნება თუ ნებისმიერი სექტორი, ოღონდ თავისუფლებასაც აქვს კრიტერიუმები და იმის იქეთ ყოველი ქმდება ჩემთვის ეწინააღმდეგება ადამიანურ ღირებულებებს.
რომან ბიწაძე: თავისუფლებაა ყველაფერი, გნებავთ თავისუ­ფ­ლე­ბაშია ყველაფერი. მხოლოდ თავისუფალი ადამიანი შეიძლება იყოს ღირსეული. სრულყოფილი თავისუფლება არ ნიშნავს იმას, რომ გააკეთებ ყველაფერს იმას, რაც გინდა, რადგან ჩემი თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც სხვისი თავი­სუფლება იწყება და პირიქით. ზო­გადად თავისუფლების ხარისხი საქართველოში გაუმჯობესებულია. ვფიქრობ ეს სადაო თემა არ არის არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ. თუ­მცა ჩვე­ნში თავი­სუფლ­ების ხარისხი შეიძლება ჩამ­ორჩებოდეს ევ­როპულ სტანდარტებს. მედია ჩვენი სახელმწიფოს და სოციუმის მნიშვნე­ლოვანი, აუ­ცილებელი მოთ­ამაშეა და მასზეც ვრ­ცელდება თავისუფ­ლების ის ხარ­ისხი, რომელიც ქვეყანაშია დამკვიდ­რებული ამ ეტაპზე, ანუ მედიის თავისუფლების ხარისხიც გაუმჯობ­ესებულია. მედია ბევრად უფრო თავ­ისუფალია დღეს ვიდრე იყო გუშინ. შეიძლება სადღაც, ცალკ­ეულ შემთხვევებში იყოს დასმული კი­თხვები, მაგრამ ზოგადად მედია აშკარად უფრო თავისუფალია ვიდ­რე ადრე იყო.
ხათუნა აფხ­აზავა: ჩემთვის თა­ვის­უფ­ლება ყველაზე მნი­შვნ­­ელოვანი ღირებუ­ლ­ე­ბაა, რაც კაც­ობ­რიობას მო­უგ­ონია, თავისუფ­ლებისთვის ვიბრძვი მთელი ჩემი შეგნებული ცხოვ­რება, დაწყებული 1988 წლიდან დღემდე, თავის­უფლება ზოგისთვის აღვირახსი­ლობასთან იგივდება. არა, ასე არ შეიძლება... დააკვირდით, ვინ არის ლაღი და თავისუფალი, ვის ძინავს მშვიდად და უშფოთველად? მე გეტყვით, ვინც ტყუილში არ ცხოვრობს, ვინც სხვებს პატივს ცემს, ვინც კეთი­ლია, ვინც სიმარ­თლის მოყვარულია, ვინც ბოღმა არაა... ერთხელ ჩემმა უმცროსმა შვილმა მითხრა _ დედა იცი თავისუფლად რატომ ვცხოვრობო? _იმიტომ, რომ არასოდეს არ ვამბობ ტყუილსო. მთავარია სხვისი უფლება არ დაარღვიო. აი, მაშინ ხარ თავისუ­ფალი. 
რაც შეეხება ჩვენს მედიას. მე ვფიქრობ, რომ თავის­უფალია. არსებობს სამთავ­რობო და ოპოზიციური არხები. ე.ი. ეს ადასტურებს, რომ საქართ­ველოში მედიაპლურალიზმია... რაც არ უნდა ვილაპა­რა­კოთ,  რომ არადემოკ­რატი­ულია ჩვე­ნი მედია, ფაქტი ჯიუტია!
კახა ასკურავა: რა არ­ის თავის­უფ­ლება ამ შეკ­ითხვაზე ამ­ომ­წურავი და ზუსტი პა­სუ­ხი გას­ცე გა­მორი­ცხულ­ია, რა­დ­გან თავად თავი­სუ­ფლებაა მრა­ვა­ლ­ფეროვანი, მრავ­ალ­წა­ხნა­გო­ვანი, უფ­ერო, უსუნო, უხილ­ავი, მაგრამ ყველზე უფრო ორგანუ­ლი, სასიამოვნო, დიდებული გრძნო­ბაა, რომლის მოპოვება ძალიან რთუ­ლია,ხოლო მისი დაკარგვა წამე­ბის საკითხია. რაც შეეხება მედიათა­ვისუფლების საკითხსს საქართვე­ლოში. ამას არ სჭირდება დიდი ფილოსიფია, რომ, რა თქმა უნდა, არა და ეს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის შეფ­ა­სებებითაც ასეა. ვინც ამ კუთხით მუშაობს და ჩვენ ე.წ. ნახევრად თავისუფალ ქვეყნებს მი­გვაკუ­თ­ვნებენ სამწუხაროდ. ის, რომ საქა­რთველოში არსებობს რამოდენიმე კრიტიკული ტელევიზია ეს არ ნიშნავს, რომ დღეს მედია თავის­უფა­ლია საქართველ­ოში. ყველამ ხომ კარგად იცის, თუ რის ფასად უჯდებათ ამ ტელევიზიის ხელმძ­ღვანელობას იყვნენ კრიტიკუ­ლები?! ამის ნათელი დასტური ხომ არის ნიკა გვარამიას დაჭერა სრულიად აფსურდული ბრალდებით და აქვე მოკლედ რომ განვმარტო,  რატომაა დაჭერილი? თურმე ნიკა გვარამიას ოჯახს უსარგებლია, მაშინ რუ-2 კუთვნილი ავტომობ­ილით. ანუ, ნებიმიერმა ჩინოვნიკმა, ვისაც სახელმწიფო მანქანა ემსახუ­რება, მისი შვილი სკოლაში ანდა ბაღში რომ გაუშვას ამ ავტომობ­ილით. თან რუ-2 არ იყო სახელმწ­იფო საკუთრება, იგი კერძო კომპანიაა. ამის გამო რომ ადამიანს დაიჭერ, იქ რომელ თავისუფლებაზე ვსა­უბრო­ბთ?! ტვ. ,,პი­რ­ველის" დამფუ­ძვნებლის ამბავიც ყველამ ვიცი­თ, იგი დღემდე ასევე გამოგონილი მსჯავრის ქვეშაა და როცა გაუხარ­დებათ მაშინ დაი­ჭერენ. ასე რომ, დღეს სამწუ­ხაროდ მედია არის გაყოფილი ორ ნაწილად - სახელისუფლო პროპაგანდისტული და კრიტიკული მედია, რომელიც მუდმივად ვიწრ­ოვდება სხვადასხვა მეთოდებით ხელისუფლების მხრდან.

განყოფილება: ---
გადასვლები: 1 471
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა