ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნების წინასწარი შედეგებით გაიმარჯვა ნიკა მელიამ

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნების წინასწარი შედეგებით გაიმარჯვა ნიკა მელიამ
26-12-2020, 14:10

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნების წინასწარი შედეგებით ნიკა მელიამ გაიმარჯვა. როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ელექტრონულ კენჭისყრაში მონაწილეთა რაოდენობამ 20 779 შეადგინა.
ნიკა მელიამ ხმების 64.9 პროცენტი (13491 ხმა) მიიღო, ხოლო ლევან ვარშალომიძემ 35.1 პროცენტი (7288 ხმა).
როგორც “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით კირკიტაძემ განაცხადა, აღნიშნული ოფიციალურად პარტიის ყრილობაზე გაფორმდება.
“როგორც თავიდანვე განვსაზღვრეთ, მათი პოზიცია იქნება გადამწყვეტი ყრილობისთვის, რომელიც გაიმართება ზეგ და ყრილობა ოფიციალურად გააფორმებს ამას, როგორც საქართველოს კანონმდელობით არის დარეგულირებული ეს საკითხი“, – განაცხადა კირკიტაძემ.
როგორც ცნობილია, კენჭისყრა 21 დეკემბერს დაიწყო და დღეს, 21.00 საათამდე გაგრძელდა. პარტიის თავმჯდომარედ წარდგენილი იყო ორი კანდიდატი – ლევან ვარშალომიძე და ნიკა მელია.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობას 2017 წლიდან გრიგოლ ვაშაძე იკავებდა, თუმცა მან 15 დეკემბერს პარტია დატოვა. როგორც მან “ფეისბუქის” გვერდზე დაწერა, არ ეთანხმება პარტიის ხელმძღვანელობის უმრავლესობის მიერ პარტიის წევრებთან კონსულტაციების გარეშე არჩეულ ტაქტიკას.

განყოფილება: ---
გადასვლები: 1 413
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა