ლანჩხუთის სპორტული ცენტრის ბერძნულ-რომაულ სტილის მოჭიდავეებმა 5 მედალი მოიპოვეს ქ.ხაშურში ჩატარებულ წარსულში კარგი მოჭიდავის და მწვრთნელის ნიკოლოზ ხვედელიძისა და ნაადრევად გარდაცვლილი კარგი სპორტსმენის ვასო ჩოჩაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ რესპლიკურ ტურნირში. შეჯიბრში, რომელიც ორ ასაკობრივ ჯგუფში ჩატარდა 2009-2010-2011და2006-2007-2008 წ. დაბადებულთა შორის, მონაწილეობას იღებდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონების და ქალაქების 250 მონაწილე, მათ შორის ლანჩხუთის სპორტული ცენტრის 8 სპორტსმენი: ბექა ვანაძე (26 კგ), დავით ვანაძე (29 კგ), ამიკო ცეცხლაძე და საბა ღლონტი (ორთავე 48კგ) უმცროს ასაკში; ნიკა ცეცხლაძე (48კგ), გიორგი იაშვილი (48კგ), გიორგი მახარაძე (65კგ) და თამაზ აბაშიძე(80კგ) უფროს ასაკში. მწვრთნელები დავით მჟავია და ვასილ ეზიეშვილი.
უმცროს ასაკში 48კგ. წონით კატეგორიაში ფინალში ორი ლანჩხუთელი შეხვდა ერთმანეთს ამიკო ცეცხლაძე და საბა ღლონტი, რომლებმაც ფინალამდე 3-3 შეხვედრა მოიგეს, ფინალში კი ამიკომ გაიმარჯვა და ოქროს მედალიც მას ერგო, საბას კი _ ვერცხლი. უფროს ასაკში ვერცხლის მედალი მოიპოვა გიორგი მახარაძემ (65კგ), ის ოქროსაც იმსახურებდა, მაგრამ მაგიდის მსაჯის არა სწორი გადაწყვეტილების წყალობით დამარცხდა. ამ ასაკში ბრინჯაოს მედლები ნიკა ცეცხლაძემ (48კგ) და გიორგი იაშვილმა (48კგ) მოიპოვეს. კიდევ ერთი ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი ჰქონდა 80კგ. წონით კატეგორიაში თამაზ აბაშიძეს, მაგრამ შეხვედრას, რომლის პირველი პერიოდი 1:0 მოიგო, მეორე პერიოდში დაღლილობა დაეტყო და მინიმალური სხვაობით დამარცხდა, მაგრამ, არა უშავს, მან შეჯიბრებამდე 2 კვირა ვერ შეძლო ვარჯიში ავადმყოფობის გამო და მისთვის ბრინჯაოს მედლისათვის ბრძოლაშიც მონაწილეობაც დამაკმაყოფილებელია. ის შემდგომში აუცილებლად შეძლებს წარმატების მიღწევას. ვულოცავ ჩვენს ბიჭებს წარმატებას!
ლანჩხუთელ მოჭიდავეთა მორიგი წარმატება
განყოფილება: სპორტი
გადასვლები: 514