ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

'გურიაში' მსოფლიო ჩემპიონი თამაშობს

'გურიაში' მსოფლიო ჩემპიონი თამაშობს
15-10-2015, 00:00

მიმდინარე სეზონში, მართალია, ჩვენებურები მოწინავეთა შორის არ არიან, ჯერ მაინც, თუმცა ძირითადად ადგილობრივებით დაკომპლექტებული გუნდი ტოლს არავის უდებს. მეტიც, რამდენიმე შეხვედრაში მოგება ბოლო წუთებზე გაშვებული დასანანი გოლების გამო დათმეს. ჰო და არა შეეცდება გურიას მომავალი თაობის წარმომადგენლები პერიოდულად ახლოს გაგაცნოთ. ჩვენებურთა რიგებში ირიცხება 18 წლის თბილისელი ცენტრალური მცველი გიორგი ქორიძეც, რომელიც გუნდს სეზონის დაწყების წინ შეუერთდა და უკვე იქცა გუნდის ერთ-ერთ ლიდერად. გიორგი გამორჩეულია იმითაც, რომ ის მსოფლიო ჩემპიონია, რის შესახებაც ჩვენი ბლიც-ინტერვიუდან გაიგებთ: _ გიორგი, ჯერ ის გვითხარი, გურიამდე ფეხბურთში რა გზა გამოიარე?_ თბილისის საფეხბურთო სკოლა `ირაოში~ 6 წლისა მივედი და ჩემს პირველ მწვრთნელ გელა კაკულიას თავკაცობით 12 წლამდე ვვარჯიშობდი. მერე ვთამაშობდი ნორჩ დინამოში და 16 წლისა ვიტ ჯორჯიას ~ ჭაბუკებში მოვხვდი. დუბლებშიც ვვარჯიშობდი, თუმცა გუნდი უმაღლესი ლიგიდან გავარდა. ასე აღმოვჩნდი ლანჩხუთში. _ როგორც ვიცით, ვიტ ჯორჯიასთან ერთად მსოფლიო ჩემპიონი გახდით ჭაბუკებს შორის._ დიახ, ეს იყო გასულ წელს. შვედეთში იმართება 18 წლამდელთა საკლუბო მსოფლიო ჩემპოიონატი და ჩვენმა გუნდმა მისი მოგება შეძლო. _ რატომ დაემშვიდობე ვიტ ჯორჯიას ? მართალია, გუნდი პირველ ლიგაშია, მაგრამ აქაც ჯერ მხოლოდ დუბლებში თამაშობ, თან იქ სახლთან ახლოს მაინც იქნებოდი._ გასაგებია, მაგრამ სამწლიანი კონტრაქტი შემომთავაზეს, რაც არ მაწყობდა. ლანჩხუთიც არ არის ჩემთვის უცხო, აქ ნათესავები მყავს, მე თვითონაც წარმოშობით სოფელ საჯავახოდან ვარ. `გურია~ სახელოვანი გუნდია და აქ თუ თავს გამოვიჩენ, ეს ჩემს კარიერას აუცილებლად წაადგება. _ შენი უპირველესი მიზანი, ალბათ, მთავარ გუნდში მოხვედრაა._ რა თქმა უნდა! _ ზამთრის შესვენებაზე ხომ არ შეიძლება სხვა გუნდში გადახვიდე?_ ამ დროისთვის ეს ჩემს გეგმებში ნამდვილად არ შედის. _ ვატყობთ, რომ აქაურობას კარგად შეეწყვე. _ კი, გუნდში ძალიან კარგი ბიჭები არიან და გუნდთან შეგუების პრობლემა არ გვქონია არც მე და ჩემს გარდა გუნდში მყოფ კიდევ ორი თბილისელს, რომლებთანაც დიდი ხნის მეგობრობა მაკავშირებს. ადგილობრივებთანაც თავიდანვე მეგობრული ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა, გამორჩევა გამიჭირდება, თუმც, ალბათ, მაინც გამოვყოფ რეზო წილოსანს, რომელიც ჩემი ჭკუისაა (იცინის). საერთოდაც, ლანჩხუთში ფეხბურთი ძალიან უყვართ და აქ თამაში სასიამოვნოცაა.

განყოფილება: სპორტი
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები