ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ფაროსანას წინააღმდეგ გურიაში ღონისძიებები დაიწყო

ფაროსანას წინააღმდეგ გურიაში ღონისძიებები დაიწყო
9-05-2017, 00:00

თეორიული სწავლების შემდეგ ჩატარდა საველე სამუშოები და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურში, თხილის ფართობებში, ფერომონები ( დამჭერი ხაფანგები) დამონტაჟდა. ფერომონი მავნე მწერის ბიოლოგიის შესაბამისად დამუშავებული პრეპარატიანი მწერსაჭერია. მისი მოქმედების პრინციპია მამრი მწერების მოზიდვა და დაჭერა, რითაც მავნებლის რიცხოვნობის შემცირებასთან ერთად ხდება გამრავლების თავიდან აცილება და პოპულაციის შესუსტება. ასევე იძლევა ინფორმაციას თუ რომელი სოფლიდან ან უბნიდან უნდა მოხდეს წამლობის დაწყება. ფერომონების განთავსება სოფელ ბოხვაურში გურიის სამხარეო ადმინისტრაციის, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით ხორციელდება. მავნებელთან ბრძოლის პროგრამის ფარგლებში, ფერომონების( დამჭერი ხაფანგების) განთავსება, მთელი ქვეყნის მასშტაბით 22 ათას წერტილზეა დაგეგმილი. მონიტორინგის შედეგებიდან გამომდინარე განისაზღვრება ქიმიური წამლობის ფართობები. შეწამვლითი ღონისძიებები ივნისში დაიწყება. მსოფლიოს ენტომოლოგების რეკომენდაციით, შესხურებისას გამოყენებული იქნება ბიფენტრინის შემცველი პრეპარატები, რომლებიც გამოცდილია საქართველოში. სურსათის ეროვნული სააგენტო ახალ მავნებელთან დაკავშირებით სწავლებებს და მონიტორინგს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის ( REAP) მხარდაჭერით ახორციელებს.

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა