ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ფაშიზმზე გამარჯვების დღე ლანჩხუთში

ფაშიზმზე გამარჯვების დღე ლანჩხუთში
9-05-2017, 00:00

`ლანჩხუთში 12 ვეტერანი დარჩა სულ იმ ათასობით გმირიდან, რომელმაც ჩვენი მშვიდობისათვის იბრძოლეს. მადლობა მათ,~ _ გვითხრა ვეტერანთა სამსახურის წარმომადგენელმა შოთა ფირცხალაიშვილმა. მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე ვეტერანებს გამარჯვების დღეს ულოცავს და დიდხანს სიცოცხლეს უსურვებს: `მათ დიდი ამაგი აქვთ. მინდა გითხრათ, რომ მათ ყურადღებას ყოველთვის ვაქცევთ და მომავალშიც ასე იქნება. ჩვენს მიერ მოხდა 3 მემორიალის აღდგენა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის მონაწილეების სახელზე იყო აგებული. ყველგან, სადაც ის არსებობდა აღდგება. ჩვენს მიერ ყოველთვიურად თანხის ჩარიცხვა ხდება ამ ადამიანების სახელზე. ახლაც მივეცით ერთჯერადი დახმარება. ყველა სოფლის რწმუნებულთან მაქვს აქტიური კომუნიკაცია ვეტერანებთან დაკავშირებით. მათ თუ რაიმე დასჭირდებათ, ეს იქნება წამალი, სამედიცინო გამოკვლევა _ უფასოდ ექნებათ~. ბესიკ ტაბიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე: ეს ადამიანები არიან გმირები და ამას ძალიან ვაფასებ. ვიცი რა არის ომი და მინდა დიდი მოწიწებით ვუთხრა მათ, რომ ისინი საუკეთესოები არიან. მადლობა მათ ყველაფრისათვის.~ ნუგზარ ცინცაძე, გამგებლის მოადგილე: მათი ღვაწლი არის შეუფასებელი. მადლობა მათ, რომ არსებობენ და ჩვენს გვერდით არიან. დიდხანს, დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ ჩვენს ვეტერანებს.~ გივი მენაღარიშვილი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე: `ომი რომ დასრულდა, ძალიან კარგად მახსოვს. 9 მაისს სევარტოპოლში შევხვდი, იქ იყო მაშინ ქართული დივიზიის დისლოკაციის ადგილი. მას შემდეგ ბევრი ხანი გავიდა, მაგრამ დღესაც ამაყად ვიხსენებ ომის ქარ-ცეცხლიან დღეებს.~ მუნიციპალიტეტის გამგებლის ინიციატივით, ვეტერანებს საჩუქრად 200–200 ლარი გადაეცათ, ხოლო მთავრობის განკარგულებით თითოეული მათგანი 600 ლარის მიიღებს ერთჯერადად.

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები