ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ჩვენი უფროსი მეგობარი - ცისანა ბუცურეიშვილი

ჩვენი უფროსი მეგობარი - ცისანა ბუცურეიშვილი
28-05-2016, 00:00

ამ დღეს გვექნება ბევრი მილოცვა, კეთილი სურვილები და იმ ლამაზი დღეების მოგონება, რომელიც მკითხველებთან, მეგობრებთან, კეთილის მსურველებთან ერთად გაგვიტარებია. ერთ–ერთ ასეთ ლამაზ მოგონებად ქალბატონი ცასანა ბუცურეიშვილი იქნება, ჩვენი მოგოსანთ–მგონასი, რასაც მოფერებით ვეძახდით ხოლმე. უცებ, მოულოდნელად, უხმაუროდ გარდაიცვალა გუშინწინ. ძალიან დაგვწყვიტა გული. ბოლოს, რამდენიმე დღის წინ გვეწვია რედაციაში, ყველა მოგვიკითხა, მოგვეფერა, ლექსიც წაგვიკითხა და დაგვემშვიდობა – წავედი ახლა,ბავშვებო და იმ კვირაში შემოვივლიო. სამწუხაროდ, ეს შემოვლა აღარ შედგება. სულ ჩვენთან იყო, მთელი 17 წელი ერთად ვიყავით.თუ ოფისში ვერ გვესტუმრებოდა, ტელეფონით შეგვეხმიანებოდა, მოგვიკითხავდა, მოგვეფერებოდა და გვეტყოდა: აბა, თქვენ იცით, მანდ მოსვლა იმიტომ მიყვარს, ჩემები ხართო! წიგნის გამოსაცემად ემზადებოდა. ორი მაქვს ჩაფიქრებული და წელს ერთი მაინც უნდა გამოვცეო. წლების წინ,ჩვენს სტამბაში დაბეჭდილი წიგნის, „ტელეფონით ნაპოვნი სიყვარული~–ს პრეზენტაცია შედგა ბიბლიოთეკაში. მაშინ ერთმა მკითხველმა უთხრა ქალბატონ ცისანას, _ასე როგორ იქნება, ჯერ თქვენი ნაშრომი თაროზე უნდა შემოდოთ, დაასვენოთ, იქნება რაიმე ცვლილების შეტანა მოგინდეთ შემდგომ, ერთი 10 წელი მაინც გააჩერეთო. ქალბატონმა ცისანამ მისთვის დამახასიათებელი იუმორით მოუგო: 10 წელი მე კი დავასვენებ, მარა მერე მე თუ არ დავრჩი და წიგნად ქცეული ეგზემპლარი არ ვიხილე, რაღად მინდაო. ჩვენი გაზეთის ფურცლებზე ქალბატონი ცისანას მიერ დაწერილი სასიყვარული ისტორიები ქვეყნდებოდა,მოვიდოდა რედაქციაში, ფურცლებს მოგვთხოვდა და იქვე, ექსპრომტად წერდა ხოლმე იმ ნოველებსა თუ რომანებს, რომელიც შემდგომ მკითხველებში დიდ მოწონებას იწვევდა. მრავალი წლის მანძილზე პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა. ხშირად ყოფილა, რედაქციაში მოსულს მისი ყოფილი მოსწავლეები შეხვედრიან. დიდი სითბოთი მოიკითხავდნენ, რაცძალიან უხაროდა. როცა ჩვენი ოფისის ეზოში შემოვიდოდა, უცებ სახეზე ღიმილი გადაჰკრავდა და გვეტყოდა: აი, მეც მოვედი!ვინმეს თუ ვერ დაინახავდა, პირველ რიგში,იმის ამბავს იკითხავდა, კარგად ხომ არისო. ის ჩვენი დიდი მეგობარი იყო. ადამიანი, რომელმაც თავის წერილებით საზოგადოებასგააცნო ის ხალხი, რომლებიც სხვადასხვა დროს თავისი საქმით თითო აგურს დებდნენ ჩვენი რაიონის მშენებლობაში; გმირები,რომლებიც თავის რომანებში კეთილი სახით შემოვიდოდნენ ხოლმე და სითბოსა და სიყვარულზე გვესაუბრებოდნენ. მშვიდობით,ქალბატონო ცისანა! თქვენ ბევრი კარგი და ლამაზი დღე გიჩუქებიათ ჩვენთვის, ჩვენი მკითხველებისთვის, თქვენი მოსწავლეებისთვის. გმადლობთ,რომ ჩვენს ყოველდღიურ ყოფას ალამაზებდი, სტიმულს გვაძლევდით და ჩვენი სიყვარულით ცხოვრობდით. თქვენ ღირსეული ლანჩხუთელი, კარგი მოქალაქე და უბრალოდ, დიდი ადამიანი იყავით! დიდი წუხილია, როცა ამ ქვეყნიდან მიდიანადამიანები, რომლებიც თავის განვლილი ცხოვრებით გმირები არიან. სწორედ ასეთი გმირი იყო ქალბატონი ცისანა – ორიშესანიშნავი შვილის დედა, ბებია, დიდი ბებია, ასობით ბავშვის საყვარელი პედაგოგი და „ჰო და არას“საგაზეთო სერიალების ავტორი, რომელიც ხალხმა ძალიან შეიყვარა. უფალმა დაუმკვიდროს ჩვენს უფროს მეგობარს ცათა სასუფეველი.

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები