ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ლანჩხუთზე შეყვარებული კაცის ისტორია, რომელიც მოსკოვში ცხოვრობს

ლანჩხუთზე შეყვარებული კაცის ისტორია, რომელიც მოსკოვში ცხოვრობს
6-05-2016, 00:00

უკვე წლებია რუსეთის დედაქალ მოსკოვში ოჯახთან ერთად ცხოვრობს. ვაჟი 27 წლის ასაკში მოულოდნელად დაეღუპა, მაგრამ სიცოცხლეს აგრძელებს. შვილისგან ბიჭი დარჩა და ამაყობს, რომ მისი გვარის გამგრძელებელია. ჰყავს მეუღლე, რომელიც თბილისში დაბადებული და გაზრდილია, ეროვნებით სომეხი. შვილი გოგონა, რომელიც დაოჯახებულია და ხშირად ჩამოყავს მშობლიური კერის სანახავად. `ჰო და არა~ წარმოდგიდგენს ბორის ჩხაიძეს, რომელიც რუსულ არმიაში მსახურობდა და პოლკოვნიკის ჩინით 1996 წელს გავიდა დამსახურებულ პენსიაზე. უყვარს ხეზე მუშაობა და სხვადასხვა ნაკეთობების კეთება. ლანჩხუთში რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა, როგორც გვითხრა, აქაურობა ძალიან ენატრება ხოლმე და ცდილობს ფოტოებით მოიკლას ლანჩხუთის მონატრების ჟინი. განსაკუთრებულ მადლობას ამირან გიგინეიშვილს უხდის. `ამ კაცმა ქალაქის ცენტრში კამერა დაამონტაჟა, რომელიც ერთ-ერთ საიტზეა `მიბმული~. შევდივარ და ვხედავ თუ როგორ ცხოვრობს ჩემი ქალაქი. როცა გათიშულია, ვნერვიულობ, მჯერა, რომ ამირანი მალე ჩართავს და ისევ დავინახავ ჩემს მშობლიურ ქალაქს, რომელთანაც არაერთი თბილი მოგონება მაკავშირებს~ _ გვითხრა ბატონმა ბორისმა და რამდენიმე საკმაოდ საინტერესო ისტორიაც მოგვიყვა. დედ-მამამამაჩემი ნიკიტა (ღუტუშა) 1936 წელს წავიდა ჯარში, შემდეგ ომის წლებმა მოუსწრო. მთელი 10 წელი იყო წასული, 1946 წელს დაბრუნდა სახლში. დედაჩემი ტაისა ეროვნებით ქართველი არ იყო, რუსი გახლდათ, მაგრამ საქართველოსა და ლანჩხუთზე ძალიან იყო შეყვარებული. ასეთ ამბავს მიყვებოდა: როცა ფაშისტები ჩვენს მხარეს მოადგნენ, იძულებულები გავხდით სახლ-კარი დაგვეტოვებინა და უსაფრთო ადგილას წამოვსულიყავით. ასეთი ადგილი კი საქართველო იყო, რადგან მტერი აქეთ არ იყო შემოსული. ფეხით მოვდიოდით, ძლიერი თოვლი იყო, ლამის გვფარავდა. სიარული ვეღარ შევძელი და თოვლში ჩავჯექი. საიდანღაც სვანები გამოჩნდნენ. დამინახეს და ხელში აყვანილი კარგა ხანს მატარეს. თურმე უკვე საქართველოს ტერიტორიაზე ვყოფილვარ. ისინი რომ არ გამოჩენილიყვნენ, ალბათ, გავიყინებოდი და თოვლში დავიმარხებოდი. მითხრეს, შუქს ხომ ხედავთ, აი იმ მხარეს იარე და სამშვიდობოს გახვალო. შუქი თურმე ქალაქ ბათუმიდან მოდიოდა და ამ სიშორიდან ჩანდა. შვილო, სვანები გიყვარდეს, მაგათმა სიცოცხლე მაჩუქესო _ სულ მეუბნებოდა დედაჩემი, რომელიც 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. დედაჩემი ლანჩხუთზე ძალიან იყო შეყვარებული და ამ სითბოს მე დღესაც ვგრძნობ. `ბესარაბიის~ სასაფლაოდედაჩემი, მამაჩემი და ჩემი ძმა იური აგარაკის სასაფლაოზე არიან დაკრძალულები. ეს ადგილი ძალიან ძვირფასია ჩემთვის. ასევე ცალკე მინდა გითხრათ ჩვენი უბნის სასაფლაოზე, რომელსაც `ბესარაბიის~ სასაფლაოს ეძახიან. იქ ყველა ადამიანი ჩემი ახლობელია. ეზოს შესასვლელში სამრეკლოა აშენებული, რომელიც ძალიან ლამაზი გახლავთ. როცა ჩამოვედი, იქვე ღორღი იყო დაყრილი, რომელიც იქაურობას თავის პეწს უკარგავდა, ამიტომ გადავწყვიტეთ იქაურობა გაგველამაზებინა. ლევან ჩხაიძე დამეხმარა და მართლაც გავალამაზეთ შესასვლელი. ყველა საფლავის ფოტო მაქვს, რომელიც ამ სასაფლაოზეა. გასულ წელს ჩამოვიარე და ყველა გადავიღე. შემდეგ კლიპი გავაკეთე და `იუთუბზე~ დავდე. როცა ჩემები მომენატრება შევდივარ და ვნახულობ ჩემების საძვალეს. ჩემს შვილიშვილს, ბიჭისგან რომ მყავს, ანდერძად ვუბარებ, როცა ამქვეყნიდან წავალ, ჩემი ფერფლი ჩამოიტანონ და ლანჩხუთში, ჩემების გვერდით დაკრძალონ. ბავშვობა და სკოლის წლებიდღევანდელი სასულიერო გიმნაზიის ეზოში ვთამაშობდით ფეხბურთს. მე და თემურ ჩხაიძე, ჩვენი დეპუტატი, ხშირად ერთად ვაგორებდით ბურთს. მეკარეობა მიყვარდა. ჯემსუატ ურუშაძე ჩემზე უფროსია და როცა მის თამაშს ვუყურებდი, ჩემი კუმირი იყო. დღეს მე და ჯემსუატი მეგობრები ვართ, ახლა როგორც კი ჩამოვედი ოჯახში ვესტუმრე და კაი პურიც ვჭამე. რადგან დედა რუსი მყავდა და ამიტომ რუსული სკოლა დავამთავრე. კლასში 8 ვიყავით _ 2 ბიჭი და 6 გოგო. ერთმანეთთან დღესაც კარგი ურთიერთობა გვაქვს. სამხედრო კარიერა და მოსკოვში დასახლებაისე აღმოჩნდა, რომ ყაზანში დავამთავრე სამხედრო სამსახური. შემდგომ მოსკოვში გავაგრძელე კარიერა. რუსულ არმიაში ვმსახურობდი. პოლკოვნიკის ჩინით გავედი პენსიაზე. გენერლის წოდებასაც მივიღებდი, მაგრამ ისეთი რაღაცაები მოთხოვეს, ამას ვერ გავაკეთებდი და ამიტომ დავრჩი პოლკოვნიკად. მე რუსული არმიის პოლკოვნიკი ვარ, ხოლო ჩემი თანაკლასელი ქართული არმიის პოლკოვნიკია. 2 ბიჭი ვიყავით კლასში და ორივეს კარგი სამხედრო კარიერა გამოგვივიდა. რუსულ არმიაში როცა ვიყავი მოსკოვში დავსახლდი, დღესაც იქ ვცხოვრობ. 48 წელია წავედი ჩემი ლანჩხუთიდან, მაგრამ მთელი გულით აქ ვარ და აქაურობა ძალიან მენატრება ხოლმე. ლანჩხუთის ქუჩებში სიარულიროცა ჩამოვდივარ, ფოტოაპარატი თან მაქვს ხოლმე. ახლა 800 ფოტოზე მეტი გადავიღე, შემდეგ ჩემს საიტზე ავტვირთავ და ვნახულობ ხოლმე. ჩემს არქივში უნიკალური ფოტოები მაქვს, რომელსაც შემდეგ სხვადასხვა საიტები მპარავენ. ძველი ლანჩხუთი, ბევრი ისეთი ადამიანია იქ, რომლებიც დღეს გარდაცვლილები არიან. ლანჩხუთის ყველა ქუჩის ფოტო მაქვს. ახლა გადავიღე კიდევ და შემდეგ ძველ ფოტოებს შევადარებ. დავდივარ ჩემი აპარატით ქუჩებში და ძალიან ამაყი ვარ, რომ აქაურობა ჩემთვის ძალიან ახლობელია. დიდხანს ვერ ვრჩები ხოლმე და ვცდილობ, ყველას მოვეფერო და მოვესიყვარულო. მომავალში აუცილებლად ჩამოვალ. ყოველთვის ჩამოვალ, სანამ ამის შესაძლებლობა მექნება და უფალი ინებებს. შემდეგ კი... შვილიშვილს რასაც ვუბარებ ამაზე უკვე გესაუბრეთ. ძალიან მიყვარს ჩემი ლანჩხუთი, თქვენი გაზეთი, სულ ვეცნობი, კარგია, გისურვებთ კვირაში 7-ჯერ გამოსულიყავით. მომიკითხეთ ყველა, მიყვარხართ ჩემო კარგებო! ამაყი ვარ, რომ მე ბორის ჩხაიძე ერთი ლანჩხუთელი კაცი ვარ, რომელსაც აქაურობა დედამ, მამამ და ჩემმა ძმამ შემაყვარა.ფოტო: ბატონი ბორისი ძმასთან, იურისთან ერთად და შვილიშვილებთან

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები