ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ქალი, რომელმაც არაერთს დაუბრუნა ცხოვრების ხალისი და ასწავლა სიკეთის სიყვარული

6-01-2025, 10:40

  ქველმოქმედება ლამაზი სიტყვაა, ქმედება – კიდევ უფრო ლამაზი. ძნელი სათქმელია ვინ იყო, ის პირველი ადამიანი, რომელიც მეორეს უანგაროდ დაეხმარა, მაგრამ დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ კაცობრიობის, ცივილიზაციის ისტორია ამ დღიდან იწყება, როდესაც უფალმა ადამიანებს განუმარტა რა არის სიკეთე და ჭეშმარიტება, უქადაგა ის, რისთვისაც მოვედით ამ ქვეყანაზე. სიკეთე უდავოდ გონიერი, პრაგმატულად მოაზროვნე ადამიანების გადაწყვეტილებაა, ამიტომაც ძნელია მოკლედ ისაუბრო ქველმოქმედი ადამიანების მოტივაციაზე.
ჩვენი ლანჩხუთი პატარა რაიონია, აქ ყველა ყველას იცნობს, ყველამ ყველას შესახებ ყველაფერი იცის, რის გამოც ბუნებრივია გამორჩეული ადამიანები, რომლებიც მუდამ სიკეთეს გაკეთებას ცდილობენ და სხვებსაც ამისკენ მოუწოდებენ, არ გამოგვრჩება არცერთ ჩვენგანს თვალთახედვის არეალიდან. მინდა გესაუბროთ ერთ ძალიან კარგ ქალბატონზე, მას ლანჩხუთის საზოგადეობა მეტწილად იცნობს, ეს გახლავთ სააქციო საქველმოქმედო საზოგადოების ,,საბას" დამფუძნენებელი, ქალბატონი ინეზა კვაჭაძე.
  შეიძლება თამამი დასკვნაა, მაგრამ ასეთ ადამიანებს ღვთისნიერს ვუწოდებთ. ყოველდღიურ ცხოვრებაში იშვიათად ვხვდებით ისეთ ადამიანებს, რომლებიც მხოლოდ სიკეთეზე და ქველმოქმედებაზე ფიქრობენ, სამწუხაროდ, ზოგიერთი გავლენიანი ადამიანი საკუთარი ინტერესების დასაცავად აკეთებს კეთილ საქმეებს. სწორედ ამიტომ ჰყავს სიკეთის თეორიას ამდენი მხარდამჭერი. ისინი თვლიან, რომ სიკეთე მათ ინტერესებს ემსახურება და ქველმოქმედება ყველაზე მარტივ გზად აქციეს საზოგადოებაში, იმიჯის შესაქმნელად, პოპულარობის და მადლიერების მოსაპოვებლად, რასაც მოჰყვება თვითკმაყოფილების შეგრძლება, ქალბატონი ინეზა ასეთი სულაც არაა, ის ემსახურება ჩვენს თანამოქალაქეებს, ზრუნავს მათზე და პატივს სცემს უანგაროდ. მისი სიკეთის საწყისი იყო თანდაყოლილი დაავადებებით გაჩენილი ბავშვებისთვის დახმარება (აუტიზმი, დაუნის სინდრომი, ცერებრალური დამბლა და სხვა). Mმაგრამ მას არც მათი ოჯახის წევრები დაუტოვებია პატივისცემის გარეშე. ინეზა უმეტესწილად გახლავთ მომწოდებელი. იგი შეძლებული საზოგადოებიდან აგროვებს შემოწირულობებს და გადასცემს მათ, ვინც შეჭირვებულად ცხოვრობს, ცხოვრებისეულ მთავარ მოტივად ბედნიერების ძიებასა და მინიჭებას აქცევს ხოლმე. ღვთისნიერი ქალბატონია, მდიდარი არ გახლავთ, მისი სიმდიდრე მისივე ცხოვრებაა, რომელსაც ის ყოველდღიურად ტვირთავს სხვა ადამიანების დასახმარებლად. ხშირად თვალს ვადევნებთ მის ქმედებებს, ძალიან ბევრი მოქალაქე კითხულობს, ეძებს, მან არაერთი ბავშვი გაახარა და გააბედნიერ. არაერთს დაუბრუნა ცხოვრების ხალისი და არაერთს ასწავლა სიკეთის სიყვარული. ის არავის ინტერესებს არ ემსახურება, რასაც ყოველთვის თამამად ვიტყვი. მან კარგად იცის, რამხელა მადლია, როდესაც ერთი ადამიანი მეორეს გვერდით უდგას, ნებისმიერი საჭიროების შემთხვევაში უცხადებს მორალურ თანადგომას, თანაგრძნობას და ამ ყველაფერს აკეთებს უანგაროდ, კარგად იცის, რომ ,,სიკეთე არის ენა, რომელიც ესმის ყრუს და ხედავს ბრმა.~ქალბატონი ინეზა სოფელ ჩიბათის მკვიდრია, მას ერთი შვილი ჰყავს, იგი ყველას ძალიან უყვარს და აფასებს და მისი ცხოვრებიდან გამომდინარე ეს ავტორიტეტი ნამდვილად არ არის შემთხვევითი, მერე რაა თუ მისი სიკეთე შესაძლოა შეუმჩნეველი დარჩეს, ის არ ნებდება და უკან არ იხევს, ვინაიდან არ არსებობს ადამიანებს შორის არ გამოერიოს უმადგური. ადრე მუშაობდა პილიციის პრესსამსახურში არც მაშინ მიუკლია ადამიანებისთვის ყურადღება. M
ქალბატონ ინეზას ვუსურვოთ ჯანის სიმრთელე, სიყვარული, ბედნიერება და ულევი სიხარული, მრავალი კეთილი საქმე. 
მინდა გითხრათ, რომ ქალბატონ ინეზაზე საუბარი შემთხვევითი არ ყოფილა, იცოდეთ სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს. აკეთეთ კეთილი საქმეები, გაუფრთხილდით ერთმანეთს, მიბაძეთ მხოლოდ კარგ ადამიანებს, ამას მოგვიწოდებს უფალიც. ძოგჯერ ყველაფერი არც ისე მარტივია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს, ხშირად ვართ მძიმე სიტუაციების წინაშე და ჩვენს გაკეთებულ სიკეთეს მოსდევს დაუფასებლიობა, უპატივცენულობა და უსამართლობა, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ხანდახან ასეთი ადამიანები იმარჯვებენ და სიკეთე სადღაც კუთხეში უსარგებლოდ რჩება, მაშინ კიდევ ერთხელ იმსხვრევა ჩვენი რწმენა, მაგრამ ამან არ შეგაშინოთ, ეს გამოცდაა და არა მარცხი.
აკეთეთ სიკეთე სიყვარულით, გწამდეთ უფალი და გჯეროდეთ ,,სიკეთე გადამდებია".
                                                                                              გოჩა პაპავა

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 541
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა