ჩოხატაურის სოფელ ხიდისთავში (ყოფილი ოცხანა) გურული ღვინის ფესტივალი მესამედ გაიმართა. ფესტივალში 30-ზე მეტი საოჯახო მარანი მონაწილეობდა. მათ შორის ლანჩხუთიდან 3 მეწარმე. ფესტივალის ორგანიზატორები იყვნენ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, გურიის სამხარეო ადმინისტრაცია, ,,ორბი ჯგუფი” და ,,ასკანელი ძმები.” ფესტივალში აქტიურად მონაწილეობდა შემოქმედის ეპარქია. მიტროპოლიტმა, მეუფე იოსებმა გაავრცელა წერილობითი მიმართვა ადგილობრივი ხელისუფლების და მოსახლეობის მისამართით, სადაც აღნიშნულია თხივნა, რომ სოფელ ხიდისთავს დაუბრუნდეს თავისი ისტორიული სახელი ,,ოცხანა”, რომელიც მე-8 საუკუნიდანაა ცნობილი ისტორიულ წყაროებში. დღეს საქართველოში ვენახის ერთ ერთ საუკეთესო ჯიშად აღიარებული ,,ოცხანური საფერავი” სწორედ აქაური ჯიშია, რომელიც იმერეთში შენარჩუნდა და დღეს ბევრს იმერული ჰგონია. ისტორიული სამართლიანობის აღდგენა კიდევ უფრო შეუწყობს ხელს გურიაში ტრადიციული მეღვინეობის აღდგენა-განვითარების საქმეს.
ფესტივალში მონაწილეობდა გურიის რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატის მენეჯერი გელა ზოიძე, გურიის რეგიონის მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები.
გურული ღვინის ფესტივალი ჩოხატაურში
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 589