ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

გოჩა ცინცაძე: ჩემი ოცნებაა დაკარგული ტერიტორიების შემოერთება

გოჩა ცინცაძე: ჩემი ოცნებაა დაკარგული ტერიტორიების შემოერთება
19-10-2022, 10:54

,,ჰო და არას“ დღევანდელი ნომრის სტუმარია მერის წარმომადგენელი მაჩხვარეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, ტრენერთა ტრენერი საარჩევნო და თვითმმართველობის საკითხებში, გოჩა ცინცაძე.
_ ბატონო გოჩა, გაიცანით თქ­ვენი თავი ჩვენს მკითხველს, გვი­ამბეთ თქვენს შესახებ.
_ პირველ რიგში მადლობა იმი­სთვის, რომ დაინტერესდით ჩემი პერსონით. ვარ ერთი უბრალო პირ­ოვნება, დავიბადე ქალაქ ლან­ჩხუთში, დავამთავრე ლანჩხუთის პირველი საჯარო სკოლა 1980 წელს. პროფესიით ვარ ზოოინჟი­ნერი, მო­მ­ანიჭეს აგროქიმიკოსის წოდებაც, აგრარულ უნივერსი­ტეტში ორჯერ მაქვს აღებული საარჩევნო მოხელის სერტიფიკატი, გავლილი მაქვს ტრენერ­თა ტრენერის სრ­უ­ლი კურსი, აღებული მაქვს საერ­თაშორისო სერტიფიკატები, მაქვს საჯარო სამსახურში მუშა­ობის გამოცდი­ლება.
_ გთხოვთ უამბოთ ჩვენს მკი­თხველს თქვენი შრომითი გამო­ცდილების შესახებ.
_ ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, 1987 წელს მუშაობა დავ­იწყე ლანჩხუთში კომპლექსურ-აგროქიმიურ ლაბორატორიაში, უფროს ინჟინრად. ჩემი ხელმძ­ღვ­ანელი იყო ბატონი კუკური ჯო­რბენაძე, ასევე ქალბატონი სონია ბაუმი, სოფლის მეურნეობის მეც­ნიერებათა დოქტორი. შემდგომში გადამიყვანეს ლანჩხუთის ყველ-კარაქის ქარხნის მთავარ ტექნო­ლოგად, სადაც ვიმუშავე ოთხი წელი, ქარხანას ხელმძღვა­ნელ­ობდნენ ქალბატონი ჯულიეტა კვერენჩხილაძე და ბატონი მიშა მელუა. ვაწარმოებდით ხარისხის ნიშნიან პროდუქციას, ქარხანა იყო ერთ-ერთი მოწინავე რესპუბლ­იკაში. ვაწვდიდით რძეს ერთ წლ­ამდე ასაკის პატარებს, ანაზღ­აურების გარეშე. შემდგომ წლებში ვმუშაობდი ქალაქ თბილისში, თბილისის მერიის ვეტერინარულ სამმართველოში სახელმწიფო ვე­ტ­ინსპექტორად, შემდგომში შპს ,,შავი გედის“ ეკოლოგიის ექსპერ
ტად და ვარკეთილში დიაგნოსტიკური ცენტრის დირექტორად. ამჟამად ვარ მერის წარმომადგენელი მაჩხვარეთის ადმინისტ­რაციულ ერთეულში.
_ გთხოვთ გვიამბოთ, ამჟამინ­დ­ელი თქვენი საქმიანობის შესახებ.
_ ლანჩხუთის მუნიციპალიტე­ტს ჰყავს 16 რწმუნებული, ყველა მათ­განი არის პროფესიონალი თავისი საქმის. რა შემიძლია გით­ხრათ, მე­უხერხულება ჩემი საქმიანობის შესახებ, საუბარი არ მინდა მკი­თხველი გადავღალო. გეტყვით, რომ სოფლის რწმუნებულება არ არის ადვილი, რწმუნე­ბულს აქვს დიდი პასუხისმგებლობა, მას ევა­ლება თითქმის ყველაფერი, უნდა ერკვეოდეს ნებისმიერ საკითხში. პირველად დავინიშნე სპეციალისტად, ჩემი ხელმძღვანელები იყვნენ: გეგა იმნაიშვილი და ვასილ ურუშაძე. ბოლო წლები ვხელმ­ძღვანელობ სოფელ მაჩხვარეთს, სოფელში იყო უამრავი პრობლემა ცენტრალური გზის, სანიაღვრე არხების, ავარიულ მდგომარეობაში მყოფი საცხოვრებელი სახლების და ა.შ. ამ­ჟა­მად სიტუაცია შეც­ვლილია, გაკეთდა ორი თანამე­დროვე ინფ­რასტრუქტურის ორი ხიდი სო­ფ­ელ ჯუნ-მერესა და სოფელ ორა­გვეში, დაიგო ასფა­ლტის შავი საფარი სოფლის ცენტრალურ ქუჩაზე, სამების და წმინდა გიორგის ქუჩაზე. ასევე ამავე ქუჩაზე დამონტაჟდა სან­იაღვრეები. სოფ­ელ ჯუნმერესა და სოფელ ორა­გვეში დასასრულს მიუახლოვდა ცენტრალური გზის რეაბილიტაცია, სოფელ ჯუნ-მერეში მიმდინარეობს სპორტული სტადიონის მშენებლობა, გადაიხურა და სახურავი გადაეცა სტი­ქი­ით დაზარალებულ ოჯახებს, მაგრამ პრობლემური საკითხები სოფელში კვლავ არის. არის რამდენიმე სო­ფლის შიდა გზა, რო­მელიც ავარიულ მდგომარეო­ბაშია. გვაქვს საყანე ფართობების შე­ღობვის პრობლემა, ჩასატა­რებელია რამდენიმე უბანში ნაპირსამაგრი სამ­უშაოები. ვფიქრობ, რომ ხელმძ­ღვანელობის თანად­გომით ეტაპობრივად ეს პრობლემაც მოგვარდება. ასევე გვა­წუხებს წყლის პრობლემაც გარ­კვეულ უბნებში.
_ ვის გაიხსენებდით თქვენი მუშაობის პერიოდში?
_ ბევრი ადამიანის გახსენება შემიძლია, მაქვს სათანადო რესურსი ამ საკითხზე, მაგრამ გავიხს­ენებდი ქალბატონ ვარდო კვას­ხვაძეს, ქალბატონ ლილი წილ­ოსან-სარიშვილს, თეა გოგუაძეს, პატარა მარიამ ბისიეშვილს, რომლებიც დღეს სამწუხაროდ ჩვენს გვერდით არ არიან.
_ გვიამბეთ თქვენი სტუდენტობისა და მეგობრების შესახებ.
_ სტუდენტობის წლები ყველაზე ტკბილად მაგონდება, სტუდენტობის დროს ბევრი მეგობარი შევიძინე, რომელთანაც დღესაც მაქვს ურთიერთობა და კომუნიკაცია. ჩემი მეგობრებიდან მამუკა კოტეტიშვილი პროფესორია, იაგო მაჩაბელი, გია ჯავახიშვილი, ზურაბ ერქომაიშვილი წარმატებული ბი­ზ­­ნესმენები. ზოგი მათგანი საქა­რ­თველოშია, ზოგი უცხოეთში მო­ღვაწეობს.
_ ყველაზე ბედნიერი და ტკ­ივ­ილიანი დღე თქვენს ცხო­ვრებაში?
_ ყველაზე ბედნიერი დღე ჩემს ცხოვრებაში არის ჩემი შვილის, აჩი ცინცაძის დაბადება. თუმცა ტკივილიანი დღეებიც ბევრი მაქვს გამოვლილი. ყველაზე მტკივნეულად მახსენდება 27 სექტემბერი, სოხუმის დაცემის დღე და მამის გარდაცვალება.
_ ცოტა რამ თქვენი ოჯახის შე­­სახებ.
_ მყავს ერთი შვილი, აჩი ცინ­ცაძე, სამხატვრო აკადემიის გრა­ფიკული დიზაინის მე-4 კურსის სტუდენტი, უყვარს წყალ­ბურთი, იმოგზაურა ბევრ ქვეყ­ანაში, უცხ­ოეთში; დედა _ დინერი ცინცაძე, პენსიონერი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ყოფილი თანამ­შრომელი.
_ რას ისურვებდით?
_ ვისურვებდი დაკარგული ტერიტორიების შემოერთებას, ქვე­ყნის სიძლიერეს, აღმასვლას და წარმატებას, რომელიც ერთიანად შეე­ხება ყველას. თუ ნებას მო­მცემთ თქვენს ინტერვიუში მოვიხმარ პატრიარქის, ერის სულიერი მამის, ილია მეორეს შემდეგ სი­ტყვებს:
,,როდოს იქნება? როგორ იქნება?
როცა კითხვები გულში ისმება,
ნუ უფიქრდები უაზრო კითხ­ვებს, 
ღმერთის წყალობით.
სუყველაფერი კარგად იქნება!"

 მაია კუკულაძე

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 713
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა