ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო
26-09-2022, 11:37

იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა სანოფი პასტეურ-ის წარმოების ოთხ-კომპონენტიანი ვა­ქცინა უკვე შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.
გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რისკ ჯგუფებს, ვისაც დაავადების გართულების მომატებული რისკი აქვთ, უფასოდ ჩაუტა­რდებათ.
რისკის ჯგუფის მოქალაქეებს შე­უ­ძლიათ მიმართონ ვაქცინაციის  მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებს სერვისის მისაღებად, თან უნდა იქონიონ საკუთარი სტატუსის დამადასტურებელი ცნობა.  გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროც­ესში ქვეყნის მასშტაბით 400-მდე სამედიცინო დაწესებულება არის ჩართული.
2022-2023 წლის გრიპის სეზო­ნ­ისათვის, საქართველოში ვაქცინაციას დაქვემდებარებულ რისკჯგ­უფებად განისაზღვრა:
ა)სპეციფიკური ქრონიკული დარ­ღვევის მქონეთაგან:
• დიაბეტის მქონე პირები;
• დიალიზზე მყოფი პირები;
• ჩ ჰეპატიტის მქონე პირები (მხოლოდ მკურნალობაზე მყოფნი);
• აივ ინფექცია/შიდსის მქონე პირ­ები;
ბ)სხვა პრიორიტეტული ჯგუ­ფები:
• ბავშვთა (მ.შ. მცირე საოჯახო ტიპის) და მოხუცთა თავშესა­ფრე­ბის ბენეფიციარები და მათი მომ­ვლელი პერსონალი;
• ორსულები;
• 60 წლის და უფროსი ასაკის ხანდაზმული პირები;
• ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სკოლები) პედაგოგები;
•საქართველოს ოკუპირებული ტე­რიტორიებიდან დევნილთა, შრო­მის, ჯანმრთელობისა და სოციალ­ური და­ცვის სამინისტროსა და მის კონტროლს დაქვემდებარებული სა­ჯარო სამართლის იურიდიული პი­რების თანამშრომლები;
• მუნიციპალური საზოგადოებრ­ივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრების თანამშრომლები;
გ)სავალდებულო იმუნიზაციას დაქ­­ვემდებარებული პროფესიული ჯგუფები:
• ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი; • ვეტერინარიასა და გარემოს დაცვის სფეროში მომუშავე პერსონალი;
• სხვა პროფესიული საქმიანობის ჯგუფი საგანმანათლებლო, სააღმზ­რდელო,  საგანმანათლებლო-სააღმ­ზრ­­დელო დაწესებულებების პედაგოგები, აღმზრდელები, სხვა პერსონალი;
• თავდაცვის, უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების თანამშრომლები;
• პენიტენციურ დაწესებულებაში მომუშავე პერსონალი.
აღსანიშნავია, რომ გრიპის მიმდინარე სეზონზე აგრეთვე მიმდინარეობს მოსახლეობის ჩOVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაც, უსა­ფრთხოების და ეფექტურობის შეს­ახებ ამ ორი ვაქცინის ურთიერთქ­მედების შესწავლის შედეგად,ჩDჩ-ის (აშშ, ატლანტა) რეკომენდაციის თა­ნახმად შესაძლებელია  ჩOVID-19-ის ვაქცინის და გრიპის ვაქცინის ერთდროული ადმინისტრირება (ერთ ვიზიტზე, სხვადასხვა ზედა ჩOVID-19 ვაქცინის და გრიპის ვაქცინის ერთდროული ადმინის­ტრირება (ერთ ვიზიტზე, სხვადასხვა  ზედა კიდურზე - მხრის ზედა ნა­­წილში, დელტისებურ კუნთში) თუ აცრები არ  გაკეთდა ერთ ვიზიტზე, მაშინ მათ შორის ინტერვალის დაც­ვა არ არის საჭირო.
ჩვენს მუნიციპალიტეტში გრიპის საწინააღმდეგო აცრის ჩატარება შე­საძლებელია შპს ,,მედალფას“ და შპს ,,რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ კლინიკებში, ასევე ყველა სოფლის ამბულატორიაში.
გისურვებთ ჯანმრთელობას!

ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 559
FACEBOOK კომენტარები