ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ადგილობრივი თვითმმართველობის არსი მარტივ ენაზე

ადგილობრივი თვითმმართველობის არსი მარტივ ენაზე
19-09-2022, 12:05

ხუთი შეკითხვა ადგილობრივი თვითმმართველობის ექსპერტს
1. რა არის ადგილობრივი თვით­მმართველობა?
მიხოს თუ შუქი გამოერთო სახ­ლში, პირველ რიგში შეიკურთხებს, მერე გარეთ გამოვა და მეზობელი შავგოგიას სახლს გახედავს რომ გაარკვიოს უშუქობა მისი პირადი პრობლემაა, თუ საზოგადო. თუ შავ­გოგიას სახლში შუქია, მიხოს მოუწევს პირადი პრობლემის დამოუკიდებლად მოგვარება, დაზიანების ძიება სახლში. თუ შუქი შავგოგიასაც არა აქვს, ეს უკვე საზოგადო პრობლემაა და მიხოს უბანს მოუწევს ამ საზოგადო პრობლემის მოგვარებაზე ზრუნვა. მაგალითად, მამათ­ში საყანე ფართობება­მდე მიმავალი ხიდი ასაღდგენი რომ არის, ღრმაღელეში შიდა გზები რომ სარემონტოა, ჯურუყვეთში რომ წყალი არ არის და ა.შ. ეს ადგილობრივი პრობლემებია და სწორედ ამ პრობლემების მოსაგვარებლად არსებობს ადგილობრივი თვითმ­მა­რთველობა. ადგილობრივი თვითმმართველობა არის ადგილობრივი მოსახლეობის უფლება და შესაძლებ­ლობა სახელმწიფოსგან და­მ­ო­უკიდებლად მოაგვა­როს ადგილობრივი საქმეები მის მიერ არჩეული მერისა და საკრებულოს მეშვეობით, ამიტომ მნიშვნელო­ვანია ავირჩიოთ ისეთი ადამიანები, რომლებიც ჩვენს პრობლემებს მოაგვარებენ და არა გამომგზავნი პარტიის ინტერესს დაიცავენ.
2. არის თუ არა თვითმმართველობა მთავრობის, ცენტრალური ხელისუფლების ნაწილი?
თუ მიხოს უბანი ქეიფობს და თამადა მიხოა, იგი არ არის ვალდებული იგივე სადღეგრძელოები თქვას, რასაც კახეთის გუბერნატორი ამბობს თამადობისას თავის წრეში. გუბერნატორმა არ იცის მიხოს სამ­ეზობლოში ვისი დაბადების დღეა, მიხომ იცის და დალოცავს მას. სწორედ ასევე, ადგილობრივი თვი­თმმართველობა ორიენტირებულია ადგილობრივი მომსახურების განხორციელებაზე და იგი აბსოლუტურად დამოუკიდებელია ცენტრალური ხელისუფლებისგან. მისი ფუნქციებია: ადგილობრივი გზების, პარკების, სასაფლაოების, წყალგაყვანილობის, საბავშვო ბაღების, სპორტული მოედნების, ნაგვის გატანის და სხვა ადგილობრივი მნიშვნელობის საქმეების მოგვარება. ეს ფუნქცია სხვას, მათ შორის ცენტრალურ ხელისუფლებას არა აქვს. ამიტომ, თვი­თ­მმართველობის გარდა ადგილობრივ პრობლემებს არავინ და ვერავინ მო­აგვარებს. თუმცა, თუ სოფელში სა­ბავშვო ბაღამდე მისასვლელი გზა დაზიანებულია და გვიჭირს ბავ­შვების მიყვანა, ჯერ გზა რომ უნდა გავარემონტოთ და მერე ბაღის შენ­ობას მივხედოთ, ეს მიხვდეს უნდა მერმა და საკრებულომ. ცხადია ასე არ იქნება, თუ ბაღის შენობის რეაბილიტაციიდან მეტ „ატკატს“ ელოდება ვინმე რეაბილიტაციისთვის საჭირო მეტი თანხის გამო, ვიდრე მისასვლელი გზის მოხრეშვიდან ან გამომგზავნი პარტიის ლიდერის ბიძაშვილს უნდა ბაღის ტენდერი მოიგოს.
3. რა არის ადგილობრივი თვი­თმმართველობის ბიუჯეტი?
მიხოს და მაროს მათი გოგოს, ნატას ქორწილი აქვთ დაგეგმილი. იანგარიშა მიხომ და ქორწილი 10 000 ლარი ჯდება, ამიტომ დაიწყო თანხის მოპოვებაზე ზრუნვა. ორი ტონა ღვინო გაყიდა და მიიღო 6 000 ლარი, იქვე ორი ხარიც გაყიდა ფერმიდან და 3 000 ლარი მიიღო. დარჩენილი 1000 ლარის მოსა­ძი­ებლად მიკროსაფინანსო ორგანიზაციას მიმართა, ესაუბრა ქორწილიდან შესაძლო შემოსავლებზე და სასესხო ხელშეკრულება გააფორმა. საბოლ­ოოდ, მიხომ ქორწილის ბიუჯეტის შემოსავლები მიიღო და შესაძლებ­ელი გახდა ქორწილის გამართვა. ეს მიხოს ოჯახის ბიუჯეტია. თვითმმა­რთველობას ბიუჯეტი სჭირდება, რა­თა შეძლოს ადგილობრივი სერვისების განხორციელება. ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტი, ეს არის თვითმმართველობის ერთ­წლი­ანი სამუშაო გეგმა გამოხატული შე­მოსავლებში, ხარჯებში და შესაძლო ნაშთში. მნიშვნელოვანია რომ ბიუჯეტი სწორად იქნას შედგენილი, განსაკუთრებით ხარჯვით ნაწილში, რომ ადგილობრივი პრობლემები ეფექტურად/ეფექტიანად იქნას მოგ­ვა­რებული.
4. რას ნიშნავს ეფექტური და ეფექტიანი თვითმმართველობა?
მიხომ რქაწითელის მოსავალი მოიწია, შარშანდელივით ბევრი ყუ­რ­ძენინი ვერ მიიღო, ამიტომ იყიდა შაქარი და მიღებული ღვინის რაოდენობა გააორმაგა. მიხოს მარანში ღვინის რაოდენობა ბევრი და ე.ი. ეფექტური იყო. მაგრამ ღვინის გაყ­იდვის დრო რომ მოვიდა, რადგან ღვინო შაქრიანი იყო მისი ფასი არ ასცდა ორ ლარს. აი, შავგოგიას ღვის ფასი კი 5 ლარია. მიხოს პროგრამა არ აღმოჩნდა ეფექტიანი. ადგილობრივი თვითმმართველობის მაგალ­ითი: თუ მდინარეზე თვითმმა­რ­თვე­ლობამ ხიდი ააშენა, რომელიც 100 000 ლარი დაჯდა და ძალიან ლა­მაზია, ის ეფექტურია. მაგრამ თუ ამ ხიდზე თვეში 5 ადამიანის მეტი არ გაივლის მაშინ მისი სოციალური ფასი ნულია და ხიდი არაეფექტიანია. ამდენად თვითმმართველობა მაშინ არის წარმატებული, რო­ცა მისი განხორცი­ელე­ბული საქმიანობა ეფექტურიცაა და ეფექტიანიც. თუ სო­ფელში 10 ბავშვია საბ­ავშვო ბაღის ასაკის და მიმოხილვად მომავალშიც ბავშვების რაოდენობა არ გაიზრდება, მაშინ ორსა­რთულიანი ბაღის შენობა არ უნდა ააშენო და თა­ნხის ნაწილი მისასვლე­ლი გზის რემონ­ტზე უნ­და გადაანა­წილო.
5. რას ნიშნავს პროგრამული ბიუჯეტი?
მიხო სკოლაში თავის 10 წლის შვილს, გოგიტას ყველა დღე ერთ ლარს ატანდა სახარჯად. პირველი სემესტრის შემდეგ მოიკითხა გოგიტას ნიშნები და აღმოჩნდა რომ გოგიტა არცთუისე წარმატებულად სწავლობდა. მიხომ ტაქტიკა შეც­ვალა და გოგიტას უთხრა მაღალი ნიშნების შემთხვევაში მიიღებ ორ ლარს, დაბალი ნიშნების შემთხვევაში კი 50 თეთრს. მიხომ გოგიტას ხარჯვითი ბიუჯეტი შეცვალა შედ­ეგ­ზე ორიენტირებული ბიუჯე­ტით. თვითმმართველობას აქვს ბევრი ფუ­ნქცია. ამჟამინდელი ბიჯეტები დიდწილად არის ხარჯვითი, რადგან ფორმირების დროს გათვლილია ხე­ლ­ფასებზე, საწვავზე, პრემიებზე და ა.შ. ბევრად უმჯობესია მაგალითად, თუ სპორტული ცენტრის ჭიდაობის სექციას მიზნად დავუსახავთ წლის მანძილზე 5 ჩემპიონის გაზრდას. ას­ეთ შემთხვევაში ყველა ხარჯი იქნება ორიენტირებული შედეგზე და არა ხარჯვაზე. სწორედ ეს არის პროგრამული ბიუჯეტის არსი, რომე­ლზეც არამცდარამც არ გა­დადის ჩვენი თვითმმართველობა, რა­დგან დღე­ვანდელი დღით აზროვნებს და მომავლისკენ არ იყურება.

ამირან გიგინეიშვილი
ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 720
FACEBOOK კომენტარები