ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ნიშანს მაშინ მოაქვს სიხარული, როცა იცი, რომ ეს შენი ნიჭისა და შრომის შედეგია...

ნიშანს მაშინ მოაქვს სიხარული, როცა იცი, რომ ეს შენი ნიჭისა და შრომის შედეგია...
6-07-2022, 14:28

გამოხმაურება წერილზე - ,,ღია წერილი პედაგოგიურ საზოგადოებას, ყველას, ვისაც განათლების სისტემაში არსებული პრობლემები აღელვებს!"
ქართულ განათლების სისტემას უამრავი პრობლემა რომ აქვს, ცხა­დზე ცხადია. პრობლემები კო­მპლე­ქსურია და ამიტომ, ერთი კო­ნკრეტული „რეცეპტი“ არ არ­სებობს. უპირველეს ყოვლისა, სა­ჭოროა დიაგნოსტიკა და შემდეგ ერთიანი სტრატეგია, მოკლე და გრძელვადიანი გეგმებით. 
მუდმივად ვსაუბრობთ, რომ ქვე­ყნის წარმატების გზა განათ­ლე­ბაზე გადის და სამწუხაროდ, საე­რთაშორისო კვლევებში მაჩან­ჩა­ლა პოზიციებზე ვრჩებით. 
დამნაშავის ძებნა შორს არ არ­ის საჭირო,  ხელისუფლების ვა­ლ­დებულებაა ხარისხის უზრუნველყოფა. მოსწავლეების კონ­ს­ტი­ტუციითა და კანონით გარანტი­რე­ბული უფლებაა ხარისხიან გა­ნათლებაზე თანაბარი წვდომა.
შესაძლოა, სწორედ ხარისხისადმი უნდობლობამ წარმოშვა უნ­დობლობა შეფასებებისადმი. ერ­თია, რომ მოსწავლეს აქვს კანონიერი უფლება ნიშანი გა­მოცდის გზით აიმაღლოს და მეორეა, რო­ცა ამას აქვს მასობრივი ხა­სიათი. 
ჩნდება კითხვა: მასწავლებელი არის მიკერძოებული, არაკომპეტენტური, უსამართლო?
ბატონი სოსოს შემთხვევაში, ვფ­­ი­­ქრობ, ამას ვერავინ იტყვის. მეტიც, მისი პროფესიონალიზმი, საქმისადმი და შესაბამისად, ბა­ვ­შვ­ებისადმი ერთგულება და უპ­ირ­ობო მსახურება საყოველ­თაოდ ცნობილი ფაქტია.
ზოგადად, რომ ნიშნებზე და­ფუ­ძნებული პროცესი მანკიერ პრა­­ქტიკად იქცა, ეს აშკარაა, საბ­ჭოური მიდგომის ანარეკლია. შე­ფ­ასების გამჭვირვალობისთვის სა­სწავლო პროცესში შეფასების რუ­­ბრიკების სათანადოდ გამოყენება არის ყველაზე მეტად მი­ზა­ნ­შეწონილი, როცა მოსწავლე თა­ვად ახდენს საკუთარი შედ­ეგების შეფასებას, რაც მასში თვი­თ­შე­ფასების უნარის განვი­თარებას უწყობს ხელს.
განვმეორდები და ვიტყვი, რომ მოსწავლეს, რა თქმა უნდა, აქვს აბსოლუტურად ლეგიტიმური უფ­ლება ნიშნის ამაღლებისთვის  მო­ითხოვოს გამოცდა და ეს პროცესი არ უნდა ბადებდეს მანიპულაციის, გაყალბების ეჭვებს და საგამოცდო საკითხები უნდა აკ­მაყოფილებდეს ეროვნული სას­წავლო გეგმის საგნობრივი სტანდარტის მოთხოვნებს.
იმ შემთხვევაში, თუ გამოცდის შედეგები ბადებს ეროვნულ სას­წა­­ვლო გეგმასთან შეუსაბამობის და მეტიც მანიპულაციის ეჭვებს, ეს შესაძლოა გახდეს მოკვლევის სა­გა­ნი, როგორც სკოლის ადმინისტრაციის, ისე განათლების სამინისტროს მხრიდან.
და ბოლოს, მე-3 კლასში მშო­ბლიურ ენაში მივიღე  „3“, მაგ­რამ სკოლა, საქართველოში სა­უკე­თე­სო პედაგოგის - ელენე სუ­რ­­გუ­ლაძის შეფასებით, ქარ­თულ ენ­ასა და ლიტერატურაში, დავა­მთავრე   შეფასებით - 5/5-ზე. ამ­ით იმის თქმა მსურს, რომ ნიშანს მაშინ მოაქვს სიხარული, როცა იცი, რომ ეს შენი ნიჭისა და შრო­მის შედეგია. 
ყველა მოსწავლეს ვუსურვებ წარმატებას და ბატონ სოსოს, ნა­ყოფიერ და დაფასებულ საქმიანობას.

ნინო კვიტაიშვილი 
განათლების ექსპერტი

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 1 021
FACEBOOK კომენტარები
მსგავსი სიახლეები
ვრცლად
ღია წერილი პედაგოგიურ საზოგადეობას, ყველას, ვისაც განათლების სისტემაში არსებული პრობლემები აღელვებს! ღია წერილი პედაგოგიურ საზოგადეობას, ყველას, ვისაც განათლების სისტემაში არსებული პრობლემები აღელვებს!
ღია წერილი პედაგოგიურ საზოგადეობას, ყველას, ვისაც განათლების სისტემაში არსებული პრობლემები აღელვებს!
4-07-2022, 11:18
ვრცლად
სკოლას შეუძლია პედაგოგებისთვის დაიქირაოს ტრანსპორტი, შეუძლია დაუფინანსოს მგზავრობა“ – მინისტრის მოადგილე სკოლას შეუძლია პედაგოგებისთვის დაიქირაოს ტრანსპორტი, შეუძლია დაუფინანსოს მგზავრობა“ – მინისტრის მოადგილე
სკოლას შეუძლია პედაგოგებისთვის დაიქირაოს ტრანსპორტი, შეუძლია დაუფინანსოს მგზავრობა“ – მინისტრის მოადგილე
15-01-2021, 17:38
ვრცლად
სხვა თუ აპირებს პრემიერ-მინისტრობას, უნდა თქვას, მაგრამ თავისი გეგმა უნდა წარადგინოს სხვა თუ აპირებს პრემიერ-მინისტრობას, უნდა თქვას, მაგრამ თავისი გეგმა უნდა წარადგინოს
სხვა თუ აპირებს პრემიერ-მინისტრობას, უნდა თქვას, მაგრამ თავისი გეგმა უნდა წარადგინოს
5-08-2020, 21:38
ვრცლად
ნინო ჩიტაძე: მე ვურჩევდი ჩვენს ახალგაზრდებს, აქტიურად გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა რესურსი  იმისათვის, რომ, რაც შეიძლება მეტი საჭირო უნარი და ცოდნა დააგროვონ
ნინო ჩიტაძე: მე ვურჩევდი ჩვენს ახალგაზრდებს, აქტიურად გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა რესურსი იმისათვის, რომ, რაც შეიძლება მეტი საჭირო უნარი და ცოდნა დააგროვონ
15-02-2021, 12:59
ვრცლად
5 ოქტომბერი მასწავლებელთა საერთაშორისო დღეა! 5 ოქტომბერი მასწავლებელთა საერთაშორისო დღეა!
5 ოქტომბერი მასწავლებელთა საერთაშორისო დღეა!
5-10-2016, 00:00
რეკლამა