ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ამირან გიგინეიშვილი: მუნიციპალური ბიუჯეტი, უნდა იყოს ორიენტირებული არა ხარჯვაზე, არამედ შედეგებზე

ამირან გიგინეიშვილი: მუნიციპალური ბიუჯეტი, უნდა იყოს ორიენტირებული არა ხარჯვაზე, არამედ შედეგებზე
16-02-2022, 12:11

,,ჰო და არას" სტუმარია ექ­სპერტი თვითმმართველობის საკი­თხებში, ამირან გიგინეიშვილი.
_  როგორი უნდა იყოს თვით­მმართველობა და როგორი არის დღეს?
_  მოგესალმებით, მადლობა რომ მოხვედით ინტერვიუსთვის. პირ­ველ რიგში ასეთი შეკითხვა მიჩ­ნდება ხოლმე, როცა თვითმმა­რ­თველობასთან მაქვს შეხება სხვა­დასხვა საკითხებზე, როგორ უნდა მოიქცეს არჩეული საკრებულოს წევრი ან არჩეული მერი, როგორც მას მიაჩნია სწორად, თუ როგორც ეს ხალხს უნდა? რა თქმა უნდა, პასუხი არის ერთი - „როგორც ხალხს უნდა“, თუმცა არის მეორე პასუხიც, რომელიც ასევე სწორია: მას აქვს დელეგირება მისი არჩევის პერიოდით, რომ ისე მოიქცეს, როგორც მას სწორად მიაჩნია კონკრეტული საკითხის გადაწყვეტისას. მას ხომ ხალხის მანდატი აქვს ამის გა­საკეთებლად. მაშინ ეს დილემაა, ერთის მხრივ, როგორც ხალხს უნდა, მეორე მხრივ - როგორც თავად მიაჩნია სწორად. გამომდინარე აქედან, ძალიან მნიშ­ვნე­ლოვანია, ადგილობრივი გადაწყვე­ტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა სრულფასოვანი ჩარ­თვის უზრუნველყოფა. ჩვენ შევ­უერთდით სხვადასხვა მიმართუ­ლებით ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებას. იქ­ამდე კი, ჯერ კიდევ 2002 წელს, შევუერთდით და ხელი მოვაწერეთ ევროპის თვითმმარ­თველობის ქარტიას, სა­დ­აც ნათქვამია, რომ მუდმივად უნდა იყოს მოსახლეობა ჩართული გა­დაწყვეტილების მიღ­ების პრო­ცეს­ში და ასევე შეე­რთებული ვართ ე.წ. უტრეხტის ოქმს, რაშიც ხა­ლ­ხის მონაწილეობის აუცილებ­ლობაზე ხაზია გასმული. უნდა ითქვას, რომ ევროპის ბევრ ქვე­ყანაში მუნიციპალი­ტეტებში საერ­თოდ არ არის არ­ჩეული მერი, ან საკრებულო ირ­ჩევს, ან თავად საკ­რებულოს თავმჯდომარეა მერი და მაინც, ძალიან მნიშვნელოვნად მია­ჩნიათ, მოქალაქეთა მონაწილეობა. გარკ­ვეული ნაბიჯები ამ მიმ­არ­თუ­ლებით უკვე გადადგმულია ჩვენს ქვეყანაში, თუმცა ამ მხრივ მაინც ბევრი სამუშაოა.
ჩემთვის ყველაზე მნიშვნელო­ვანია ორი მომენტი. ერთი _ მოსა­ხლეობა გადაწყვეტილებების მი­ღების დროს  მუდმივად იყოს ჩა­რ­თული და მეორე _ მუდმივი კო­მ­უნ­­იკაცია იყოს თანამდებობის პი­რებსა და მოსახლეობას შორის. რაც შეეხება მეთოდებს, არის გარ­კვეული მეთოდები, რომელიც ჩვენ­თან არის გაწერილი თვით­მმარ­თ­ველობის კოდექსში. მაგალ­ითად მე­რის მრჩეველთა საბჭოები. საქა­რთველოს მუნიციპალიტეტების უდი­დესს ნაწილში არსებობს მრჩე­ველთა საბჭოები, თუმცა ნომინალურია, რადგან მრჩეველთა სა­ბ­ჭოს რჩევები ბევრ შე­მთხვებში გა­უთვალისწინებელია. დასხდები­ან, ისაუბრებენ და მორჩა. საბჭო არსებობს ფორმალურად, მაგრამ რჩევებს არავინ არ ით­ვალ­ის­წი­ნებს. არის მეორე მეთოდი ე.წ. დასახლების საერთო კრებები, რო­მ­ელიც ასევე არ ფუნქციო­ნირებს, ძირითადად იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ თუ ასეთი კრება ფუნქციონირებს და მერე ოფ­ი­ციალურად შეიკ­რი­ბა მოსახ­ლეობის 20% და კონკრეტული მოთხოვნები და­აყ­ენა დასახ­ლე­ბა­ს­თან მიმა­რთება­ში, მუნიციპალი­ტე­ტის წინაშე, მერე უკვე მერი და საკრებულო ვა­ლდე­ბული ხდე­ბიან წელი­წადში ორ­ჯერ მივიდნენ იმ დასახლება­ში, სადაც ასეთი ოფ­იციალური კრება არსებობს და ანგა­რიში ჩააბა­რ­ონ. უნდა ეს ახ­ლა ად­­­გი­ლობ­რივ თვი­თმ­მარ­თ­ვე­ლ­ობას, რომ ან­გა­რიშები აბ­ა­რ­­ონ, მაგალ­ითად ლანჩხუ­თის 55 დასა­ხლე­ბულ პუნქტს თუ ყველგ­ან იარსებებს დასახლების კრებები? რა თქმა უნდა, არა! არსებობს კი­დევ სხვა მეთოდები, როგორიცაა მო­ნაწილეობითი ბიუჯეტირება. მინდა ვთქვა, რომ მონაწილეობითი ბიუჯეტირება ლანჩხუთში წარ­მატე­ბით დაიწყო 2 წლის წინ, თუ­მცა იყო გარკვეული ხარვეზები, რო­მელიც აუცილებლად გამოსასწორებელია. არ დავკონკრეტდები ახლა ამ ხარვეზებზე. ასე ვთქვათ, მონაწილეობითი ბიუჯეტირების, შედეგად გამოყოფილი თანხა არ გადაეცემა იმ ადგილობრივ თემს, საიდანაც წამოვიდა საპროექტო იდეა, უბრალოდ მუნიციპალი­ტე­ტში არსებული პრობლემების პრი­ორიტეტი­ზაციაში ერთვება მო­სა­ხლეობა  და ეს არის მნი­შვნე­ლო­ვანი. ეს არ არის არც გრანტი, არც თანხის გადაცემა. რა უნდა გა­აკეთოს მუნიციპალიტეტმა, ამას განსაზღვრავს მოსახლეობა რაღაც საქმეები ხომ ისედაც გასაკეთებე­ლია. აქედან გამომდინარე მოსა­ხ­ლე­ობა უნდა იყოს ჩართული, არა აქვს მნიშვნელობა ვისგან წამოვა საპროექტო იდეა, სამი იდეა წამოვიდეს შეიძლება  ადამიანებისგან, რო­მლებიც ახლოს არიან მერია­სთან ან საკრებულოსთან, მაგრამ წამოვიდეს მეოთხე იდეა, რომელსაც კარგად დააორგანიზებს კონ­კრეტული მოქალაქეთა ჯგუფი და ხმების მეტი რაოდენობით მოიგებს ეს პროექტი. შედეგად, მუნიციპა­ლიტეტი იძულებული გახდება ხალხის მოთხოვნით ეს პროექტი განახორციელოს. მონაწილეობითი ბიუჯეტირება ხორციელდება: ზუ­გდიდში, აბაშაში, ოზურგეთში, თელავში, ამბრლაურში, ტყიბულში, ლანჩხუთში. გარდა დიდი ქალაქებისა, რადგან რთულია ამისი განხორციელება. მუნიციპალური ბი­უ­ჯეტი,   რომელიც დაახ­ლო­ებით 20 000000-მდეა, უნდა იყოს ორიენტირებული არა ხარჯვაზე, არამედ შედეგებზე. ამის უზრუნველყოფას აკ­ე­თებს ე.წ. „პროგრამული ბიუჯეტი“. რას ნიშნავს პროგრამული ბიუ­ჯე­ტი? თუ მე ვამბობ, რომ წელს თა­ნხებს მივმა­რ­თავ გზებისკენ და პრიორიტეტი იქნება შიდა გზების რე­მონ­ტი და ამაზე მივმართავ მაგალითისთვის 10 000 000 ლარს, ეს იქნება ხარჯვითი ბიუჯეტი ანუ კლასიფიცირებული ბიუჯეტი, მაგრამ თუკი მე დავწერ, წლის ბოლოს 13 კილომეტრზე დაიგება ასფალტი, 4 კილომეტრზე დაიგება ბეტონის საფარი, გარდა ამისა 17 კილომეტრზე მოპირ­კეთდება გზის საფარის გვერდითი ნაგებობები და სანიაღვრე არხები, უკვე  გაზომ­ვითი ხდება შედეგი და წლის ბოლოს ჩახედავს მოქალაქე და ნახავს, გაკეთდა თუ არა ეს. ამისკენ ნაბიჯები გადადგმული არის, მაგრამ ბოლომდე არა, იმიტომ რომ, ასეთი ბიუჯეტის შედ­გენას, სჭირდება გარკვეული ცო­დნა, გამოცდილება, უნარები და გარდა ამისა, უნდა იყოს ნება და სურვილი, იმიტომ რომ, თუ მე ჩავწერ რომ გზაზე დავხარჯავ 10 000 000-ს და მეტს არაფერს, ისინი ვერ მომთხოვენ პასუხს თუ რაში დავხარჯე ეს ფული, თუ მეცოდინება, რომ 17 კმ. მაქვს დასაგები და მერე ნახავენ, რომ 13 მაქვს დაგებული, შეუძლიათ თქვან, სად წავიდა დანარჩენი? ასე რომ, ადგილობრივი თვითმმართველობის მნიშვნელოვანი ასპექტები არის ნათელი, გამჭირვალე, ბიუჯეტირება, წინასწარ დასახული მოსალოდნელი შედეგები და ბიუჯეტის ხარჯვის სრულფასოვანი მონიტო­რინგი. 
კიდევ ერთი მომენტია რასაც ჰქვია, ფისკალური დეცენტრალიზ­აცია. ეს ნიშნავს, რომ ადგილობრივი შემოსავლები უნდა იყოს უფრო მეტი, ვიდრე დღეს არის, რომ დავსვა ახლა შეკითხვა, ლა­ნ­ჩხუთის ბიუჯეტს დამატებული საქართველოში არსებული კი­დევ 63 თვითმმართველობის ბი­უჯეტი, ჯამში ხომ რაღაც თანხას შეა­დგენს, ამას კიდევ დამატებული სა­ქართველოს ბიუჯეტი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტები - ამას ჯამში ჰქვია კრებსითი ბიუჯეტები. მერე რომ გამოვაკლოთ ცენტრალური ბიუჯეტი, რამდენი პროცენტი და­რჩება? ანუ თვითმმართველობის შე­მოსავლები, ადგილობრივი ბიუჯეტებიდან იცით რამდენი პროცენტია? 7%-ია. ანუ მთელი თანხა თავმოყრილია ცენტრალურ ბიუ­ჯე­ტში და ურთერთობებიდან გა­მომდინარე ხდება მერე თანხის გა­დმორიცხვა, ეს არ არის ფის­კალური დეცენტრალიზაცია, ფი­სკალური დეცენტრალიზაცია ნიშ­ნავს იმას, რომ ადგილობრივი შე­მოსავლები საკმარისი იყოს იმი­სთვის,  რომ მუნიციპალიტეტმა თა­ვი ირჩინოს და ყველა ის პრიორიტეტი შესარულოს, რაც ვა­ლდებულებად აქვს მოსახლეობის წინაშე.
_  რამდენად მორგებულია მო­ქალაქეების საჭიროებებზე და პრი­­ორიტეტებზე თვითმმა­რთველ­ობის მიერ მოწოდებული სერვისები?
_  კარგი შეკითხვაა, როგორ უნ­და გავარკვიოთ მორგებულია თუ არა? ამისთვის არსებობს ორი სახის კვლევა, ერთი სახის კვლევა ეს არის მოსახლეობის კმაყოფილების ხარისხის კვლევა და მეორე კვლევა ეს არის მო­სა­ხლეობის საჭიროებათა კვლევა. თუ ეს კვლევები ჩატარებულია და მუნიციპალიტეტმა იცის რომელი მისი საქმიანობით არის კმაყოფილი მოსახლეობა და რომლით - უკმაყოფილო, თუ მუნიციპა­ლი­ტეტმა იცის რა არის ძირითადი საჭიროებები, მაშინ ის სწორად დასახავს პრიორიტეტებს და სწო­რად დასახული პრიორიტეტები ზუსტად არის იმის საფუ­ძველი, რომ მოსახლეობა ხვალ გახდეს უფრო კმაყოფილი თვით­მმა­რთ­ვე­ლ­ობის სერვისებით, ვიდრე დღეს არის. შარშან იყო ასეთი მომენტი, როცა მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურმა სამსახურმა, ჩვენს ორგანიზაციას შეუკვეთა სა­ჭი­რო­ებათა კვლევა იმ პროგრამებისა, რომელიც მათ აქვთ  და იმ პროგრამებისა, რომელიც მათ უნდა ჰქონდეთ. ჩვენ ეს კვლევა ჩა­ვატარეთ და მივაწოდეთ დასკ­ვნე­ბით შედეგები, ასევე რეკომენდაციები და თუ არ ვცდები  გაი­თვალისწინეს, რაც უდავოდ კარგია.    ესაუბრა ნინია ბარამი

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 773
FACEBOOK კომენტარები