ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ქეთევან წილოსანი: ,,სამწუხაროდ, არაფერი არის ისეთი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, რაც ახალგაზრდების გადინებას შეუშლის ხელს

ქეთევან წილოსანი: ,,სამწუხაროდ, არაფერი არის ისეთი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, რაც ახალგაზრდების გადინებას შეუშლის ხელს
17-01-2022, 11:28

გურიაში წინასაკალანდოდ მზადების დღეს, ამ სასიამოვნო ქაოსში, ვესტუმრე სოციალურ კაფე „ქეთო­სთან“ დამფუძნებელს, ქეთევან წილ­ოსანს.
ლანჩხუთელ ახალგაზრდებს გვქ­ო­­ნდა პრობლემა, იმის გამო, რომ არ არსებობდა სივრცე, სადაც შევძლ­ებდით თავშეყრას. ეს პრობლემა ქეთომ მოაგვარა და დღეს უკვე კაფე „ქეთოსთან,“ ახალგაზრ­დებს გვაძლევს საშუალებას შევიკრიბოთ და გავატაროთ სასიამოვნო დრო.
...ახლა ვზივარ და ვაკვირ­დები გარემოს. დაახლოებით 15 ახალგაზრდა არის შეკ­რებილი, რომელიც, სავარაუდოდ, სტუმარია ლანჩხ­უთში. ამავდროულად, ქეთო ემზადება იმის­თვის, რომ 5 საათზე მო­ასწროს ბარის გატ­ანა ცენტრალურ სკ­ვერში, სადაც წინა­საკალანდო ღონი­ძიებაა დაგეგმილი. 
_ ქეთო, მინდა მკით­ხველს მოუყვე ყველა­ფერი შენს შესახებ. რას გაიხსენებდი ბავ­შვობიდან?
_ ბავშვობიდან ის წლები მიხარია, რაც ლანჩხუთში გავატარე. 8 წლის ვიყავი, როცა თბილისში გადავედი. მანამდე დაწყებით კლასებში ვსწავ­ლო­ბდი პირველ საჯარო სკოლაში. ერთი წელი ვიყავი სას­ულიერო გიმნაზიაში და ეს წლები იყო ყველაზე სასიამოვნო წლები ჩემს ცხოვრებაში. სხვადასხვა წრ­ეებზე დავდიოდი, თეატრში სპექ­ტაკლებში ვიღებდი მონაწილეობას.
_ როგორც ვიცი, დიდი ხნით იყავით წასული ლანჩხუთიდან. რას აკეთებდით დედაქალაქში?
_ 8 წლის ვიყავი, როცა მამა გარდამეცვალა. დედამ ვერ შეძლო აქ ჩემი და ჩემი ძმის რჩენა. გადა­ვედით თბილისში, არ მიხაროდა მაშინ იქ გადასვლა, რადგან მიმა­ჩნდა, რომ ფერად, ბედნიერ ცხოვრებას, სიყვარულს, ურთიერთობებს და მეგობრებს აქ ვტოვებდით. ძალიან მიყვარდა ცეკვა, გული მწყდება, რომ იქ გადასვლისთანავე ვერ შევძელი გამეგრძელებინა ცეკვა, რადგან იმ თანხებით, რითაც იქ უნდა გვეარსება, შეუძლებელი იყო დამატებით სხვადასხვა წრეებზე მევლო.
_ რა ხდება უკვე მაშინ, როცა დედაქალაქიდან დაბრუნდი მშობ­ლიურ ლანჩხუთში? 
_ლანჩხუთში დაბრუნებაზე გადა­წყვე­ტილების მიღება არ იყო რთული, რადგან ყოველთვის მიყვარდა აქაურობა. მეუბნებოდნენ: „როგ­ორ უნდა იცხოვრო ლანჩ­ხუთში...“ახლა უკ­ვე თვა­ლს ადევნებენ ჩემს ფე­ისბუქ გვერდს და იგ­ებენ თუ როგორ ვცხოვრობ ლანჩ­ხუ­თში. ჩემ­თვის აქაურობა სი­ყვარულია და სულაც არ გა­მჭ­ირ­ვებია და­ბრ­უნება. ახ­ლა შვილ­ებ­თან, დედ­­ას­თან და ბები­ასთან ერ­­თ­ად ვა­გ­რძ­ელებ ცხო­ვრებას ლანჩ­ხუ­თში. 
_როგორ გა­და­წ­ყვიტე, რომ შენ უნ­და დაგე­ფუძ­ნე­ბინა კაფე, რო­მელიც გა­თვ­ლ­ილი იქნებოდა ახა­ლ­გა­ზრდა სეგ­მე­ნ­ტზე?
_ რო­ცა ჩამოვ­დი­ოდი ზაფ­ხუ­ლ­ობით ლა­ნ­­ჩხუთში, ან თუ­ნდაც, როცა ჩემი შვილები შე­ვიყვანე აქ სკო­ლა­ში, ან როცა სხვა­დასხვა წრეებზე დაგვყავდა მშო­ბლებს ბავ­შვ­ები, გვიწევდა ღია სივრცეში ლოდინი. არ იყო ადგილი, სადაც შევ­ძლებდით დასხდომას, იქნებოდა ნორმალური სივრცე, შევძლებდით ყავის ან ჩაის დაგემოვნებას. 5 წელი თბილისში ვმუ­შაობდი ამ სფეროში. მოდიოდნენ ჩემი მეგობრები და ხშირად აღნიშ­ნავდნენ, რომ ნეტა ლანჩხუთშიც გვქონდეს ასეთი სივრცე... ეს ნატ­ვრა მესმოდა სულ... ბევრისგან მსმ­ე­ნია, რომ სჭირდებოდა სივრცე. მეც მქონდა სურვილი და არსებობდა რეალური საჭიროება, აქედან გამომდინარე გადავწყვიტე კაფის გახსნა. ამ შემთხვევაში მე გამიმართლა, რომ გვერდით მყავდნენ ადამიანები, რომლებიც მაძლევდნენ სტიმულს წინს­ვლისთვის.
_ ძირითადად რა პრობლემებს აწყდები ყოველდღიურ რეჟიმში და რა პრობლემებს ისმენ იმ ახალგაზრდებისგან, რომელთანაც გაქვს კონტაქტი? 
_ვხედავ იმას, რომ ახალგაზრდებს აქ გაჩერება არ უნდათ, სამწუხაროდ გარბის ყველა... ვცდილობ ახალგაზრდები დავაინტერესო, ხშირად ვიწვევ ტრენერებს და გვაქვს საინტერესო ტრენინგები, სულ ვცდილობ ახალგაზრდებს დავეხმარო საკუ­თარი ბიზნესის წარმოებაში. ასევე ვცდილობ ისინი დავაინტერესო სო­ფლის მეურნეობით, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. სამწუხაროდ, არც არაფერი არის ისეთი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, რაც ახალგაზ­რდების გადინებას შეუშლის ხელს. ძალიან ბევრს ვფიქრობ მეც, თუ რითი შეიძლება დავაინტერესოთ ახალგაზრდები, რომ დარჩნენ აქ და ხელი შეუწყონ ჩვენი მუნიციპა­ლი­ტეტის განვითარებას. მეც სულ ახალგაზრდები მყავდა დასაქმებული, სამწუხაროდ, პანდემიამ ხელი შემიშალა. პანდემიამდე 10 ადამიანი მყავდა დასაქმებული, ახლა 2-3 ადამიანს ვასაქმებ. დეკემბერში, სამწუხაროდ, დავკეტე კაფე და რომ მივხვდი ეს ჩემი ნაწილი იყო, მოვ­იკრიბე ძალა და ენერგია და ისევ გავხსენი კაფე, ახალი ძალებით და ახალი რესურსებით. მე ეს კაფე არ შემიქმნია იმისთვის, რომ მარტო ბიზნესი მეწარმოებინა. ეს გავაკეთე იმისთვის, რომ ყოფილიყო საინტერესო სივრცე, თავშეყრისა და გართობის ადგილი. ასევე გათვლა მქონდა იმდენ შემოსავალზე, რომ შვილები მერჩინა და არ წავსულ­იყავი საზღვარგარეთ. ზოგადად უამრავ პროექტს ვწერ, ღამეებს ვათენებ, რომ ლანჩხუთელი ახალგ­აზრდებისთვის მოვაწყო სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებები.
_ და ბოლოს... გვითხარი, როგორია შენი ერთი დღე? 
_ სხვათა შორის, ძალიან მიჭირს გაღვიძება (იცინის). დილით მივდივარ ბაზარში, ბოსტნეულის,ხორცის საყიდლად, შემდეგ მაღაზიებში, მო­მაქვს ყველაფერი ახალი. მოვდივარ შემდეგ კაფეში და დეტალურად ვა­კვირდები ყველაფრის კეთებას. სა­ღამოს უკვე მოდიან სტუმრები, აქ ვახვედრებ ოჯახურ გარემოს, სით­ბოს,სიყვარულს, გემრიელ კერძებს და გემოვნებიან მუსიკას.
_ წარმატებებს გისურვებთ!

ესაუბრა
 ნინია ბარამიძე

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 1 900
FACEBOOK კომენტარები
მსგავსი სიახლეები
ვრცლად
არა, დაშტამპულ სიტყვებს და სლოგანებს!
არა, დაშტამპულ სიტყვებს და სლოგანებს!
9-09-2020, 16:38
ვრცლად
ექსკლუზივი: გურიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ოჯახის კაფე-ბარში შემოსავლების სამსახური შევიდა ექსკლუზივი: გურიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ოჯახის კაფე-ბარში შემოსავლების სამსახური შევიდა
ექსკლუზივი: გურიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ოჯახის კაფე-ბარში შემოსავლების სამსახური შევიდა
4-09-2015, 00:00
ვრცლად
`როცა შენს ცივ ხელებს შევეხე და შენ ისევ გაუნძრევლად იწექი, აი, მაშინ მოვკვდი მეც...~ `როცა შენს ცივ ხელებს შევეხე და შენ ისევ გაუნძრევლად იწექი, აი, მაშინ მოვკვდი მეც...~
`როცა შენს ცივ ხელებს შევეხე და შენ ისევ გაუნძრევლად იწექი, აი, მაშინ მოვკვდი მეც...~
6-05-2017, 00:00
ვრცლად
17 სექტემბერი, 2020 – Impact Hub Tbilisi საერთაშორისო ახალგაზრდული პროგრამის, Social Impact Award-ის დასკვნით ეტაპს იწყებს.
17 სექტემბერი, 2020 – Impact Hub Tbilisi საერთაშორისო ახალგაზრდული პროგრამის, Social Impact Award-ის დასკვნით ეტაპს იწყებს.
17-09-2020, 15:08
ვრცლად
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»“ერთადერთი, სადაც ივანიშვილს (ტექნიკურად) სრული კონტროლი არ ჰქონდა, ესაა პარლამენტი(სინამდვილეში ჰქონდა). თუმცა ამისკენ მიილტვოდა 8 წლის განმავლობაში”  “ერთადერთი, სადაც ივანიშვილს (ტექნიკურად) სრული კონტროლი არ ჰქონდ თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»“ერთადერთი, სადაც ივანიშვილს (ტექნიკურად) სრული კონტროლი არ ჰქონდა, ესაა პარლამენტი(სინამდვილეში ჰქონდა). თუმცა ამისკენ მიილტვოდა 8 წლის განმავლობაში”  “ერთადერთი, სადაც ივანიშვილს (ტექნიკურად) სრული კონტროლი არ ჰქონდ
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»“ერთადერთი, სადაც ივანიშვილს (ტექნიკურად) სრული კონტროლი არ ჰქონდა, ესაა პარლამენტი(სინამდვილეში ჰქონდა). თუმცა ამისკენ მიილტვოდა 8 წლის განმავლობაში” “ერთადერთი, სადაც ივანიშვილს (ტექნიკურად) სრული კონტროლი არ ჰქონდ
9-12-2020, 13:36
რეკლამა