ეს ფოტო მამათის სკოლის ეზოშია გადაღებული ,,პიონერული ხაზის“ დროს. ვინც არ იცის, ვეტყვი, რომ ეს ჩვენი თაობის ახალგაზრდების ცხოვრების ერთი ეტაპია, იმ მოსწავლეების, ვისაც მაშინ ,,საბჭოთა ქვეყნის"ბავშვებს გვიწოდებდნენ. დიახ ასე იყო,ეს ჩვენი წარსულია. ვინც წარსული დაივიწყა, საკუთარი თავი და ადამიანობა დაკარგა, რადგან წარსულის და მისი გაკვეთილების გარეშე ვერც აწმყო იქნება სრულყოფილი, ისევე, როგორც შენობა ვერ იქნება საძირკველის გარეშე. თუ როგორი იყო ჩვენი წარსული, ეს ჩვენი არჩევანი არ იყო, ჩვენი ბრალი არაა, რომ ორი ფორმაციის მიჯნაზე დავიბადეთ და ვიცხოვრეთ, ვინ როგორ, ეს სხვა საქმეა.
ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე არაერთი მეგობარი შევიძინე, მაგრამ ამათთან მაშინ ვმეგობრობდი ამ სიტყვის მნიშვნელობაც რომ არ ვიცოდი. სწორად მაშინ, ჩვენ ამხანაგები ვიყავით, ასე იყო მიღებული, მაგრამ სწორედ მაშინ იყო ყველაფერი ძალიან ლამაზი, სუფთა, გულწრფელი და უანგარო.მარინა ჩხაიძე
ძველი ფოტო ახალი განწყობილებით
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 1 079



