ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

როდემდე მოგვიწევს ამ საფრთხის ქვეშ ცხოვრება?! [VIDEO]

12-10-2020, 11:01

ალბათ ხშირად გაგიგონიათ და წაგიკითხავთ თუ როგორ იწონებს თავს ლანჩხუთის ხელისუფლება იმითი, რომ ქალაქი დღითიდღე ლამაზდება. იმასაც კარგად შეამჩნევდით, რომ ამ ,,გალამაზებას“ ათეულობით ასწლოვანი ჭადრის ხეები შეეწირა. თუმცა საუბედუროდ ლანჩხუთის მოსახლეობა (ისევე როგორც დანარჩენი საქართველო) ისეა ჩაფლული ყოველდღიურ რუტინაში, რომ ვერც კი ამჩნევს ქალაქის ცენტრში შემოჭრილ ავტობანის ნაწილს, რომელიც ღმერთმა ნუ ქნას და შეიძლება  გამოუსწორებელი ტრაგედიის მიზეზი  გახდეს. რეალურად კი  ეს პროექტი, თბილისი-ბათუმის მაგისტრალი, 2016 წელს უნდა დასრულებულიყო. 
ამ შემთხვევაში ჩვენი მიზანია არა  ყურადღების გამახვილება იმ კორუფციულ-მაქინაციურ  სქემაზე რომლითაც, როგორც დასტურდება, 150 000 000 იქნა გაფლანგული, არამედ გაცილებით მნიშვნელოვანზე,  რაც  ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის რისკის ფასად შეიძლება დაგვიჯდეს. ერთი ადამიანის სიცოცხლე გაცილებით ძვირფასია ნებისმიერი ნორმალური ქვეყნისთვის, ვიდრე თუნდაც ყველაზე კეთილშობილური ინფრასტრუქტურული პროექტი.
არავის ყურადღების ღირსად არ ჩაუთვლია ქალაქის ყველაზე დიდკონტიგენტიანი სკოლა, არც საავადმყოფო, რომლებსაც უშუალოდ უქმნის საფრთხეს ეს უაზროდ დაგეგმილი გზა და თუ ამაზე ვინმემ იფიქრა და მაინც განახორციელეს, ეს არის უფრო დიდი დანაშაული და არა შეცდომა. არც იმ უხერხულობას  შეუწუხებია ვინმე, რასაც პირდაპირ გზის გასწვრივ ჩამდინარე ღია კანალიზაცია ქმნის.
არადა არც ერთ პასუხისმგებელ პირს არ  შეუძლია  პასუხის გაცემა, თუ როდემდე მოგვიწევს ამ  საფრთხის ქვეშ ცხოვრება, რადგანაც ამ პროექტის დასრულების ნიშან-წყალიც კი არ ჩანს...



განყოფილება: საზოგადოება / სტატიები
გადასვლები: 914
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა