ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

დაიწყება თუ არა სწავლა სექტემბერში? რატომ არის საშიში 300 კაციანი ქორწილები და ქელეხები?

14-08-2020, 15:45

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, სწავლის დაწყების გადადებისთვის წინაპირობა არ არსებობს.
“ამ ეტაპისთვის სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით ცვლილებებს არ ვგეგმავთ. მაგრამ, მოქალაქეებს რომლებიც ელოდებიან, რომ მათი შვილები წავლენ სკოლაში და ეს ძალიან მტკივნეული და მნიშვნელოვანი საკითხია ჩვენი საზოგადოებისთვის, მნიშვნელოვანია გაითვალისწინონ, რომ ეს ყოველივე დამოკიდებული არის ჩვენს ქცევაზე. თუ ჩვენი ქცევა იქნება ისეთი, როგორიც არის დღეს და დღეს ჩვენ გვაქვს არა ნიღბის ტარება, არა სოციალური დისტანცირება და ასე შემდეგ, ეს რა თქმა უნდა, ჩვენ მიგვიყვანს იმ გადაწყვეტილებამდე, რომ შეიძლება რისკი შეექმნას სექტემბერში სწავლის დაწყებას. აქედან გამომდინარე, სრული მობილიზაცია ჩვენი მოქალაქეებისა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ბავშვებს მიეცეთ შესაძლებლობა უსაფრთხო, კოვიდისგან თავისუფალ სკოლებში მიიღონ განათლება”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
ახალი სასწავლო წლის დაწყება 15 სექტემბერს არის დაგეგმილი.
თუ ჩვენ კვლავ ისევე მოვიქცევით, როგორც დღეს - არ ვატარებთ ნიღბებს, არ დავიცავთ სოციალურ დისტანციას - ეს რა თქმა უნდა მიგვიყვანს იმ გადაწყვეტილებამდე, რომ სექტემბერში სწავლის დაწყება რისკის ქვეშ აღმოჩნდეს. ამიტომ მნიშნველოვანია მოქალაქეების სრული მობილიზაცია, რათა ჩვენმა ბავშვებმა სექტემერში სკოლებში სწავლის განახლება შეძლონ, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
„დღეს ველოდებით 1000 ტესტის შედეგს, ეს მოგვცემს ანალიზის საშუალებას, თუ რომელი ღონისძიებების გატარებაა საჭირო ქვეყანაში. ამ ეტაპისთვის გადაწყვეტილება ქვეყანაში ღონისძიებების დამატებით გამკაცრების შესახებ არ მიღებულა, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მოქალაქეების სოციალური პასუხისმგებლობა ისეთივე მაღალი იყოს, როგორც ეს გაზაფხულზე იყო. ამ ეტაპისთვის სწავლასთან დაკავშირებით ცვლილებები არ იგეგმება, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენს ქცევაზე. 
"არ გვინდა რა, ჯერჯერობით, 300 და 500 კაციანი ქორწილები და არც ჭირისუფლები,"- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა.
"უნდა იყოს ყველაფერი მოკრძალებული, სანამ პანდემია არის და პანდემია, ჯერჯერობით, არის. ყოველდღიურად მსოფლიოში არის მატება ახალი შემთხვევების. 250 000-ზე მეტი ახალი შემთხვევაა ყოველდღიურად, 20 მილიონს გადააჭარბა უკვე შემთხვევათა რაოდენობამ მთლიანად მსოფლიოში, ჩვენ მსოფლიოს ნაწილი ვართ, ამიტომ საქართველო მარტო ვერ დაამარცხებს კოვიდს. ეს ყველაფერი არის მართვადი, კონტროლს ექვემდებარება, არავითარი პანიკის საფუძველი არ არის, მაგრამ მოვუწოდებ კიდევ ერთხელ მოსახლეობას, რომ დავიცავთ ის რეკომენდაციები, რასაც სახელმწიფო იძლევა," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 5 პირს დაუდასტურდა, ხოლო 10 გამოჯანმრთელდა.
ამრიგად, ეპიდემიის დაწყებიდან ამ დრომდე ვირუსი ლაბორატორიულად დაუდასტურდა 1283 ადამიანს, მათგან 1068 გამოჯანმრთელდა, ხოლო 17 პაციენტი გარდაიცვალა.
სადღეისოდ კარანტინის რეჟიმშია 7718 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 245.
                                              მ.კ.

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 828
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა