ინფრასტრუქტურა
• ბუნებრივი აირი მუნიციპალიტეტის ყველა დასახლებულ პუნქტს.
• 24 საათიანი წყალმომარაგება ყველა სოფელს.
• მუნიციპალიტეტის სრული ინტერნეტიზაცია.
• საბავშვო ბაღებისა და სკოლების შენობების ადაპტირება საჭიროებების მიხედვით.
• შიდა მუნიციპალური გზების მოწესრიგება.
განათლების ხელშეწყობა
• პროფესიული განვითარების ცენტრის შექმნა.
• ყველა ოჯახში სკოლის მოსწავლისათვის კომპიუტერი ონლაინ სწავლის უზრუნველსაყოფად.
• სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისათვის სარეაბილიტაციო მომსახურების გასაწევად დღის ცენტრის გახსნა.
წარმოების განვითარების ხელშეწყობა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა
• ახალი საწარმოების შექმნა, განსაკუთრებული აქცენტით სოციალურ საწარმოებზე.
• სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების შექმნა.
• სასაწყობე და სამაცივრე საწარმოების შექმნა.
• მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ყველა ამორტიზებული, ძველი შენობის ინვენტარიზაცია და 1 ლარად გადაცემა ახალი სამუშაო ადგილებისა და დასაქმების ბიზნეს გეგმის საფუძველზე.
• ადგილებზე საჭიროებების გათვალისწინებით სახელოსნოების შექმნა და პროფესიული მომზადება-გადამზადება.
• სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის ხელშეწყობა ახალი კოოპერატივების დაფუძნებისა და დაფინანსების მოპოვების, პროფესიული ტრენინგებისა და საინფორმაციო მხარდაჭერის გაწევის გზით.
• უცხოელი და ადგილობრივი ინვესტორებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა.
მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში
• ყველა დასახელებულ პუნქტს სურვილის მიხედვით ეყოლება:
- რეგისტრირებული და ქმედითი ადგილობრივი განვითარების ჯგუფები,
- დასახლების საერთო კრებები, რჩეულები, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ადგილობრივი ხელისუფლების ანგარიშვალდებულებას.
• გაგრძელდება მონაწილეობითი ბიუჯეტირება და პირველ ეტაპზე გაორმაგდება თანხა, რათა ხალხმა თვითონ გადაწყვიტოს რა გაკეთდეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში.
• მუდმივი და გრძელვადიანი თანამშრომლობა აქტიურ მოქალაქეებთან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან პრინციპით: თანამშრომლობა განვითარებისთვის.
• ქმედითი მერის მრჩეველთა საბჭოს საქმიანობა.
ყველა ზემოაღნიშნული განხორციელება რეალური და შესაძლებელია ინვესტიციების მოზიდვით და დონორების დახმარებით, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით. d
ლია მუხაშავრიას, მერობის კანდიდატის გაერთიანებული ოპოზიციიდან წინასაარჩევნო საპროგრამო თეზისები
განყოფილება: რეკლამა
გადასვლები: 893