ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

რაზე ესაუბრა გელა ზოიძე სოფლის მეურნეობის მინისტრს

რაზე ესაუბრა გელა ზოიძე სოფლის მეურნეობის მინისტრს
24-11-2015, 00:00

სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების მე–15 საერთაშორისო გამოფენა გაიმართა. საქართველოში აგრო მიმართულების ყველაზე პრესტიჟული გამოფენა წელს განსაკუთრებით მასშტაბურად აღინიშნა, რომელშიც ლანჩხუთიდან კოოპერატივი `ჩიბათი~ სპეციალური სტატუსით იყო მოწვეული. ამას გარდა ჩვენი მუნიციპალიტეტიდან რამდენიმე ათეული ადამიანი მონაწილეობდა გამოფენაში და ჩვენს მიერ წარმოებულმა პროდუქციამ, რომელიც ძირითადად ჩაის სახით იყო წარმოდგენილი დიდი მოწონება დაიმსახურა. ამასთან ერთად ცნობილი გახდა, რომ მომავალი წლიდან სახელმწიფო პროგრამა იწყება, რომელიც ჩაის გაკულტურებას ეხება. ამის შესახებ ლანჩხუთში გარკვეული ძვრები ჯერ კიდევ გასულ წლებში დაიწყო. სოფლებისა და ქალაქ ლანჩხუთის მასშტაბით მოხდა ჩაის არსებული ფართობების დათვლა და მათი მდგომარეობის განსაზღვრა. ანუ ლანჩხუთი სახელმწიფო პროგრამას თითქმის მზად შეხვდა. სწორედ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით `ჰო და არას~ ა(ა)იპ `საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების, ინვესტიციების, ტრანსპორტის, ტურიზმისა და მეწარმეობის განვითარების ცენტრის~ დირექტორი გელა ზოიძე ესაუბრა:_ ბატონო გელა, დავიწყოთ `ექსპო ჯორჯიაში~ ჩატარებული გამოფენით, რომელზეც გარკვეული წარმატებები ჰქონდა მუნიციპალიტეტში წარმოებულ პროდუქციას._ ზედიზედ 6-ედ ვიღებდით მონაწილეობას აღნიშნულ გამოფენაში, რომელიც სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ გახსნა და აღნიშნა, რომ წელს გამოფენა განსაკუთრებით მასშტაბურია. ENPAღD-ის პროგრამაში გამარჯვების შემდეგ კოოპერატივი `ჩიბათი~ სპეციალური სტატუსით იყო მიწვეული. მისი მიერ წარმოებული მწვანე და შავი ჩაის მოწონებული იქნა. ჩვენს მიერ გამოფენაზე წარმოდგენილი პროდუქცია მთლიანად გაიყიდა. წამოვიდა წინადადებები შემდგომი საქმიანობის შესახებ. მქონდა საუბარი სოფლის მეურნეობის მინისტრთან ოთარ დანელიასთან. ბატონი ოთარისთვის კოოპერატივი `ჩიბათის~ შესახებ ცნობილი იყო და როცა გაიგო ჩვენი წარმატებები, ძალიან გაუხარდა. მინისტრმა ასევე გვითხრა, ჩაის სახელმწიფო პროგრამაზე. ისიც აღნიშნა, რომ ლანჩხუთი ამ კუთხითაც გამორჩეულია. თქვენ პრაქტიკულად მომზადებული ხვდებით ამ პროგრამასო. _ ახსენეთ, საქმიანი წინადადებები წამოვიდაო. ეს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს…_ დიახ. ვანის მაჟორიტარი დეპუტატი დავით ლორთქიფანიძე მოვიდა ჩვენს კუთხესთან და როცა წარწერა `ჩიბათი~ დაინახა დაინტერესდა ჩვენი პროდუქციით. როგორც მან გვითხრა, წლების წინ ბევრჯერ უთამაშია ჩიბათის სტადიონზე ფეხბურთი და მოხარულია, რომ ამ სოფლის მიერ წარმოებული პროდუქტი ნახა. წაიღო კიდეც რამდენიმე კოლოფი. მანვე გვითხრა, რომ დაგეგმილია საფეხბურთო მატჩი პარლამენტარებსა და ძველი გუნდების, საბჭოთა კავშირის პირველობაზე რომ ასპარეზობდნენ ნაკრებებს შორის და სპონსორობა შემოგვთავაზა. ბევრი დაინტერესება წამოვიდა კაფე-ბარებისგან, სასტუმროებიდან. _ გამოფენა როგორც ვიცით საერთაშორისო გახლდათ?_ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო უკვე რამდენიმე წელია ამ პრესტიჟული საერთაშორისო გამოფენის მხარდაჭერია. მოგეხსენებათ, აგაგრული დარგის განვითარების ხელშეწყობისთვის, სახელმწიფო არაერთ პროექტსა და ღონისძიებას ახორციელებს. ამ ღონისძიებათა შორის უმნიშვნელოვანესია, ერთი მხრივ, ჩვენი პროდუქციის პოპულარიზაცია, ხოლო, მეორე მხრივ, ჩვენი ფერმერებისა და მეწარმეებისთვის აგრარულ დარგში არსებულ თანამედროვე სტანდარტებთან და ტექნოლოგიებთან წვდომის უზრუნველყოფა. საერთაშორისო მნიშვნელობის გამოფენები მონაწილეებს საშუალებას აძლევს საკუთარი პროდუქციას მსოფლიო მასშტაბით გაუკეთონ რეკლამირება, დაამყარონ კონტაქტები პოტენციურ პარტნიორებთან, გაეცნონ უახლეს ტექნოლოგიებს და საერთაშორისო მასშტაბით დარგში მიმდინარე პროცესებს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, წელს პირველად 20 ნოემბერს საქართველოში ფერმერის დღე აღინიშნება. მომავალ წელს ფერმერის დღეს ლანჩხუთში აუცილებლად აღვნიშნავთ. ეს იქნება ჩვენთან წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, ვეცდებით სხვა მუნიციპალიტეტებიც ჩავრთოთ ამაში, რათა ერთად მოვამზადოთ შემოდგომის სიუხვის და შრომის დღესასწაული. ჩვენი სამსახური დღეიდან უკვე იწყებს ამ კუთხით მზადებას და ეს დღე ნამდვილად დასამახსოვრებელი გახდება ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის. რაც შეეხება, გამოფენის საერთაშორისოობას, საგამოფენო ცენტრის მე-11 და მე-5 პავილიონებში საკუთარი პროდუქცია სხვადასხვა ქვეყნის (საქართველო, ბელგია, გერმანია, ესპანეთი, თურქეთი, ისრაელი, იტალია, ლატვია, ლიტვა, პოლონეთი, რუსეთი, საფრანგეთი, სომხეთი, უკრაინა, ჩინეთი, ჰოლანდია) 140 კომპანიამ წარმოადგინა. _ ბატონო გელა, ცნობილი ხდება, რომ ENPAღD-ის (ევროპული სამეზობლოს პროგრამა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის) პირველი ეტაპი სრულდება. ხომ არ იგეგმება მისი გაგრძელება?_ საქართველოში უკვე დარეგისტრირებულია ათასზე მეტი კოოპერატივი. საქართველოში ევროკავშირის ელჩის მოადგილე კარლო ნატალემ განაცხადა, რომ აღნიშნული კოოპერატივების დიდი ნაწილი უკვე ქმნის გარკვეულ პროდუქციას და ჩვენი მიზანია მათ ტექნიკურად დავეხმაროთ, რათა შესაძლებელი გახდეს ამ პროდუქციის ექსპორტირება ევროკავშირის ბაზარზე. ეს კი, იქნება ის წარმატებული ისტორიები, რომელიც ბიძგს მისცემს მომავალში საქართველოში კოოპერაციის კიდევ უფრო ეფექტიან განვითარებას. როგორც ცნობილია, 52 მილიონი ლარი დაიხარჯა ამ კუთხით. ეს არის 4 წლიანი პროგრამა, რომელიც ბუნებრივია გაგრძელდება. ამასთან დაიწყება ENPAღD-2, რომელიც კიდევ უფრო მეტად იქნება გაშლილი. ამას გარდა იწყება კოოპერატორების მენეჯმენტის გადასამზადებელი პროგრამა, რომელიც ევროკავშირის მიერ 11 მილიონი ლარით არის დაფინასებული. _ ჩაის სახელმწიფო პროგრამა ვახსენთ საუბრის ზედა ნაწილში. მინისტრთან შეხვედრის დეტალებიც გვითხარით, მაგრამ არ გვითქვამს უშუალოდ პროგრამის შესახებ. რა რაოდენობის ფართობის რეკულტივაციას ითვალისწინებს და ლანჩხუთში რამდენს ჰა-ს შეეხება ის?_ როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა ,,ქართული ჩაი“ მომავალი წლიდან დაიწყება. მისი განხორციელების უმთავრეს მიზანს საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის მაქსიმალური გამოყენება და ჩაის წარმოების ხელშეწყობა, მაღალი ხარისხის ჩაის, მათ შორის ბიო ჩაის წარმოების ხელშეწყობა წარმოადგენს. პროგრამის ფარგლებში როგორც კერძო საკუთრებაში, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გაველურებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია განხორციელდება და ჩაის პირველადი გადამამუშავებელი თანამედროვე საწარმოების შეიქმნება. აღნიშნული პროგრამა ხელს შეუწყობს საქართველოში წარმოებული ჩაის საექპორტო პოტენციალის გაზრდას, ასევე მოსახლეობის დასაქმებას და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მოხდება იმ სტანდარტების დანერგვა, რომელიც აუცილებელია ქართული ჩაის ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტზე გასატანად. პროგრამის ფარგლებში განსაკუთრებული შეღავათებია გათვალისწინებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის, რაც საქართველოში კოოპერაციის განვითარებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს. სახელმწიფო პროგრამა ,,ქართული ჩაი“ იყოფა ორ კომპონენტად: ა) კერძო საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია და ჩაის პირველადი გადამამუშავებელი თანამედროვე საწარმოების შექმნა; ბ) სახელმწიფოსგან იჯარით აღებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია და ჩაის პირველადი გადამამუშავებელი თანამედროვე საწარმოების შექმნა. პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია მხოლოდ იურიდიულ პირებს, ხოლო იმ შემთხვევაში თუ მონაწილეობს კოოპერატივი, მას უნდა გააჩნდეს სასოფლო- სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი. ჩაის პლანტაციების სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 1 ჰა-ზე გაანგარიშებით არ უნდა აღემატებოდეს 2500 ლარს (დღგს ჩათვლით). პლანტაციების რეაბილიტაციისათვის თანადაფინანსება იქნება: კერძო საკუთრებაში არსებული პლანტაციების შემთხვევაში: იურიდიული პირებისათვის - რეაბილიტაციის სამუშაოების ღირებულების 60%; სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის რეაბილიტაციის სამუშაოების ღირებულების 80%; სასუქების ღირებულების 50%; სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული (იჯარით გაცემული) პლანტაციების შემთხვევაში: იურიდიული პირებისათვის - რეაბილიტაციის სამუშაოების ღირებულების 70%; სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის რეაბილიტაციის სამუშაოების ღირებულების 90%; სასუქების ღირებულების 50%. იმ შემთხვევაში, თუ სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 1 ჰა-ზე აღემატება 2500 ლარს, თანადაფინანსების მოცულობის დადგენა განხორციელდება ჩაის პლანტაციების სარეაბილიტაციო სამუშაოების თანადაფინანსების პირობების შესაბამისად. (2500 ლარის 60%, 70% 80%-ის ოდენობით). კოოპერაციის მაქსიმალური ხელშეწყობის მიზნით, პროექტში მონაწილე კოოპერატივები ასევე დამატებით უსასყიდლოდ მიიღებენ ჩაის პირველადი დამუშავებისათვის საწარმოო მანქანა-დანადგარებს, მოწყობილობებსა და ინვენტარს. ლანჩხუთში 400 ჰა-ზე მეტის ფართობი დამუშავდება და მომზადდება საკრეფად. ქვეყნის მასშტაბით 7 ათასი ჰა გაკულტურდება. _ როგორც თქვენ თქვით, პროექტში მონაწილე კოოპერატივები ასევე დამატებით უსასყიდლოდ მიიღებენ ჩაის პირველადი დამუშავებისათვის საწარმოო მანქანა-დანადგარებს. ფერმერი ხშირად მიუთითებს, რომ ტექნიკა საკმაოდ ძვირი და უხარისხოა. ამ კუთხით თუ უნდა ველოდოთ სიახლეებს, გარდა იმისა, რასაც ჩაის სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს._ ძალიან კარგი შეკითხვაა. `ექსპო ჯორჯიაში~ გამართული გამოფენის დროს ასეთი ტიპის ტექნიკას ცალკე ადგილი ჰქონდა გამოყოფილი. რამდენიმე მათგანი ძალიან მოგვეწონა და მომაცემებიც ჩავიწერეთ. 30 ცხენის ძალის ტრაქტორის შეძენა 6300 აშშ დოლარად არის შესაძლებებლი, თუ სრული აღჭურვილობით გინდათ 10 ათას აშშ დოლარად იყიდით. ეს არის ჩინური, მაგრამ ევროსტანდარტების დონეზე დამზადებული. ის იყიდება გერმანიაში, აშშ-შიც. გახლავთ ე.წ. ორხიდიანი და რომ ხარისხიანი არ იყოს, ამ ქვეყნებში გასაყიდად არავინ შეატანინებდა. მისი ფასი საკმაოდ დაკლებულია, რაც ფერმერისთვის ძალიან კარგია. ამას გარდა, სასიხარულოა ის ფაქტი, რომ მოყვება საგარანტიო და დაზიანების შემთხვევაში შეკეთება მოხდება. ვისაც ნაწილის შეცვლა მოუნდება, ესეც არ იქნება პრობლემა. უკვე მუშაობს სპეციალური სერვის-ცენტრი, სადაც ნებისმიერი ნაწილის შეძენა არის შესაძლებელი, თანაც ხელმისაწვდომ ფასად.

განყოფილება: მთავარი თემა
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა