ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ვენდოთ პროფესიონალებს, გამოვიყენოთ მსოფლიო გამოცდილება!

29-03-2021, 11:48

დღეს, ამ დროისთვის მეტად აქტუალურ საკითხზე უნდა ვისაუბროთ. 
ერთ-ერთი ბოლო კვლევის შედეგად ცნობილი გახდა, რომ საქართველოში გამოკითხულთა 53 პროცენტი არ აპირებს ვაქცინის გაკეთებას. როცა ვაქცინის შემოტანა  დათქმულ დროზე ერთი თვით დაგვიანდა, ერთი ამბავი ატყდა, ვაქცინა გვჭირდება სასწრაფოდო. ვაქცინა უკვე 12 დღეა შემოსულია და 4000-ზე ცოტა მეტი ადამიანია აცრილი. თუ ამ ტემპით გაგრძელდა აცრა, საქართველოს სამი წელი დასჭირდება, რომ ყველა მოქალაქემ აიცრას. ექიმების მასიური უარის თუ თავშეკავების საპასუხოდ გადაწყდა, რომ ექიმებისთვის აცრა პრიორიტეტული აღარ იქნება და შეიქმნა სპეციალური ელექტრონული პლათფორმა, სადაც 65 წელზე ზემოთ მყოფ ადამიანს შეუძლია დარეგისტრირდეს და აიცრას. ამ პლათფორმაზე უკვე 10 000-ზე მეტი ადამიანი დარეგისტრირდა, რომელთაგან 20 პროცენტი მედპერსონალია, დანარჩენი - 65 წელს გადაცილებული ადამიანი. სულ საქართველოში ჯერჯერობით ორი სახის ვაქცინაა დარეგისტრირებული _ ასტრაზენეკა და ფაიზერი. გურიაში, კერძოდ ლანჩხუთში კორონავირუსის შემთხვევების შესამჩნევი მატებაა. ჯანდაცვის მინისტრმა ადგილობრივ ხელმძღვანელობასთან ერთობლივი ღონისძიებების გატარების შესახებ ისაუბრა, რომელიც საჭიროა იმისათვის, რომ ზედმეტი შეზღუდვები ავიცილოთ თავიდან.
ეკონომიკის ამოქმედებისთვის შემსუბუქებული შეზღუდვების ფონზე მოთხოვნილი იყო კომენდანტის საათის გაუქმება, თუმცა ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ კომენდანტის საათის გაუქმების ფუფუნება არ გვაქვს, ეს არ იგეგმება. მან გურიაში ყოფნის დროს აღნიშნა, რომ ამ რეგიონში საყურადღებო ეპიდვითარებაა _,,ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ადგილზე გავივლით პრობლემას, რეკომენდაციებს მივცემთ, რომლის დაცვაც საჭიროა და მნიშვნელოვანი იქნება იმისათვის, რომ გურიაში არ მოხდეს  მორიგი გამკაცრებები“ _ განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
გამყრელიძის ინფორმაციით: ,,ვაქცინაციის ჩასატარებლად მოლოდინის რეჟიმში ჯამში 11273 ადამიანი იმყოფება. ფაიზერი საკმარისი იქნბა 14 ათასი ადამიანისთვის. დაახლოებით 20 000-მდე ადამიანი არის რიგში ასტრაზენეკაზე; 9000 - ფაიზერზე, რომლის ვაქცინაცია ორშაბათიდან დაიწყება.
მსოფლიოში 500 მილოანი კაცია აცრილი უკვე. ვაქცინაცია მოწინავე ქვეყნებში სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. მსოფლიოს წამყვანი ექიმები თვლიან, რომ ვაქცინაცია ყველაზე მნიშვნელოვანი საშუალებაა ეპიდემიის დასამარცხებლად. ამ ეტაპზე ევროპაში უკვე ე.წ. მე-3 ტალღა დაიწყო. 2-3-ჯერ გაიზარდა ყოველდღიური დაინფიცირებულთა რაოდენობა მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანში. ასევე გაიზარდა გარდაცვლილთა რაოდენობა... და მაშინ, როცა კოვიდინფექციის საწინააღმდეგო სპეციალური წამლები არ არსებობს, ვაქცინაცია რჩება ერთადერთ საშუალებად მისგან თავის დასაღწევად. ისიც ვიცით, რომ ვაქცინა ადვილი საშოვნი არ არის. ძირითადი ნაწილის შემოტანა მე-3 და მე-4 კვარტალშია დაგეგმილი, მაგრამ ის, რაც შემოვიტანეთ, თუ იმასაც არ გამოვიყენებთ, მაშინ შეიძლება მომწოდებლებმა ჩათვალონ, რომ ჩვენ ვაქცინა არ გვჭირდება და აღარ მოგვაწოდონ შემდგომში. არადა ვაქცინაზე გადის ეკონომიკის ამუშავების უმოკლესი გზა. თუ ამ შანსს არ გამოვიყენებთ და დაწესებულ მოთხოვნებსაც არ დავიცავთ, დადებითი შემთხვევების მატებას ისევ მოყვება ჩაკეტვები, რაც ძალიან ცუდ შედეგებს გამოიღებს, ვნახოთ, როგორ გაართმევს ლანჩხუთი ამ გამოწვევებს თავს.
შარშანდელი ამბავიც ნუ დაგვავიწყდება, მიცვალებულის საფლავზეც კი ვერ შევძელით სააღდგომოდ გასვლა და არ მგონია ვინმეს კიდევ ერთი ასეთი აღდგომა უნდოდეს, ამიტომ გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. გავაკეთოთ ყველაფერი, რაც გადაგვარჩენს. თუ არადა, მერე ჩვენს თავს დავაბრალოთ!
ვენდოთ პროფესიონალებს და გამოვიყენოთ მსოფლიო გამოცდილება!
ნონა გიგინეიშვილი  


გადასვლები: 1 097
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა