– აღნიშნულ ინფორმაციას ხელისუფლების წარმომადგენლები ტაშითა და შამპანურის თანმხმლებით შეხვდნენ, არც ტორტის გაჭრა დავიწყებიათ. თუ რა დოკუმენტაცია არის საჭირო ევროპის ქვეყნებში სამოგზაუროდ ამის შესახებ ჰო და არამ~ თავის ერთგულ მკითხველებს წინა ნომერში მოუთხრო და აღარ გავიმეორებთ. უკვე ყველასთვის ცნობილია ის შეფასებელი, რომლებიც პოლიტიკოსების თუ ექსპერტების მიერ გაკეთდა. სოციალურ ქსელებში სახალისო მონტაჟებიც გამოჩნდა: პრაღა–ხაშური, ქუთაისი–რომი , მამათი–ამსტერდამი და ა.შ. საინტერესოა რას ფიქრობს ხალხი აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით. ჰო და არასთან~ საუბარში მათი უმეტესობა ეჭვობს, რომ ამან ქვეყნის მოსახლეობის შემცირებას შეიძლება უფრო შეუწყოს ხელი, ვიდრე განვითარებას. ბევრი აცხადებს, რომ ეს ყოველივე წინ გადადგმული ნაბიჯია, რომელსაც უნდა სწორი განვითარება და ხელშეწყობა. გიორგი სანიკიძე: _ ის, რომ ევროპის ქვეყნებში წავალთ ძალიან კარგია, მაგრამ იქედან რამდენი დაბრუნდება ამ წასვლის შემდეგ ეს არის მთავარი. დღეს არსებული ეკონომიკური სიდუხჭირიდან გამომდინარე, ტურისტად უცხეთში წასვლა უფრო ფარი იქნება, ვიდრე რომის ან პარიზში ეიფელის მონაქხულება. ლიანა შავაძე: _ ხელისუფლების მტკიცებით ეს ძალიან კარგია. თუ ასეა, მე როგორც ოცნების მხარდამჭერი მივესალმები ამ ფაქტს და მთელი გულით ვუსურვებ საქართველოს წარმატებას ევროპისკენ მიმავალ გზაზე. თუ ჩვენს ქვეყანას ეშველება და ჭაობიდან ამოვა, ამას რა სჯობია. სოკრატი ტუღუში: _ რაც კაის გააკეთებენ კარგია, მაგრამ ამ ევროოპაში ჩემი 180 ლარიანი პენსიით შევედით?! მე სად წავალ, როცა ჩემი ფული წამლებში არ მყოფნის. ახალგაზრდები კი წავლენ, მარა იქინე კაი ცხოვრებას რომ ნახავენ, უკან დაბრუნდებიენ?! ომი ახალ დამთავრებული იყო, როცა ჯარში მომიწია სამსახური გერმანიაში, ქალაქ ჰალეში ვიყავი. იქ რომ მაშინ ინფრასტრუქტურა იყო განვითარებული, ასეთი მგონი ახლა ჩვენთან არ არის. არადა, ომი არ მოხდა ამ ქვეყანაში, არ დაანგრიეს საბჭოთა ჯარებმა ყველაფერი. მახსოვს, გზების გასწვრივ ვაშლის და კაკლის ხეების იყო ჩამწკრივებული. გერმანელი რომ დაინახავდა ჩამოვარდნილ ნაყოფს, იქვე მდგარ ურნაში ჩააგდებდა, შემდეგ მოვიდა სპეციალური მანქანა და შეგროვებულს წაიღებდა. ეს შემოსავალი იმ გზის რემონტს ხმარდებოდა. ჩვენ, მივადგებოდით დიდი ურალით, დავატაკებდით ამ ხეს მანქანას და ჩამოვყრიდით მწიფე იყო თუ მკუხე. ველურები მოვიდნენო, იძახდნენ ჩვენზე გერმანელები. აი, იქაურ დისციპლინას და შრომისმოყვარეობას თუ გადმოვიღებთ, ამას რა სჯობია. გოგი ესაკია: _ სიმართლე გითხრათ, ძალიან გამიხარდა ეს ამბავი. ჩემი შვილი წლებია იტალიაში მუშაობს, 7 წელია უკვე საქართველოში არ ჩამოსულა. ჩემს მეუღლეს უნდოდა შვილის ნახვა, ყველა დოკუმენტიც მოვამზადეთ, რომელიც მგზავრობისთვის იყო საჭირო, ეს ყოველივე საკმაოდ დიდი თანხა დაგვიჯდა, მაგრამ კონსულმა ბოლო მომენტში ვიზა არ ჩაგვირტყა. ახლა წავა მონატრებულ შვილთან და ეს მახარებს ყველაზე უფრო. როგორც ამბობენ, ქვეყნის უკეთ განვითარებისთვის ევროპასთან მჭიდრო კავშირი სჯობიაო, ხოდა მეც ამ მოლოდინში ვარ. მხოლოდ ერთი რამ მაფიქრებს, ჩვენს მხარეში ბევრია უცხოეთში წასული და ამ რიცხვს კიდევ არ დაემატოს ქართველობა. ნანა ჯიბლაძე: _ ქართველები ევროპას დავიპრობთ, მაგრამ მანამდე ლანჩხუთი დაიპყრეს ჩინელებმა. უკვე მთელი ლანჩხუთში ჩინურ კომპანიასთან დგას და სამსახურს ეხვეწება. ახლა ევროპაში თუ შეგვეძლება წასვლა, ამას რა სჯობია. აქ ჩვენს ქვეყანაში სხვას ვეხვეწებით სამუშაოს, უცხოეთში ეგებ უკეთესი რამ გამოვნახოთ. აბა, ერთი მითხარით ვინ არის დასაქმებული ისე, ვისაც პატრონი არ ჰყავს. ყველა ვერ დაიწყებს კაბინეტ–კაბინეტ ხვეწნა–მუდარას დასაქმებაზე. ამბობენ, კონკურსი უნდა გაგევლო, რომ დასაქმებულიყავიო. ბევრი ვიცი ასეთი, მაღალი ქულებიც აიღო, მაგრამ სახლში ზის. იმიტომ, რომ კაი ბიძაშვილი არ ჰყავდა ზემოთ თანამდებობაზე. ზურაბ კვაჭაძე: _ ევროპისკენ ჰერი, ჰერი, გავაგიჟოთ ჩვენი მტერი... რა სჯობია ამას. ფული ჩვენ იმდენი გვაქვს, რომ ევროპას კი არა, ამერიკასაც გავწდებით, მაგრამ ეგ არის, შუა ევროპიდან დახეული შარვალი არ გამოგვიჩნდეს, რომელიც მაუწყებელი იქნება ჩვენი სიმდიდრისა. რა ევროპა, ხალხო, რაც იქ გამონაცვალი ტანსაცმელია, ყველა ჩვენ გვაცვია. რომ ჩავიდე ჰოლანდიაში და იქაურმა რომ მეცეს, აი ჩემი ბოტასი ან შარვალი ჩემია და შენ საიდან გაქვსო, ხომ უნდა შეშფოთდეს შემდეგ ნახევარი ევროპა, რადგან იმ ჰოლანდიელს ვინ გამომართმევს ისე ხელიდან. ანდა, უცებ რომ გადავწყვიტო წასვლა ამ ევროპაში, ბიძინას ხეების გადამკიდე, სად წახვალ, გადაკეტილია მთელი გზები. ანა სიხარულიძე: _ დიახ, ეს არის ძალიან კარგი. როიცა ევროპასთან უფრო მჭიდრო კავშირი გვექვება, უფრო მეტი შანსია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისა. ჩვენი ქვეყანა დღეს დიდი გამოწვევების წინაშე დგას და ის ვალდებულებები, რომელიც გვაქვს შესასრულებელია. ევროპასთან მიღწეული შეთანხმება იმას არ ნიშნავს, რომ ხვალ ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ ნელ–ნელა რომ უკეთ წავა ჩვენი ცხოვრება, ამის ნამდვილად მჯერა.
განყოფილება: რას ფიქრობს ხალხი
გადასვლები: 0