ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

რომელ კანდიდატს აქვს მორალური უფლება გურულ ამომრჩეველს მოსთხოვოს ხმა

რომელ კანდიდატს აქვს მორალური უფლება გურულ ამომრჩეველს მოსთხოვოს ხმა
7-10-2016, 00:00

თუმცა, ბოლო გამოკითხვებით პირველ ექვსეულში მყოფთა სამეული, ხმას საკუთარ თავსაც ვერ აძლევენ, რადგან ისინი გურიის მაცხოვრებლები არ არიან. გაიცანით ისინი _ ნინო წილოსანი, აკაკი ჩხაიძე და დავით ჟღენტი. ეს ადამიანები დღეს გურიის სიყვარულში მოცილეებს ვერ ხედავენ და ამაყად გვეუბნებიან, რომ ჩვენი კუთხის სიყვარულში იხარჯებოდნენ და იხარჯებიან. თქვენ განსაჯეთ, აქვთ თუ არა მათ მორალური უფლება იმისა, რომ ხმის მიცემა მოგთხოვონ თქვენ მაშინ, როცა ხმას საკუთარ თავსაც კი არ აძლევენ. რაც შეეხება დანარჩენ სამეულს _ გურამ ჩალაგაშვილი, ნინო კვიტაიშვილი და ტარიელ კალანდარიშვილი გურიაში არიან რეგისტრირებულები. ეს, თითქოს, ერთი უმნიშვნელო დეტალია, მაგრამ, როდესაც ადამიანი გთხოვს ხმას, მხარდაჭერას, გპირდება უპირობო თანადგომას, მინიმუმ, უხერხულია, როცა თავად სხვა ოლქის ამომრჩეველია და ხმას საკუთარ თავსაც კი არ აძლევს! `უი, შეგვეშალა, არ ვარგებულა~... რატომ არ უნდა მივცეთ ხმა `ოცნებას~ და მის კანდიდატს იმას, რაც ბოლო ოთხი წელი საქართველოში ხდება, მხოლოდ ერთი შეფასება აქვს _ უმოქმედობა, გაჩერებული ეკონომიკა, არც ერთი ახალი სამუშაო ადგილი, ოთხასი ათასით გაზრდილი იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებმაც სოციალური დახმარება მოითხოვეს, მაგრამ ამაოდ. სამმილიონიან ქვეყანაში, მილიონ ორასიათასი ადამიანი ითხოვს სოციალურ დახმარებას _ ქვეყანაში სრული კატასტროფაა. ადამიანებს არ აქვთ ელემენტარული ლუკმაპურის საშუალება. ავადმყოფები ვერ ყიდულბენ წამლებს და კიდევ ათასი რამ... როდესაც ისმის კითხვა, რატომ არ უნდა მივცეთ ხმა `ოცნებას~ და მის კანდიდატს, პასუხი მარტივია. გარდა ზემოჩამოთვლილისა, ამას ემატება ის, რასაც მთელი ქვეყნის დაცინვა ჰქვია. ჯერ იყო და საქართველოს პრეზიდენტად `ოცნებამ~ ბატონი მარგველაშვილი აგვარჩევინა და ორ თვეში _ `უი, შეგვეშალა, არ ვარგებულაო~; შემდეგ თბილისის მერი და ექვს თვეში _ `უი, არ ვარგებულაო~; ჩოხატაურ-ლანჩხუთში ჯერ ჭკუასელი წარმოგვიდგინა და ერთ თვეში, ისევ `უი, არ ვარგებულა~ და აბა, ახალი ვცადოთო. დღევანდელზეც ხომ იმავეს არ იტყვიან ორ და სამ თვეში, ამაში დარწმუნებულები ვართ, თუ კიდევ ვცადოთ, უნდა ვითამაშოთ? _ პიროვნულად არავისთან არანაირი პრეტენზია არ მაქვს, მაგრამ ბოლო ოთხ წელში მომხდარი სამთავრობო თამაშებიდან, ერთი რამ შემიძლია ვთქვა _ პიროვნულად შეიძლება არაჩვეულებრივი ადამიანია ქალბატონი ნინო, მაგრამ ხვალ რომ საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებში მესი და რონალდო ჩამოვიყვანოთ, სამწუხაროდ, ევროპის და მსოფლიო ჩემპიონები მაინც ვერ გავხდებით. გამარჯვებას და ჩემპიონობას სჭირდება ძლიერი გუნდი, ისეთი, როგორიც თავმოყრილია ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ გუნდში, რომელსაც ჰქვია `პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის~. ეს არის ის გუნდი, რომლისაც ტყვიასავით ეშინია დღევანდელ ხელისუფლებას და ამიტომაცაა, რომ უამრავ სიბინძურეს ლაპარაკობენ ჩვენზე, უამრავ მათსავე შემოგდებულ უშიშროების აგენტებს აკეთებინებენ განცხადებებს პარტიის დატოვებაზე და ა.შ. ამაზე ჩვენ მხოლოდ გვეცინება და არ ვაპირებთ იმავე მეთოდებით მათთან ბრძოლას. ხალხი დაიღალა ამდენი სიბინძურით, შურით, ბოღმით, ჩაწერებით, დაპირისპირებებით, ჩხუბით და ერთმანეთის დაჭერის მუქარით. ამიტომაც ვამბობთ ჩვენ, რომ უნდა დასრულდეს ეს სიბინძურე და ომი. ქვეყანა უნდა წავიდეს წინ. სწორედ ამიტომაცაა ჩვენს გვერდით უამრავი პროფესიონალი ადამიანი, რომლებმაც შექმნეს ის უძლიერესი ეკონომიკური პროგრამა, რომელიც ვერცერთმა პარტიამ ვერ გააკრიტიკა, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ამ პროგრამის 80 პროცენტი დღევანდელ ბიუჯეტზეა დაყრდნობილი. სწორედ, დღევანდელი, სწორად გადანაწილებული ბიუჯეტი (რომლის გადანაწილებასაც მხოლოდ საქმისადმი გულით მიდგომა სჭირდება), სადაც ცხრა სრულიად უმაქნისი სამინისტროს შენახვა მილიარდნახევარი ლარი ჯდება, ძალიან მარტივად შეიძლება გადანაწილდეს სოციალურად დაუცველებზე, შეჭირვებულთათვის უფასო წამლებზე, სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილებისთვის უმაღლესი სასწავლებლის ასპროცენტიან დაფინანსებაზე, სრულფასოვან ჯანდაცვაზე, ყველა რაიონში დიალეზის პროგრამის ამუშავებაზე, დევნილების, ეკომიგრანტების და მეწყერულ ზონებში მაცხოვრებელი ადამიანების საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე, მიწების უფასო რეგისტრაციაზე, შეზღუდულუნარიანი ადამიანების სრულფასოვან ჯანდაცვაზე, ყველა სოფლის წყალმომარაგებასა და გაზიფიცირებაზე, რომელიც ნამდვილად არ არის ფუფუნების საგანი და ყველა ოჯახს უნდა ჰქონდეს. სასწრაფოდ უნდა მოწესრიგდეს შიდა სასოფლო გზები, რომ ელემენტარულად სასწრაფო დახმარების მანქანამ მაინც შეძლოს დროულად მისვლა, ის რომ ოქტომბერია და ადამიანებს შეშისთვის ბილეთიც კი არ აქვთ ჯერ და კიდევ უამრავი რამ, რომელიც ჭირდება მოსახლეობას და რომლის დიდი ნაწილის მოგვარებაც მონდომების შემთხვევაში აქამდეც იყო შესაძლებელი. აი, ეს გახლავთ ის მცირედი ჩამონათვალი, რომლის შესრულებაც გახლდათ დღევანდელი ხელისუფლების ვალდებულება და რა გააკეთა, ვხედავთ ყველა, და დღეს უტუხად მოუწოდებენ მოსახლეობას, რომ კიდევ ოთხი წელი ვანდოთ ქვეყანა და იქნებ ბოლომდე დააქციონ და ამოწყვიტონ ხალხი შიმშილით. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი იმისთვის, თუ რატომ არ უნდა მივცეთ ხმა _ `ქართული ოცნების~ კანდიდატს _ ქართული ოცნების და ქალბატონი ნინო წილოსანის სამომავლო გეგმები უკვე გამოქვეყნდა `გურია ნიუსსა~ და მის პარტიულ გაზეთში. თუ კარგად დააკვირდებით იმ ჩამონათვალს, ნახავთ, რომ ის, რასაც წილოსანი სამომავლოდ გვპირდება, უკვე გაკეთებულია. მაგალითად: წილოსანის სამომავლო გეგმებში შედის ის, რომ ხიდისთავის ხიდის ასაშენებლად თანხაა გამოყოფილი; მის გეგმებში შედის ის, რომ `ნაბეღლავმა~ ახალი ქარხანა ააშენა, რომელიც 2017 წელს უნდა გაიხსნას; მის გეგმებში, ასევე, შედის ნაგავსაყრელების მოწესრიგება, რომელიც 2019 წელს უნდა დასრულდეს, თუმცა, უკვე დასრულებულია _ ჩოხატაურში ახალი ნაგავსაყრელი ზაფხულის დასაწყისში გაიხსნა! `ოცნების~ კანდიდატის სამომავლო გეგმებში, რატომღაც, არ მოხვდა ის ექვსი სოფელი, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის, თუმცა, ჩოხატაური-ლანჩხუთის საარჩევნო ოლქში შედის. როგორც ჩანს, ნასაკირალის, ბაილეთის, სილაურის, ძიმითის, ნაგომრის და ჯუმათის ამომრჩევლები `ოცნების~ კანდიდატისთვის უმნიშვნელოა. ან უკეთეს შემთხვევაში, იქ ამ დრომდე არაფერი გაკეთებულა, რომელსაც წილოსანი მომავლის გეგმებში შეიტანდა (?!). ერთი სიტყვით, წილოსანის სამომავლო გეგმებს თუ გავყვებით, მივხვდებით, რომ წარსულში გვიპირებს დაბრუნებას! რაც შეეხება `ოცნების~ სათადარიგო კანდიდატს, ბატონ აკაკი ჩხაიძეს _ მან გაზეთ `გურია ნიუსის~ წინა ნომერში, ვფიქრობ, თავად გამოუტანა განაჩენი საკუთარ თავს, მაშინ, როცა ძალიან ბევრი ედუარდ შევარდნაძის ყოლა უსურვა საქართველოს. სწორედ იმ პერიოდის დაბრუნება ინატრა, როცა მთელი გურია და სრულიად საქართველო, მართლაც რომ, თვეობით ელოდებოდა სინათლის ანთებას და ხალხს შიმშილით სული ძვრებოდა. თავად კი იმ ხელისუფლების ყველა ჩინოვნიკი ათეულობით მილიონების კეთებით იყვნენ დაკავებულები. დღეს კი, როცა წინასაარჩევნო შეხვედრებს ატარებს ზოგიერთი სოფლის მოსახლეობასთან, ამაყად პირდება, რომ თუ საჭირო გახდება საკუთარი ფულით შეიყვანს ბუნებრივ აირს ყველა სოფელში, რომ ააშენებს ქარხნებს და ააყვავებს გურიას. რელურად რასაც აკეთებს ამ დაპირებებით, ამას ხომ ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანი ხვდება. ეს გახლავთ ბედნიერი სიბერის მოწყობის სურვილი პარლამენტარის სავარძელში და სამუდამოდ დავიწყებული გურია. რაც მოგახსენეთ, ეს რომ თავადაც კარგად იციან ჩემმა ოპონენტებმა, იმიტომაც დაიწყეს ბოლო რამდენიმე დღეა ღამღამობით სირბილი და ამომრჩევლების ფულით მოსყიდვის მცდელობა. კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა ყველა ადამიანს, ეს ფული, რომელსაც არიგებენ, ისევ და ისევ ჩვენი ჯიბეებიდანაა ამოცლილი. ღრმად ვარ დარწმუნებული იმაში, რომ გურულებს ფულზე ვერავინ იყიდის. ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ თუ კიდევ ასე გაგრძელდა, მართლაც შეუძლებელი იქნება ქვეყნის გადარჩენა. ასე რომ, თუ ყველანი ერთად დავდგებით და ვეტყვით დღევანდელ ხელისუფლებას და მის ძირითად და სათადარიგო კანდიდატებს არას, დარწმუნებული ვარ, რომ მართლაც უფრო ლამაზ და ბედნიერ ქვეყანაში ვიცხოვრებთ. აქვე ერთი არც თუ ისე უყურადღებოდ დასატოვებელი რამ ვნახე სხვა გაზეთში და ამავე ნომერშიცაა გადმოტანილი. ჩვენი კანდიდატების რეგისტრაციის ადგილებიც კი საკმარისია, რომ ვნახოთ და მივხვდეთ, როგორ უყვართ მათ გურია. სამწუხაროა, რომ ვერ შეელივნენ ვაკეს, ვერას და წყნეთს. თავად არ კადრულობენ, რომ საკუთარ თავს მისცენ ხმა და ჩვენ კი ათას რაღაცას გვახვევენ თავს. თუ შენ თვითონ არ აძლევ ხმას საკუთარ თავს, უკაცრავად და მე რატომ უნდა მოგცე?! პატივისცემით, გურამ ჩალაგაშვილი, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი R

განყოფილება: პოლიტიკა
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა