9 თვეა აქტიურად დაიწყო ხატვა, მუშაობს აკვარელით ფანქრითა და სანთლით, ძაფით აქვს შექმნილი ერთ-ერთი ნამუშევარი „ქალის ნატურა“. ასევე მუშაობს თიხაზეც. ნამუშევრების ნახვისას აუცილებლად მიხვდებით მის სულიერ სამყაროს, ღრმას გულჩათხრობილს, მაგრამ ამავდროულად მრავლისმთქმელს. ამბობს, რომ „ფანქრის დაჭერაც არ ვიცოდი“-ო და ხატვა დაიწყო მეგობრის პორტრეტებით. თანდათან ინტერესი გადავიდა ძერწვაზე და ამჟამად ინტერესის სფეროს მოქანდაკეობა შეადგენს. 8 წელი აქტიურად იყო ჩართული სპორტის სახეობა „რაგბში“და ახლაც თავისუფალ დროს ვარჯიშობს და უთავსებს ხატვასა და სპორტს. ორი თვეა დაიწყო სამხატვრო სკოლაში სწავლა ბატონ თამაზ ჩხაიძესთან და უნდა, რომ გააღრმაოვოს თავისი ცოდნა ,მეტი იცოდეს მხატვრობის, მოქანდაკეობისა და ზოგადად ხელოვნების შესახებ.ზაზას ოჯახს ერთი ისტორია აქვს. მას ჰყავდა ბიძა, რომლის სახელსაც ატარებს ზაზა, მრავალმხრივ ნიჭიერი ადამიანი. ხატავდა, აქანდაკებდა, მღეროდა, უკრავდა და წიგნიც აქვს დაწერილი: „მოტყუებული ბიჭები“ . იბრძოდა ავღანეთში. ს ამწუხაროდ, მძიმე სენის გამო, ზაზა გარდაიცვალა 1995 წელს , 29 წლის ასაკში და დასაფლავებულია საკუთარ ეზოში. ზემოთხსენებული ბიძის ნიჭიერება სწორედ, რომ გენების გამოძახილია, რომელმაც 20 წლის ზაზაში „ იფეთქა“. მასში ეს იყო, მაგრამ გაიღვიძა ახლა, რომელსაც სჭირდება მიმართულება და განვითარება.აქვე გთავაზობთ ზაზას რამოდენიმე ნამუშევარს და ასევე მის ფეისბუქ გვერდზეც ვრცლად შეგიძლიათ დაათვალიეროთ და შეაფასოთ ზაზა და მისი ნამუშევრები.ზაზას ვუსურვებ წარმატებასა და შთაგონების წყაროს დაუშრეტელობას! სოფო ბურკაძე
განყოფილება: მთავარი თემა
გადასვლები: 0