`ჩვენ არც პრემიები აგვიღია, განსხვავებით სხვა საკრებულოებისაგან, რადგან ვთლით, რომ საპრემიო საქმეები, ჯერჯერობით, არ გაგვიკეთებია,~ _ ეს განცხადება საკრებულოს უმრავლესობის წევრმა რომან ბიწაძემ 16 ოქტომბერს გააკეთა, როდესაც მოსახლეობას წლიური ანგარიში ჩააბარა.ახალი წლის დადგომიდან რამდენიმე დღეში კი საკრებულოსა და გამგეობაში პრემიები დარიგდა. `ჰო და არას~ ინფორმაციით, ლანჩხუთელმა ჩინოსნებმა კუთვნილი პრემია უკვე მიიღეს. როგორც ჩანს, ოქტომბრიდან მოყოლებული იმდენი საქმე გაკეთდა, რომ საშობაოდ პრემიების დარიგება გადაწყვიტეს. გავრცელებული ცნობით, 100 ათას ლარზე მეტი გაიცა.მაშინ, როდესაც მთელი მუნიციპალიტეტი დიდთოვლობას ებრძოდა (ენაკვიმატი გურულები იმასაც ამბობენ, ეტყობა `დიდმა კაცმა~ გეიარა ჩვენი ქალაქის ცენტში და მერე დაფაცურდნენ და დაიწყეს გაწმენდითი სამუშაოები) და სიცივისგან, უშუქობისგან, უგაზობისგან, უშეშობისგან ლამის ნახევარი ლანჩხუთი წუწუნებდა, როგორც ჩანს, `თეთრ სახლში~ ისე ცხელოდა, რომ ბრძანებაზე ხელის მოწერა, რათა პრემიების თანხა დროულად გაცემულიყო, ხელი არავის აკანკალებია. ასეა, წინა საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გამოწერილი პრემიები, რომელიც სასამართლომ ორჯერ სცნო კანონიერად, ჯერაც არ გაცემულა. სამაგიეროდ, საშობაოდ ახალი ბრძანება ახალი ხელმოწერით უკვე შესრულებულია. `კარგი დასაწყისია~!!!`ოცნება~ მუშაობს, თან შემოდგომაზე არჩევნებია! პენსიონერს კი პირველი ივლისიდან გაახარებენ 20 ლარიანი დანამატით. ჩინოსნები?! ჩინოსნები პლასტიკური ბარათებით ბანკომატებთან დგანან და პრემიებს იღებენ!!!მათ ჯიბეში ლარის კუპიურები თოვლის ფიფქივით ცვივა. მერე რა რომ ზამთარია, პრემიები მაგარია!!! _ `მღერიან~ `ძლიერნი ამა რაიონისანი~.პრემია და წახალისება ცუდი არ არის, მაგრამ როცა იცი, შენი ქალაქის თუ სოფლების მაცხოვრებლებს საახალწლო სუფრაზე შეიძლება ხეირიანი საჭმელიც არ ჰქონდა, ცოტათი უხერხულია 100 ათას ლარზე მეტს პრემიაზე ხარჯავდე.
განყოფილება: მთავარი თემა
გადასვლები: 0