ევროპის სუპერთასთან დაკავშირებით უეფას დელეგაციას, რომელსაც ორგანიზაციის თავკაცი მიშელ პლატინი უხელმძღვანელებს, თბილისში 10 აგვისტოს ელიან. ოფიციალურ შეხვედრაზე მიპატიჟებულია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი, გურული ფეხბურთის მესაჭე კახაბერ ებრალიძე, რომელიც ასევე დაესწრება უეფას მაღალჩინოსნებისთვის დაგეგმილ საზეიმო ვახშამს. 11 აგვისტოს, „დინამო არენაზე‘‘ ესპანური გრანდები „ბარსელონა‘‘ და „სევილია‘‘ უეფას სუპერთათისთვის იბრძოლებენ.
განყოფილება: მთავარი თემა
გადასვლები: 0