EU NEIGHBOURS EAST, FOTOFESTIWAL-თან პარტნიორობით, იწვევს პროფესიონალ ფოტოგრაფებს აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან, მოლდოვის რესპუბლიკიდან, საქართველოდან, სომხეთიდან და უკრაინიდან ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ფოტოკონკურსში, თემაზე „ოჯახური კავშირები“.
მეტი ინფორმაციისა და მონაწილეობის მისაღებად ჩაუყევით გვერდს.
რატომ „ოჯახური კავშირები“?
კონკურსი ეძებს ფოტოებს (ფოტოების სერიებს), რომლებიც თემის, „ოჯახური კავშირები“, მხატვრულ, სოციალურ და, უპირველეს ყოვლისა, პირად ინტერპრეტაციებს ასახავს. როგორ გვაკავშირებს ჩვენი ოჯახი ჩვენს ფესვებთან, კულტურასთან, ტრადიციებთან, მომავლისადმი დამოკიდებულებებთან? რომელი კავშირები განსაზღვრავს ოჯახს და გვაძლევს მიკუთვნებულობის გრძნობას? როგორ ერგება ეს კავშირები ცვალებად სამყაროს, ტექნოლოგიას, კონფლიქტებს, სიყვარულსა და დანაკარგს?ჩვენ იშვიათად თუ გვიგრძნია ოჯახური კავშირების მნიშვნელობა და სიმყიფე ისე ძლიერად, როგორც ბოლო სამი წლის განმავლობაში. Covid-ით ნაკარნახევმა სოციალურმა დისტანცირებამ ტკივილი და იზოლაცია გამოიწვია, მრავალი კავშირი გარდასახა და ზოგიც გააძლიერა. წელს მთელმა მსოფლიომ დაინახა, როგორ წამიერად შეძლო ომმა ოჯახების შუაზე გახლეჩა და რამდენმა გაუღო თავისი ოჯახის კარი ლტოლვილებს.
კონკურსის მონაწილეებმა 8-20 ფოტოსგან შემდგარი სერიები 2023 წლის 20 იანვრისთვის უნდა წარადგინონ. განაცხადის ფორმა ინგლისურ ენაზეა, თუმცა დეტალების ქართულად წაკითხვა აქ შეგიძლიათ. საკონკურსო ნამუშევრებს ხუთი წევრისგან შემდგარი ჟიური შეაფასებს. მათ შესახებ მეტის გაგება განაცხადის წარდგენის საფეხურზე შეგეძლებათ. მოკლე სიაში შესულების ვინაობა 2023 წლის თებერვლის ბოლოსკენ გამოცხადდება. საბოლოო გამარჯვებულები კი 2023 წლის მარტში გამოცხადდებიან.
ქვემოთ ნახავთ ინფორმაციას ჟიურის წევრებზე, წესებსა და პირობებზე და პრიზებზე.
რეგისტრაციისთვისდააჭირეთ "აქ"