ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის 3 და 4 ივნისს ,,ლ. საყვარელიძის" სახელობის დაავადებათაკონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით, ლანჩხუთის მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უშუალო მონაწილეობითა და აქტივობით პარტნიორი ორგანიზაციის: ,,ეროვნული სკრინინგცენტრის" ჩართულობით უფასო სკრინინგკვლევების აქცია ჩატარდება შემდეგ მიმართულებებზე:
ძუძუს კიბოს სკრინინგი - 40 - 70 წლის ასაკის ქალები (ვისაც არ აქვს ჩატარებული საერთოდ ან რადიოლოგის რეკომენდაციით ესაჭიროება განმეორებითი კვლევა)
მამოგრაფია და საჭიროების შემთხვევაში ექოსკოპიური გამოკვლევა. საშვილოსნოს ყელის კიბო სსკრინინგი - 25 - 60 წლის ასაკის ქალებში:
25 - 29 წლის ქალებში - ნიმუშის აღება პაპტესტირებისთვის.
30 - 60 წლის ასაკის ქალებში - ნიმუშის აღება HPV ტესტირებისთვის.
პროსტატის კიბოს სკრინინგი - 50 - 70 წლის მამაკაცებში.
კოლორექტული კიბოს სკრინინგი - 50 - 70 წლის ასაკის პირები (გამოკვლევა ფარულსისხლდენაზე, ვისაც არ არ აქვს ჩატარებული საერთოდ ან ბოლო გამოკვლევიდან გასულია 2 წელი).
ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ფარისებრი ჯირკვლის უფასო კვლევა ქალბატონებისთვის - 25 - 70 წლის ჩათვლით.
ასევე 18 წლის ზემოთ ასაკის პირებისთვის ჩატარდება ლაბორატორიული კვლევები:
B და c ჰეპატიტი და აივინფექციაში დსზე.
სისხლში გლუკოზის გამოკვლევა
ჰიპერტენზიის - არტერიული წნევის კრინინგი.
გთხოვთ, მობრძანდეთ აღნიშნულ აქციაზე, ვინაიდან ადრეული დიაგნოსტიკა დაავადებების (განსაკუთრებით კიბოს) დამარცხების საუკეთესო საშუალებაა.
აქციის ჩატარების ადგილი 3 და 4 ივნისი, ლანჩხუთი, სკრინინგცენტრი, სოფ. შუხუთი (აკეთის გადასახვევთან) - 10 საათიდან 18 საათამდე.
მსურველებმა გთხოვთ, დაუკავშირდეთ ოჯახის ექიმებს სასურველი სერვისის დაჯავშნისთვის, რათა დაზოგოთ თქვენი დრო რიგების მართვის პროცესში.
უფასო სკრინინგ კვლევების აქცია
განყოფილება: kategoria 0 / ჯანმრთელობა
გადასვლები: 44



